ოთხშაბათი, 15.05.2024, 12:41
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 20



ნანახია: 682 | დაამატა: inter | თარიღი: 20.09.2011 | კომენტარი (33)



იმ შემთხვევაში თუკი "ინტერნაციონალეს" კაპიტანი ხავიერ ძანეტი დღეს "ნოვარას" წინააღმდეგ მოედანზე გავა იგი ჯუზეპე ბერმოგის რეკორდს დაამხობს და "ინტერის" მაისურით ყველაზე მეტი მატჩი ექნება ჩატარებული.

წინა ტურში "რომასთან" შეხვედრაში ნერაძურის არგენტინელ მცველს 756 მატჩი შეუსრულდა და ამით ბერმოგის გაუთანაბრდა.

"ერთ დროს არც კი მიფიქრია რომ ასეთი დიდი გუნდის კაპიტანი გავხდებოდი. სიტყვები არ მყოფნის ემოციების გამოსახატავად. "ინტერი" ჩემი მეორე ოჯახია”-განაცხადა ძანეტიმ.

შეგახსენებთ, რომ 38 წლის არგენტინელი ნერაძურიში 1995 წელს გადმობარგდა. მისი მოქმედი კონტრაქტი კი 2013 წელს იწურება.
ნანახია: 580 | დაამატა: interista | თარიღი: 20.09.2011 | კომენტარი (3)



იუვენტუსის ყოფილმა გენერალურმა დირქტორმა ლუჩიანო მოჯიმ ისევ ისროლა ქვა ინტერის წინააღმდეგ. ინტერი იმიტომ ვერ იგებდა თავის დროზე სკუდეტოს რომ ისინი ყიდულობდნენ ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც ჰაკან შუკური და ტარიბო ვესტია. მათ საუკეთესო მოთამაშეები ზეედორფი და პირლო მილანს დაუთმეს ფრანჩესკო კოკოს სანაცვლაოდ. მაგ დროს კი იუვენტუსმა ზიდანი, ტიურამი და ბუფონი იყიდა. ინტერმა მოგებები დაიწყო მაშინ როდესაც კალჩიოპოლი მოხდა, იყიდა რა რამდენიმე ფეხბურთელი იუვენტუსიდან და მოიწვია მაურინიო. ეხლა მაურინიო წავიდა, ხოლო მორატი კვლავ განაგრძობს ძველ შეცდომებს, ყიდულობს არაფრის მაქნის ფეხბურთელებს, და ინტერმა კვლავ, რომ დაიწყოს მოგებები, მას კიდევ ერთი კალჩიოპოლი დასჭირდება.  

–განაცხადა მოჯიმ.
ნანახია: 689 | დაამატა: interista | თარიღი: 20.09.2011 | კომენტარი (4)



"ინტერის" იტალიელმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც დღეს გამართავენ მატჩს სერია ა-ს დებიუტანტ გუნდ "ნოვარასთან".

მეკარეები: 1 ჯულიო სეზარი, 12 ლუკა კასტელაცი, 21 პაოლო ორლანდონი;

მცველები: 4 ხავიერ ძანეტი, 6 ლუსიო, 23 ანდრეა რანოკია, 25 ვალტერ სამუელი, 26 კრისტიან კივუ, 37 დავიდე ფარაონი, 42 ჯონათანი, 55 იუტო ნაგატომო;

ნახევარმცველები: 10 უესლი სნეიდერი, 11 რიკარდო ალვარესი, 19 ესტებან კამბიასო, 20 ჟოელ ობი, 29 კოუტინიო, 77 სალი მუნტარი;

თავდამსხმელები: 7 ჯამპაოლო პაცინი, 9 დიეგო ფორლანი, 22 ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 546 | დაამატა: interista | თარიღი: 20.09.2011 | კომენტარი (3)



"ინტერის" მცველი კრისტიან კივუ, რომელსაც ტრავმის გამო სერია А-ს ახალი სეზონის პირველ ორ მატჩში არ უთამაშია, მწყობრში ჩადგა.

რუმინელი ფეხბურთელი "ნერაძურისათან" ერთად "ნოვარასთან" იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურის გასვლითი მატჩის სათამაშოდ გაემგზავრა, რომელიც 20 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კივუმ ტრავმა მილანური კლუბის ვარჯიშზე 7 სექტემბერს მიიღო.
ნანახია: 558 | დაამატა: interista | თარიღი: 20.09.2011 | კომენტარი (2)



მილანის ინტერის მწვრთნელს, ჯან პიერო გასპერინის, სჯერა, რომ გუნდი კრიტიკას პოზიტიური თამაშითა და გამარჯვებებით უპასუხებს.სერია ა-ს 18 გზის გამარჯვებულს ჯერ კიდევ არ მოუგია ამ სეზონში არცერთი მატჩი და მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა რომასთან უგოლო ფრის წყალობით. მიუხედავად ამისა, გასპერინი ნოვარასთან მატჩში ელოდება პირველ სამ ქულას.

"ინტერის მიმართ ყოველთვის იყო კრიტიკა და მეტის მოთხოვნა. ამაზე საუკეთესო პასუხი მოედანზე შემიძლია გაგცეთ.”

"ვთვლი, რომ გზა რომლითაც მივდივართ სწორია. ასევე მჯერა იმისაც, რომ ამ მატჩებში ქულაზე მეტს ვიმსახურებდით. უბრალოდ არ გაგვიმართლა.”

"თუკი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშგარეს დადებდნენ შედეგი სხვა იქნებოდა, თუკი პალერმოსთან პენალტს დაგვინიშნავდნენ სხვა სიტუაცია იქნებოდა და ასე შემდეგ…”

"მაიკონს რაც შეეხება, იგი გუნდთან ერთად ვარჯიშს ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 578 | დაამატა: interista | თარიღი: 20.09.2011 | კომენტარი (5)



მილანის "ინტერის" მთავარ მწვრთნელს ჯანპაოლო გასპერინის სეზონის სტარტი ჩაუვარდა და გუნდში მისი მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

იტალიურ პრესაში კი უკვე ვარაუდობენ, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი შესაძლოა რობერტო ბაჯომ დაიკავოს.

გასპერინის შესაძლო შემცვლელად ლუიშ ფიგუსაც მოიხსენებენ. პორტუგალიელი ამჟამად "ინტერის" ერთერთ სტრუქტურაშია დასაქმებული.
ნანახია: 668 | დაამატა: interista | თარიღი: 20.09.2011 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter