მილანის "ინტერის” ნახევარმცველმა დეიან სტანკოვიჩმა, რომელმაც აქილევსის მყესები გაიწყვიტა, ოპერაცია გაიკეთა, რაც ნიშნავს იმას, რომ სერბი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულად გამოცხადდა.
სტანკოვიჩი ორი კვირის განმავლობაში ტკივილით თამაშობდა. საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ გართულებების თავიდან აცილების მიზნით ფეხბურთელისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ.
შეგახსენებთ, რომ "ინტერი” სერია А-ს დარჩენილ ტურებში "მილანისა” და რომის "ლაციოს” წინაარმდეგ ითამაშებს.