ოთხშაბათი, 15.05.2024, 16:44
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 01


"ინტერში" ახლად მოსულმა ფორლანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე "მილანს" მოუწოდა სკუდეტოსთვის ბრძოლისათვის. "ჩვენ არ ვიყავით ჩემპიონატის ფავორიტები, მაგრამ მოვიგეთ კოპა ამერიკა" - ამბობს "ატლეტიკოს" ყოფილი თავდამსხმელი, შემდეგ ცოტა შეყოყმანდა, ამაზე ჟურნალისტებს სიცილი აუტყდათ. შემდეგ კი განაცხადა: "მილანი" ფავორიტი? კარგით... ეს ასე იქნება, მაგრამ მინდორზე შევხვდებით."
ნანახია: 621 | დაამატა: interista | თარიღი: 01.09.2011 | კომენტარი (14)



"ინტერის" ახალწვეულმა ურუგვაელმა თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა განაცხადა, რომ კამერუნელ ფორვარდ სამუელ ეტო'ოსთან შედარებას არ უფრთხის, რომლის შემცვლელადაც ის "ნერაძურიმ" "ატლეტიკოსგან" შეიძინა.

"ეტო'ოსთან შედარება ჩემთვის პრობლემა არ გახდება. სამუელი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ "ინტერი" წინ უნდა წავიდეს, ცხოვრება გრძელდება.

მსურს თავი "ინტერის" შემადგენლობაში გამოვავლინო და გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში დავეხმარო. სერია А სერიოზული ტურნირია და მსურს აქ საკუთარ თავს კარგი რეკომედაცია გავუწიო.

საერთოდ ეს გადასვლა ჩემთვის შესანიშნავი შანსია. მის გამო მასიმო მორატის მადლიერი უნდა ვიყო", - განაცხადა ფორლანმა.

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს "ინტერმა" ფორლანთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ნანახია: 605 | დაამატა: interista | თარიღი: 01.09.2011 | კომენტარი (7)



მილანის "ინტერის” ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი” სერიოზულად იყო მისი შეძენით დაინტერესებული.

"ვფიქრობ, "წითელ ეშმაკებში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი. მათ წარმომადგენლებს რამდენჯერმე შევხვდი. "ინტერს” ან მე უნდა გავეყიდე, ან – სამუელ ეტო’ო. "მანჩესტერი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და იქ თამაშზე ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს. მიუხედავად ამისა, მე "ინტერის” დატოვება არ მსურდა. იტალიაში თავს მშვენივრად ვგრძნობ”, - განაცხადა სნეიდერმა AD-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ჰოლანდიელი ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებს” ვერაფრით შეუთანხმდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ინტერი” და "მანჩესტერი” სნეიდერის სატრანსფერო ფასზე შეთანხმებულნი იყვნენ, მაგრამ ფეხბურთელ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 561 | დაამატა: interista | თარიღი: 01.09.2011 | კომენტარი (3)



იტალიის საფეხბურთის ფედერაციამ, პროფესიონალების ეროვნულმა ლიგამ და იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაციამ დღევანდელ შეხვედრაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს.გადაწყდა, რომ სეზონი 2011/12 10-11 სექტემბერს დაიწყება და "პირველ” მატჩებად აქამდე დაგეგმილი კალენდრით მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება.
ნანახია: 569 | დაამატა: interista | თარიღი: 01.09.2011 | კომენტარი (2)



მილანის "ინტერმა" საზაფხულო სატრასნფერო პერიოდის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე 16 წლის ვუნდერკინდი ლორენცო ტასი იყიდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი თავისი სათამაშო სტილით ძალიან ჰგავს რობერტო ბაჯოს, ამიტომ მას ბაჯოს მემკვიდრეს უწოდებენ , მას უკვე ჰქონდა დებიუტი სერია A-ში "ბრეშას" შემადგენლობაში "ფიორენტინას" წინააღმდეგ.

მოსალოდნელია, რომ ამ სეზონში ტასი "ინტერის" დუბლებში გაატარებს, შემდეგ კი ძირითადი გუნდის წევრიც გახდება.


ნანახია: 619 | დაამატა: interista | თარიღი: 01.09.2011 | კომენტარი (1)



"ინტერის" ახალწვეულმა მაური ზარატემ, იჯარის წესით გადმოსული "ლაციოდან" , ორიოდე სიტყვა თქვა "ინტერში" გადასვლის შესახებ.

"მე მოხარული ვარ, რომ "ინტერს" შემოვუერთდი, და მოუთმენლად ველოდები, იმ მომენტს, როდის გავიცნობ ჩემ ახალ გუნდელებს. "ინტერი" იყო ჩემი პირველი არჩევანი შესაძლო ვარიანტებიდან. ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობდით, რათა აქ მოვხვედრილვიყავით, ამიტომ მე მინდა დავანახო გულშემატკივრებს, რას წარმოვადგენ მე.

"ინტერი" არაჩვეულებრივი გუნდია. ძალიან მიხარია, რომ აქ ბევრი არგენტინელი ფეხბურთელი თამაშობს, მალე მე გავესაუბრები ყველა მათგანს", - ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.
ნანახია: 566 | დაამატა: interista | თარიღი: 01.09.2011 | კომენტარი (5)



"ინტერის" ახალწვეულმა დიეგო ფორლანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ იტალიურად ცოტას ლაპარაკობს, რომელიც მან ბავშვობაში ისწავლა. ურუგვაელი ფორვარდი, რომელიც "ატლეტიკოდან" იტალიაში გადაბარგდა, იმედოვნებს რომ ახალ კლუბში სწრაფად მოახერხებს ადაპტირებას.

"მე ცოტას ვლაპარაკობ იტალიურად, - მოაქვს ფორლანის სიტყვები Football Italia-ს. - მე მას ბავშვობაში ვსწავლობდი. ხოლო რაც დამავიწყდა, მომავალში ვისწავლი. მე ჩამოვედი დიდ კლუბში, ენის სწავლა უნდა დამეხმაროს ადაპტირების გავლაში. მე მზად ვარ ვითამაშო იქ, სადაც მწვრთნელი დამაყენებს. შემიძლია თავი შევწირო, რათა გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო".
ნანახია: 588 | დაამატა: interista | თარიღი: 01.09.2011 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter