ოთხშაბათი, 15.05.2024, 09:45
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 29


მილანის "ინტერის” გენერალურმა დირექტორმა ერნესტო პაოლილიომ განაცხადა, რომ "ნერაძური” "ნაპოლისგან” ეზეკიელ ლავესის შეძენას არ აპირებს.

 "პანდევის "ნაპოლიში” იჯარით გაშვებას ლავესისთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამაზე საუბარიც არ მსურს. კლუბებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და მაკედონიელის ნეაპოლში გადაბარგებაზეც იოლად შევთანხმდით. ლავესის შეძენას არ ვაპირებთ”, - განაცხადა პაოლილიომ.

ცნობისთვის, 26 წლის ეზეკიელ ლავესი "ნაპოლის” ღირსებას 2007 წლიდან იცავს. მისი სატრანსფერო ღირებულება 32 მილიონი ევროა.
ნანახია: 655 | დაამატა: interista | თარიღი: 29.09.2011 | კომენტარი (13)



მილანის "ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატი აცხადებს, რომ იგი ხავიერ ძანეტის მომავალს კვლავ "ნერაძურიში” ხედავს, მაგრამ არა რომელიმე თანამდებობაზე, არამედ მოედანზე.

"ხავიერს ჩვენი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. იგი "ინტერის” მომავალია და ამ შემთხვევაში, მხედველობაში არა ძანეტის კლუბის სისტემაში დასაქმება, არამედ მისი კვლავ მოედანზე ხილვა მაქვს.

თუ თქვენ ჩემი არ გჯერათ, გაიხსენეთ ცსკა-სთან გამართული მატჩი, სადაც ძანეტი საუკეთესო იყო. იგი ამას 38 წლის ასაკშიც ახერხებს. ხავიერი დიდებული მოთამაშეა” – ციტირებს მორატის სიტყვებს "ინტერის” ოფიციალური ვებგვერდი.
ნანახია: 595 | დაამატა: interista | თარიღი: 29.09.2011 | კომენტარი (2)



მილანის ინტერი სერია ა-ს მომდევნო ტურში შესაძლოა პაცინის გარეშე დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ მილანელები ამ შეხვედრაში ნაპოლის დაუპირისპირდებიან.

პაცინიმ ტრავმა მოსკოვის ცსკა-სთან მატჩის დროს მიიღო. სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებამდე ინტერის ხელმძღვანელობა განცხადებებს არ აკეთებს.

სამაგიეროდ არის კარგი ამბავიც ნერაძურის გულშემატკივრისთვის. ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ მაიკონი, პოლი და სტანკოვიჩი.



ნანახია: 726 | დაამატა: interista | თარიღი: 29.09.2011 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter