ოთხშაბათი, 15.05.2024, 04:59
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 21


"ინტერის” კაპიტანი ხავიერ ძანეტი "ნოვარისთან” ჩატარებულ მატჩზე საუბრობს და უკმაყოფილებას გამოთქვამს საკუთარი გუნდის თამაშზე.

მოგეხსენებათ აღნიშნული მატჩი გუნდის კაპიტანისთვის საიუბილეო იყო, რადგანაც კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული. სამწუხაროდ არგენტინელს სიხარული არ დასცალდა და მისი გუნდი 1:3 დამარცხა მეტოქესთან.

"გუნდი ძალიან მძიმე სიტუაციაშია. მხოლოდ ის ფაქტი მახარებს რომ სწორი გეზი გვაქვს არჩეული, მაგრამ ამის პრაქტიკაში გატარება ჯერ ვერ ხერხდება.

ვხედავ როგორ ცდილობს თითოეული გუნდის წევრი წინსვლას, განვითარებას, მაგრამ თითქოს თითონ გუნდი არ არის მწყობრში, არ მუშაობს როგორც ერთიანი მექანიზმი.

შემდეგი გამოცდა შაბათს გველის "ბოლონიას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში. იმედი მაქვს გამოსწორდება სიტუაცია და მოვახერხებთ მობილიზებას წარმატების მისა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 605 | დაამატა: interista | თარიღი: 21.09.2011 | კომენტარი (4)



როგორც მოსალოდნელი იყო, მილანის "ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა გუნდის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი.

გუშინ, მილანელებმა "ნოვარასთან” 1:3 წააგეს და მორატის მიერ მატჩის შემდგომ გაკეთებული კომენტარიდანაც კარგად ჩანდა, რომ იგი გასპერინის მუშაობით უკმაყოფილო იყო.

ცოტა ხნის წინ, "ინტერის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე შემდეგი განცხადება გამოქვეყნდა: "დღეს, აპიანო ჯენტილეში არსებულ ანჯელო მორატის სახელობის სპორტულ ცენტრში, "ინტერის” დილის ვარჯიშს დანიელე ბერნაცანი და ჯუზეპე ბარეზი უძღვებოდნენ. კლუბი მადლობას უხდის ჯან პიერო გასპერინის გაწეული სამუშაოსთვის და მასთან ურთიერთობას წყვეტს”.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის დანიშნავს მორატი "ინტერის” ახალ მწვრთნელად.
... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 642 | დაამატა: interista | თარიღი: 21.09.2011 | კომენტარი (9)



მილანის "ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბარში განაცხადა, რომ მისი გადადგომა "ნერაძურის” პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

"პრეზიდენტთან ჯერჯერობით არ მისაუბრია. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. მიმაჩნია, რომ "ინტერმა” წარსულით არ უნდა იცხოვროს და მომავალზე უნდა იფიქროს. განსაკუთრებული ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავ. გუნდი უფრო სტაბილური უნდა გახდეს”, - განაცხადა გასპერინიმ.

ცნობისთვის, "ინტერს” 2011-12 წლების სეზონში არცერთი მატჩი არ მოუგია. მილანელებმა ბოლო მარცხი "ნოვარასთან” გუშინდელ შეხვედრაში განიცადეს (1:3). მატჩის შემდეგ, "ნერაძურის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელის გადაყენებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.
... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 603 | დაამატა: interista | თარიღი: 21.09.2011 | კომენტარი (4)



მას შემდეგ რაც ინტერმა გუშინ ნოვარსთან დამამცირებელი მარცხი იწვნია, კლუბის ხელმძღვანელობა მწვრთნელის შეცვლაზე ალაპარაკდა.ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ საუბარი იმით დაიწყო, რომ გასპერინის დარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელია.

53 წლის ტაქტიკოსი კრიტიკის ქარცეცხლში ინტერის 2011-12 სეზონის დასაწყისიდან მოექცა.

"არამგონია გასპერინი გუნდში დარჩეს. მისთვის უკვე ძალიან მძიმე სიტუაციაა.”
"ერთი დღე მომეცით, რათა გადავწყვიტო მისი ბედი."
"ამჟამად შესაძლო შემცვლელზე ვფიქრობ,” – განაცხადა მორატიმ.

ინტერი ამჟამად სერია ა-ს ცხრილში მე -17 ადგილზე იმყოფება სამი მატჩიდან მოპოვებული მხოლოდ 1 ქულით…
ნანახია: 589 | დაამატა: interista | თარიღი: 21.09.2011 | კომენტარი (3)



ნახევარსაუკუნოვანი დიდი ფეხბურთის გარეშე მყოფი ნოვარა იტალიას მრისხანებით დაუბრუნდა.იტალიის ელიტური ფეხბურთის ახალწვეულმა მილანის ინტერი სამარცხვინოდ დაამარცხა. ნოვარამ უკანასკნელად გრანდი 55 წლის წინ მიიღო საკუთარ მოედანზე. გუნდის დაბრუნება ტრიუმფალური აღმოჩნდა კლუბის ძველი გულშემატკივრისთვის.

იტალიური ფეხბურთის ბოლო წლების იმედმა სამარცხვინოდ და საშინლად წააგო მატჩი. ასეთი მატჩის შემდეგ ძალიან რთულია თქვა, რომ გასპერინი დაკავებულ პოსტზე დარჩება. აგერ უკვე რამდენიმე კვირაა იტალიური პრესა კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს მილანის ინტერის "ამ წუთებში” მყოფ მწვრთნელს. თუკი ამ ყველაფერს მორატის სახეს დავამატებთ, რომელსაც სიბრაზე მთელი მატჩის განმავლობაში თანსდევდა, დარწმუნებით ვიტყვით, რომ ღამე მშვიდად ვერ ჩაივლის.

ინტერმა მოედანზე ვერაფერი ვერ აჩვენა. რანოკიას ბავშური შეცდომები, კივუს ა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 618 | დაამატა: interista | თარიღი: 21.09.2011 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter