ხუთშაბათი, 16.05.2024, 05:47
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 24


იტალიურმა პრესამ "ინტერსა" და ახალ მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერის შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები გამოამზეურა.

"Football Italia" ირწმუნება, რომ რანიერი 600 ათას ევროს მიიღებს, თუკი მის ხელში "ინტერი" სერია A-ს მოგებას შეძლებს. აი, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემთხვევაში კი ბონუსად 1,6 მილიონ ევროს გამოჰკრავს ხელს.

შეგახსენებთ, რომ რანიერის "ინტერთან" კონტრაქტი 2013 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და თუკი იტალიურ პრესას დავუჯერებთ, მისი ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონი ევროთია განსაზღვრული.
ნანახია: 697 | დაამატა: interista | თარიღი: 24.09.2011 | კომენტარი (5)



დეიან სტანკოვიჩი კლაუდიო რანიერის ნდობას უცხადებს, თავად სერბი ფეხბურთელი ამჟამად ტრავმირებულია და რანიერის სადებიუტო მატჩში "ბოლონიასთან" მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"გასპერინის განთავისუფლება არ გამკვირვებია, ეს გარდაუვალი იყო. რანიერი დიდ კლუბებში მუშაობდა და ეს გამოცდილება დაეხმარება მას გამოიყვანოს "ინტერი" ამ რთული სიტუაციიდან.

ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი სეზონის ასეთ ცუდ დასაწყისს. არ დაგვავიწყდეს, რომ ცოტა ხნის წინ , მაურინიოს ხელმძღვანელობით ვარსკვლავებს ვწყვეტდით,შემდეგ ძალიან მოკლე მოკლე პერიოდში ოთხი მწვრთნელი შევიცვალეთ და ადვილი არაა ახალ მეთოდებთან შეგუება. ეს კრიზისი მალე უნდა დასრულდეს."


ნანახია: 746 | დაამატა: interista | თარიღი: 24.09.2011 | კომენტარი (2)



როგრორც Itasportpress იუწყება მახაჩკალის "ანჟი" ამზადებს წინადადებას "ინტერისთვის", მაიკონის ტრანსფერის თაობაზე. არის მოსაზრება, რომ დაღესტანური კლუბი მაიკონის გადმობირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება. ისინი სავარაუდოდ 15 მილიონს შესთავაზებენ "ინტერს". შეგახსენებთ, რომ თავის დროზე "ინტერმა" მაიკონი არ გაუშვა "რეალში" და ის შეინარჩუნა. მაგრამ თუ ტრანსფერი განხორციელდება, ეს იქნება მეხუთე ბრაზილიელი ანაჟიში, რობერტო კარლოსის, ჟუაო კარლოსის, ჟუსელიას და დიეგო ტარდელის შემდეგ.
ნანახია: 591 | დაამატა: interista | თარიღი: 24.09.2011 | კომენტარი (2)



V ტურს "ბოლონია"-"ინტერის" დაპირისპირება გახსნის, შეხვედრა, რომელიც საყოველთაო ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მილანური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლაუდიო რანიერის დებიუტი შედგება, რომელმაც უკვე გააფორმა კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება და საქმეს შეუდგა.

ბუნებრივია, პირველივე შეხვედრაში "ინტერის" მესვეურები მისგან დადებით შედეგს ვერ მოითხოვენ, მაგრამ ზოგადად, რომ გუნდმა ქულების მოპოვება უნდა დაიწყოს, ეს ცხადზე ცხადია. წინააღმდეგ შემთხვევაში, "შავ-ლურჯები" კიდევ უფრო ჩამორჩებიან ლიდერებს და შემდეგ, ფორის აღმოფხვრა ურთულესი იქნება.

ჯერჯერობით, რანიერი სდუმს და პრესისთვის კომენტარებს არ აკეთებს, სამაგიეროდ, მასიმო მორატი ალაპარაკდა და შემდეგი განაცხადა: "სამწუხაროა, რომ ჯანპიერო გასპერინის არაფერი გამოუვიდა, მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკი აზრს მოკლებული ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 613 | დაამატა: interista | თარიღი: 24.09.2011 | კომენტარი (3)



მილანის ინტერის პრეზიდენტს, მასიმო მორატის სჯერა, რომ მისი გუნდის ახალი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი თავის მოვალეობებს თავს ბრწყინვალედ გაართმევს.

"რანიერი ეს საუკეთესო არჩევანი იყო.
მე კმაყოფილი ვარ. ის უმაღლესი დონის მწვრთნელია, რომელმაც კარგად იცის თუ როგორ უდნა გაწვრთნას ინტერი. მას უდიდესი გამოცდილება აქვს, სწორედ ეს გვჭირდება ახლა.
სამწუხაროა, რომ გასპერინის არაფერი გამოუვიდა. დარწმუნებილი ვარ, რანიერი ყველაფერს შეძლებს”-განაცხადა მორატიმ.
ნანახია: 568 | დაამატა: interista | თარიღი: 24.09.2011 | კომენტარი (6)



მეკარეები: 1 ჯულიო სეზარი, 12 ლუკა კასტელაცი, 21 პაოლო ორლანდონი;

მცველები: 6 ლუსიო, 25 ვალტერ სამუელი, 26 კრისტიან კივუ, 37 დავიდე ფარაონი, 42 ჯონათანი, 55 იუტო ნაგატომო;

ნახევარმცველები: 4 ხავიერ ძანეტი, 11 რიკარდო ალვარესი, 19 ესტებან კამბიასო, 20 ჟოელ ობი, 29 კოუტინიო, 77 სალი მუნტარი;

თავდამსხმელები: 7 ჯამპაოლო პაცინი, 9 დიეგო ფორლანი, 22 დიეგო მილიტო, 28 მაურო ზარატე, 30 ლუკ კასტანიოსი.

ტრავმირებულნი: სტანკოვიჩი, პოლი, ვივიანო, კორდობა, მოტა, მაიკონი.

დისკვალიფიცირებული: ანდრეა რანოკია - 3 მატჩი.

მატჩი შაბათს, თილისის დროით 2 ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 583 | დაამატა: interista | თარიღი: 24.09.2011 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter