ხუთშაბათი, 16.05.2024, 03:48
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 12


"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ჯანპიერო გასპერინიმ იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურში, "პალერმოსთან" (3:4) მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მის გუნდს კარგი შეტევითი პოტენციალი აქვს.

"დასკვნების გამოტანა ყოველი მატჩის შემდეგ გვმართებს. დღეს ნათელი იყო, რომ გარკვეული პრობლემები გვაქვს და მათი აღმოფხვრა აუცილებელია. ამასთან, ჩვენ გუნდს კარგი შეტევითი პოტენციალი აქვს როგორც ძირითადის მოთამაშეებში, ისე სათადარიგოებში.

რაც შეეხება სარატეს ნაადრევად შეცვლას, მან ვერ შეძლო მინდორზე იმ ფიზიკური ფორმის ჩვენება, რასაც ვარჯიშებზე ავლენდა. გადაადგილებებისთვის არაა აუცილებელი, მიანც და მიანც ტაიმის მიწურულს დაველოდოთ, მით უმეტეს, როცა თადარიგში სნეიდერი გვყავს".

შეკითხვაზე, თუ რატომ დატოვა სათადარიგო სკამზე თავდამსხმელი ჯამპაოლო პაცინი, გასპერინიმ განაცხადა:

"ჩვენ პრობლემა თავდასხმაში არ გვქონია. მილიტო, სნეიდ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 613 | დაამატა: interista | თარიღი: 12.09.2011 | კომენტარი (9)



მილანის "ინტერის” არგენტინელი ნახევარმცველი, ესტებან კამბიასო სინანულს გამოთქვამს სერია A-ს სასტარტო ტურში მარცხის გამო და აცხადებს, რომ "პალერმოსთან” წაგება გუნდის მთავარი მწვრეთნელის, ჯან პიერო გასპერინის ბრალი არაა.

"წაგება ძალიან უსიამოვნოა, განსაკუთრებით გათამაშების სტარტზე. პირველ ტურში მეტოქე ჩემი ასარჩევი რომ ყოფილიყო, ისეთ ფორმაში მყოფ გუნდს არ ავირჩევდი, როგორიც "პალერმოა”.

ვფიქრობ, რომ წაგებაში გასპერინის ბრალი არ მიუძღვის. მან გუნდი სეზონის დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე შეკრიბა და ერთმანეთთან შეთამაშებაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს. გარდა ამისა, "პალერმომ” ძალიან კარგად ითამაშა” – ციტირებს კამბიასოს სიტყვებს "ინტერის” ოფიციალური ვებ-გვერდი.
ნანახია: 548 | დაამატა: interista | თარიღი: 12.09.2011 | კომენტარი (7)

საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter