ხუთშაბათი, 16.05.2024, 01:49
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 26


"ინტერის" პრეზიდენტის მრჩეველმა ლუიშ ფიგუმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ცსკა-სთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ არმიელები ამ ეტაპზე იტალიელებზე უკეთესად გამოიყურებიან.

"ვფიქრობ ცსკა ჩვენზე უკეთესია, რადგან რუსებმა შეძლეს უკვე ერთი ქულის მოპოვება "ინტერისგან" განსხვავებით. ამიტომ მოსკოვში უნდა გავიმარჯვოთ, თუ არადა ბევრი პრობლემა შეგვექმნება", - განაცხადა ფიგუმ.

შეგახსენებთ, რომ "ინტერისა" და ცსკა-ს შეხვედრა 27 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 დაიწყება.
ნანახია: 585 | დაამატა: interista | თარიღი: 26.09.2011 | კომენტარი (2)



"ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ცსკა-სთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ "ბოლონიასთან" მოგებული მატჩის შემდეგ მილანელთა საქმეები უკეთესობისკენ წავა.

"ამიერიდან ჩვენი საქმეები უკეთესობისკენ წავა. აუცილებელია არსებული სიტუაცია ბოლომდე გამოვასწოროთ, რასაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრიდან დავიწყებთ", - განაცხადა მილიტომ.
ნანახია: 604 | დაამატა: interista | თარიღი: 26.09.2011 | კომენტარი (2)



მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა მარკო მატერაციმ საკუთარი საფეხბურთო კარიერის უდიდესი და ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი მილანის "ინტერში” გაატარა. მატერაცი 2001-11 წლებში იცავდა "ნერაძურის” ღირსებას და მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა (2010), იტალიის პირველობა (2006, 2007, 2008, 2009, 2010) და თასი (2005, 2006, 2010, 2011) მოუგია. გასულ გაზაფხულს მარკომ აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა, თუმცა, მოარულ ხმებს თუ ვერწმუნებით, იტალიის 2007 წლის საუკეთესო მცველი მწვანე მინდორზე დაბრუნებას აპირებს. სწორედ ამ კითხვით დაიწო მატერაცისა და ჟურნალისტის დიალოგი.

- თქვენ შესახებ სხვადასხვაგვარი და წინააღმდეგობრივი ცნობები ვრცელდება. ზოგიერთი გამოცემა ამტკიცებს, მარკო მატერაციმ ბუცები ლურსმანზე საბოლოოდ ჩამოკიდა, ზოგიერთი გაზეთის ინფორმაციით, შესაძლ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 596 | დაამატა: interista | თარიღი: 26.09.2011 | კომენტარი (2)



"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "იუვენტუსი" და "ინტერი" ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში რეალურ კონკურენტებად დაასახელა.

"ინტერი" და "იუვენტუსი" სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჩვენი მთავარი მეტოქეები არიან. "ბებერმა ქალბატონმა" კარგი სატრანსფერო კამპანია ჩაატარა, "ნერაძური" კი წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, ტრადიციულად გამარჯვებისთვის იბრძოლებს", - განაცხადა 44 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ოთხი ტურის შემდეგ სერია А-ს სატურნირო ცხრილში ორხელისუფლებიანობაა. "იუვენტუსს" და "უდინეზეს" 8-8 ქულა აქვთ. იტალიის მოქმედი ჩემპიონი "მილანი" 12-ე ადგილზეა, "ინტერი" კი მე-16 პოზიციაზე იმყოფება.
ნანახია: 538 | დაამატა: interista | თარიღი: 26.09.2011 | კომენტარი (1)



მილანის "ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში თავისი კლუბის "ბოლონიასთან” თამაში დადებითად შეაფასა.

"რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის თამაში მომეწონა. ვფიქრობ, ყველაფერი ძველებურად კარგად იყო. ჩვენი მოქმედება ძალიან გავდა იმას, რასაც გასულ სეზონებში ვაკეთებდით. ალბათ, გარკვეულ პერიოდში წარმატებას გასპერინიც მიაღწევდა, მაგრამ ამ მომენტის ლოდინი დიდი რისკი იყო”, - განაცხადა მორატიმ Football Italia-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ კლაუდიო რანიერიმ დებიუტი "ბოლონიასთან” გამარჯვებით აღნიშნა (3:1). "ინტერის” მხრიდან თავი გამოიჩინეს პაცინიმ, მილიტომ და ლუსიომ. "ბოლონიელთაგან” ერთადერთი გოლი დიამანტიმ გაიტანა.
ნანახია: 541 | დაამატა: interista | თარიღი: 26.09.2011 | კომენტარი (1)



მახაჭკალის "ანჟის" თავდამსხმელი სამუელ ეტოო ამბობს, რომ დაღესტანში გადასვლის მიუხედავად თავისი ყოფილი გუნდის შედეგებს აკვირდება.

"გუნდის დატოვების შემდეგაც "ინტერის" ნაწილად ვრჩები. "ინტერის" მფლობელი მასიმო მორატი ჩემთვის მამასავითაა. ყოველთვის, როდესაც სეზონის დასაწყისში ჩემი ყოფილი გუნდის თამაშის შედეგის შესახებ შეტყობინებას ვიღებდი, ტელეფონის დამტვრევა მინდებოდა.

დარწმუნებული ვარ, რანიერის მოსვლის შემდეგ გუნდს ყველაფერი გამოუვა. რაც შეეხება ჯანპიერო გასპერინის, არ მქონდა დრო, რათა მას, როგორც მწვრთნელს, გავცნობოდი. წავალ თუ არა ცსკას-თან "ინტერის" მატჩზე? არა, მაგრამ გუნდს სასტუმროში აუცილებლად შეხვდები", - განაცხადა ეტოომ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის საწყის სამ ტურში "ინტერმა" მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა, რაც მთავარ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 574 | დაამატა: interista | თარიღი: 26.09.2011 | კომენტარი (4)



მეკარეები: 1 ჯულიო სეზარი, 12 ლუკა კასტელაცი, 21 პაოლო ორლანდონი;

მცველები: 6 ლუსიო, 25 ვალტერ სამუელი, 16 ლუკა კალდიროლა, 23 ანდრეა რანოკია, 26 კრისტიან კივუ, 37 დავიდე ფარაონი, 42 ჯონათანი, 55 იუტო ნაგატომო;

ნახევარმცველები: 4 ხავიერ ძანეტი, 11 რიკარდო ალვარესი, 19 ესტებან კამბიასო, 20 ჟოელ ობი, 29 კოუტინიო, 48 ლორენცო კრისეტიგი, 94 ანდრეა რომანო;

თავდამსხმელები:
7 ჯამპაოლო პაცინი, 22 დიეგო მილიტო, 28 მაურო ზარატე.

მატჩი 27 სექტემბერს, სამშაბათს 20:00 დაიწყება.
ნანახია: 581 | დაამატა: interista | თარიღი: 26.09.2011 | კომენტარი (2)



Repubblica: ჯულიო სეზარი 6.5, ნაგატომო 6, ლუსიო 6,5, სამუელი 6, კივუ 6, ობი 6, მუნტარი 6, კამბიასო 6.5, ძანეტი 6.5, კოუტინიო 6, ჯონათანი 6, პაცინი 7, ფორლანი 6,5, მილიტო 6,5.

GDS: ჯულიო სეზარი 7, ნაგატომო 6, ლუსიო 6, სამუელი 5, კივუ 5.5, ობი 5.5, მუნტარი 6, კამბიასო 6.5, ძანეტი 6, კოუტინიო 6, ჯონათანი 6, პაცინი 7, ფორლანი 6,5, მილიტო 6,5.

CDS: ჯულიო სეზარი 7, ნაგატომო 6, ლუსიო 6.5, სამუელი 5, კივუ 6, ობი 6, მუნტარი 6, კამბიასო 7, ძანეტი 6, კოუტინიო 5.5, ჯონათანი 5.5, პაცინი 7, ფორლანი 6.5, მილიტო 7.

... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 559 | დაამატა: interista | თარიღი: 26.09.2011 | კომენტარი (1)

საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter