ოთხშაბათი, 15.05.2024, 08:29
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 07


მადრიდის "ატლეტიკოს” ყოფილმა მწვრთნელმა, კიკე სანჩეს ფლორესმა კომენტარი გააკეთა დიეგო ფორლანის მიერ მის გაკრიტიკებაზე და განაცხადა, რომ "ატლეტიკოში” თამაშის დროს, ურუგვაელს თავი შეუცვლელი ფეხბურთელი ეგონა.

როგორც იცით, ცოტა ხნის წინათ, ფორლანი ყოფილი დამრიგებლის კრიტიკას არ მოერიდა და მას კონფლიქტური ადამიანი უწოდა, რაზეც ფლორესმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ფორლანის სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება. არ არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ რომელიმე გუნდში მუშაობის დროს მოთამაშეებთან პრობლემები მქონდა. ყველა ფეხბურთელთან მქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. რა თქმა უნდა, მათგან ყოველთვის ვითხოვდი მაქსიმალურად დახარჯვას, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია გუნდმა დადებით შედეგს მიაღწიოს.

როგორც ფორლანის სიტყვებიდან გავიგე, ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებულ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 568 | დაამატა: interista | თარიღი: 07.09.2011 | კომენტარი (5)



იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა, ჯამპაოლო პაცინიმ, რომლის გოლის წყალობითაც "სკუადრა აძურამ” სლოვაკეთი დაამარცხა, კომენტარი გაუკეთა გუშინდელ მატჩს.

"მინდოდა დამემტკიცებინა, რომ გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაშის ღირსი ვარ. გოლი სლოვაკეთთან – ჩემს სანაკრებო კარიერაში მესამეა. სასიამოვნოა, რომ თავი ფლორენციაში გამოვიჩინე”, - განაცხადა 27 წლის ფორვარდმა.

ცნობისათვის, პაცინი ეროვნული ნაკრების ღირსებას 2009 წლიდან იცავს და 21 მატჩი აქვს ჩატარებული. იგი მილანის "ინტერში 2011 წლის იანვარში "სამპდორიადან” გადაბარგდა და 17 თამაშში თავის ანგარიშზე 11 გოლი ჩაიწერა.
ნანახია: 578 | დაამატა: interista | თარიღი: 07.09.2011 | კომენტარი (3)




უეფა-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი დარწმუნებულია, რომ იტალიური ფეხბურთი კრიზისში არაა.
  თქვენ კრიზისზე ლაპარაკობთ, მაგრამ მე ვერ დაგეთანხმებით. რაზეა საუბარი, როცა სულ ახლო წარსულში ინტერმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო? ხშირად, ფეხბურთში კლუბები აღმასვლას ან დაღმასვლას განიცდიან, მაგრამ არიან ისეთი გუნდებიც, რომლებიც მუდმივად მოწინავე პოზიციებზე იმყოფებიან. ასეთები არიან: რეალი, ბენფიკა, "ინტერი”, მილანი, მანჩესტერ იუნაიტედი. ეს გუნდები ჩემ სიტყვებს შესანიშნავად ადასტურებენ. დარწმუნებული ვარ, წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე მილანი, ინტერი და ნაპოლითავიანთ მაღალ კლასს დაამტკიცებენ, - განაცხადა 56 წლის ფრანგმა Corriere d ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 587 | დაამატა: inter | თარიღი: 07.09.2011 | კომენტარი (7)

საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter