ხუთშაბათი, 16.05.2024, 01:00
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 09


დღეიდან იტალიაში ბურთიც გაგორდება, იტალიაში ყველაფერი ბოლო წუთს, ბოლო წამს ან უმეტესად დაგვიანებით ხდება - ეს არც კარგია და არც ცუდი, იტალია ასეთია და მორჩა! 

მხოლოდ იტალიაში, თასის ფინალის დროს, ხალხი მთელი 90 წუთის განმავლობაში იმაზე ბჭობს, რომელი გუნდის პრეზიდენტმა უფრო მეტი ფული გადაიხადა იმისათვის, რომ ფინალი მოიგოს... მხოლოდ იტალიაში, სეზონი არასდროს იწყება, გრძელდება და მთავრდება სკანდალის გარეშე.

იტალიაში ზოგადად ცხოვრება დუღს და შესაბამისად, დუღს ფეხბურთიც. მთავარი ის არის, რომ დაპირისპირება მორჩა: ფეხბურთელებმა, კლუბებმა და საფეხბურთო ლიგამ ბევრი იდავეს, თუ ცოტა, რაღაც-რაღაცებზე შეთანხმდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლოს და ბოლოს ბურთიც გაგორდება. სერია A დღეს "მილანისა" და "ლაციოს" მატჩით იწყება, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, სეზონის წინ ყველა გრანდში არსებული ვითარება მიმოვიხილოთ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 675 | დაამატა: interista | თარიღი: 09.09.2011 | კომენტარი (6)



"ინტერის" და იტალიის ნაკრების ყოფილ მცველს მარკო მატერაცის, რომელმაც ივნისში "ნერაძურისთან" კონტრაქტი გაწყვიტა, ფეხბურთი მოენატრა.

"სიმართლე გითხრათ, კიდევ ერთ სეზონს სიამოვნებით ვითამაშებდი. მაგრამ როდესაც მივხვდი, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოვხვდებოდი, კლუბის დატოვება გადავწყვიტე. ამასთან, "ინტერის" და მისი ხელმძღვანელობის მიმართ გულში არანაირი ხინჯი არ დამრჩენია. ამ კლუბმა ძალიან ბევრი მომცა", - თქვა მატერაციმ.

იტალიელი მცველი "ინტერს" უახლოეს ხანში შესაძლოა სპორტული დირექტორის პიერო აუსილიოს შემცვლელად დაუბრუნდეს.
ნანახია: 578 | დაამატა: interista | თარიღი: 09.09.2011 | კომენტარი (4)




2011-2012 წლის სერია ა-ს მე-2 ტურის მატჩს, სადაც "პალერმო"-"ინტერს" დაუპირისპირდება განსჯის კრისტიან ბრიგი, ჩეზენადან. მატჩი კვირას, 11 სექტემბერს 22:45 დაიწყება - სტადიონ რენცო ბარბერაზე. მთავარ არბიტრს დაეხმარებიან დი ფიორე და პადოვანი, ასევე მე-4 მსაჯის როლს შეასრულებს დოვერი.

ეს იქნება ბრიგის მე-3 მატჩი "ინტერის" მონაწილეობით. პირველ მატჩში "ინტერი" ჯუზეპე მეაცაზე "ლივორნოს" დაუპირისპირდა და 3-0 მოიგო (24 მარტი,2010 წელი). ხოლო მე-2 შეხვედრაში "უდინეზეს" დაუპირისპირდა, ის შეხვედრა "ინტერმა 2-1 მოიგო (11 სექტემბერი,2010 წელი).
ნანახია: 629 | დაამატა: interista | თარიღი: 09.09.2011 | კომენტარი (1)




სიცილიური "პალერმოს” ურუგვაელი შემტევი, აბელ ერნანდესი სერია A-ს სასტარტო ტურში მისი გუნდის მეტოქის, მილანის "ინტერის” ახალწვეულს, დიეგო ფორლანს უფრთხის.

"ფორლანის მეშინია. ნაკრებში დიეგო ჩემი პარტნიორია და კარგად ვიცი, რა შეუძლია მას.
თუმცა, მიუხედავად ამისა, მოხარული ვარ, რომ იგი კარიერას იტალიაში განაგრძობს. ფორლანთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვაპირებ უახლოეს დღეებში მას შეტყობინება გავუგზავნო” – აცხადებს 21 წლის თავდამსხმელი, რომელიც ვეტერან თანამემამულეს თავისზე ბევრად უკეთეს ფეხბურთელად მიიჩნევს – "ფორლანი ბევრად მჯობს. ვთვლი, რომ ის და ლუის სუარესი თანამედროვეობის საუკეთესო ურუგვაელი ფეხბურთელები არიან” – ერნანდესის ამ სიტყვებს Sky Italia ციტირებს.
< ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 607 | დაამატა: interista | თარიღი: 09.09.2011 | კომენტარი (4)

საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter