მთავარი » 2012»მაისი»16 » სტროოტმანისთვის დერბი დელა მადონინა "გაიმართება"
17:49
სტროოტმანისთვის დერბი დელა მადონინა "გაიმართება"
როგორც MilanNews.it იტყობინება კევინ სტროოტმანის მილანში გადასვლაზე ვან ბომელი და მინო რაიოლა მუშაობენ, ხოლო ინტერში კი_ უესლი სნეიდერი. შეგახსენებთ, რომ პსვ ეინდჰოვენის საყრდენი ნახევარმცველი 22 წლისაა, მან მის ამჟამინდელ კლუბში 30 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
Sport.es_ის ინფორმაციით, მისით ჰოლანდიური და ესპანური კლუბებიც არიან დაინტერესებული. ერთ-ერთი მათგანია მადრიდის რეალი, სადაც კევინს ლასანა დიარას შემცველად მოისაზრებენ.