ოთხშაბათი, 15.05.2024, 18:05
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 16


მილანის ინტერის წარუმატებელი სტარტის შემდეგ იტალიურ პრესაში უკვე გავრცელდა ხმები, რომ ჯან პიერო გასპერინის მალე დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლებენ.

როგორც ჩანს მისი შემცვლელის მოძებნა კი არც ისე დიდხანს გასტანს. სავარაუდო კანდიდატად უკვე სახელდება კიკე სანჩეს ფლორესი, რომელმაც მადრიდის ატლეტიკო გასული სეზონის ბოლოს დატოვა.

"თუკი ინტერი დამიძახებს, მე წავალ”-განაცხადა ფლორესმა.
ნანახია: 585 | დაამატა: interista | თარიღი: 16.09.2011 | კომენტარი (5)



პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ, რომელიც "ინტერში" სტრუქტურის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ "ნერაძურიმ" ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად ცსკა-სთან აუცილებლად უნდა მოიგოს, რათა ჯგუფში მდგომარეობა არ გაიფუჭოს.

შეგახსენებთ, რომ "ინტერმა" საკუთარ მოედანზე "ტრაბზონსფორთან" (0:1) წააგო.

"ჩვენ ძველებურად ვიბრძვით ჯგუფიდან გასვლაზე. მართალია, პირველი თამაში წავაგეთ, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა. "ლილისა" და ცსკა-ს შეხვედრაში დაფიქსირებულმა ფრემ ხელი შეგვიწყო, რადგან მეტოქე გუნდები ბევრით არ გვისწრებენ. ამ ეტაპზე აუცილებელია სტუმრად ცსკა დავამარცხოთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. თუ რუსულ კლუბთან ვერ მოვიგებთ, ბევრი პრობლემა გველოდება.

სხვა ამოცანები არ გაგვაჩნია, მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ. კონცენტრაცია ჯგუფიდან გასვლაზე უნდა გავაკეთოთ. ამისთვის კი პირველ რიგში ცსკა-ს უნდა მოვუგოთ", - გა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 553 | დაამატა: interista | თარიღი: 16.09.2011 | კომენტარი (3)



"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში "ინტერთან" მატჩის წინ განაცხადა, რომ შაბათს გასამართი თამაში ორივე გუნდისთვის ერთგვარი ტესტი იქნება.

ესპანელის თქმით, მისმა შეგირდებმა ამ კვირაში ერთობ ინტენსიურად ივარჯიშეს და ახლა ბრწყინვალე ფეხბურთის ჩვენებას შეძლებენ.

"ჩვენ ამ კვირაში საკმაოდ ინტენსიურად ვივარჯიშეთ. ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ.

მართალია "ინტერმა" ეს სეზონი არცთუ კარგად დაიწყო, მაგრამ ის ძალიან ძლიერი გუნდია, რომელშიც მაღალი დონის ფეხბურთელები არიან შეკრებილნი. საქმე მთლად ისე არც ჩვენ აგვეწყო, როგორც გვსურდა და ხვალიდნელმა მატჩმა ორივე გუნდის რეალური შესაძლებლობები უნდა წარმოაჩინოს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ბიჭები გამარჯვების სურვილით იწვიან", - განაცხადა ენრიკემ.
ნანახია: 589 | დაამატა: interista | თარიღი: 16.09.2011 | კომენტარი (6)



იტალიური პრესა აქტიურად ეძებს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის ჟან პიერო გასპერინის შემცვლელს, რომელმაც სეზონის სტარტი ჩააგდო.

გასპერინის პოსტის TOP 5 ასე გამოიყურება:

1. კარლო ანჩელოტი
2. ბეპე ბარეზი
3. კლაუდიო რანიერი
4. დელიო როსი
5. ვალტერ ძენგა

შეგახსენებთ, რომ შაბათს "ინტერი" საკუთარ მოედანზე "რომას" უმასპინძლებს.
ნანახია: 620 | დაამატა: interista | თარიღი: 16.09.2011 | კომენტარი (11)




მადრიდის ატლეტიკოს ყოფილი თავკაცი კიკე სანჩეს ფლორესი მილანის ინტერისგან შეთავაზებას ელის. მთავარი ინტრიგა ისაა, რომ ნერაძურიში დიეგო ფორლანი ასპარეზობს, რომელსაც ესპანელ სპეციალისტთან პრობლემები ჰქონდა და ამიტომ, ატლეტიკოს დატოვება მოუწია. ტრანსფერის შემდეგ, ფეხბურთელმაც და მწვრთნელმაც ერთმანეთის მიმართ არასასიამოვნო განცხადებები გააკეთეს. მიუხედავად ამისა, ფლორესი მილანში გადაბარგების წინააღმდეგი არაა.
 ჩემი აგენტი წინადადებას ელის. დიეგო ფორლანი ინტერში თამაშობს, მაგრამ ეს ფაქტი ნერაძურის გაწვრთნაზე უარს ვერ მათქმევინებს. მილანელთა შემოთავაზებას აუცილებლად დავთანხმდები, - განაცხადა 46 წლის მწვრთნელმა.
 შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში ინტერმა ზედიზედ ორი მარცხი განიცადა – პალერმოსგან (3:4) და ტრაბზონსფორისგან (0:1). დიდი შანსი ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 633 | დაამატა: inter | თარიღი: 16.09.2011 | კომენტარი (8)

საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter