გუშინდლამდე "ინტერის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეა სტრამაჩონი, მომდევნო სეზონიდან, მილანური გუნდის სრულფასოვანი დამრიგებელი გახდება. "მილანთან” დამაჯერებლად მოგების შემდეგ, აღნიშნული ინფორმაცია "ინტერის” პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ დაადასტურა. "ვადასტურებ, რომ მომდევნო სეზონში, გუნდის მთავარი მწვრთნელი სტრამაჩონი იქნება. გუშინ, მან "მილანი” ბრწყინვალე სტილში დაამარცხა, რაც ძალიან მომეწონა” – ციტირებს მორატის სიტყვებს Sky Italia.
36 წლის სტრამაჩონიმ "ინტერის” პირველი გუნდი მას შემდეგ ჩაიბარა, რაც მორატიმ თანამდებობიდან კლაუდიო რანიერი გაათავისუფლა.
|