ოთხშაბათი, 15.05.2024, 15:03
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 15


მიმდინარე სეზონის სტარტზე "ინტერმა" ზედიზედ სამი თამაში დათმო - "მილანთან" იტალიის სუპერთასზე 1:2 წააგო, სერია А-ში "პალერმოსთან" 3:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგაში "ტრაბზონსფორთან" მოულოდნელი მარცხი იწვნია - 0:1.

სეზონი უარესად "ინტერმა" ბოლოს 90 წლის წინ დაიწყო. 1921 წელს "ნერაძური" ზედიზედ 5 შეხვედრაში დამარცხდა. სამი წაგება კი სეზონის ნებისმიერ ნაწილში მილანელებს ბოლოს 2000 წელს ჰქონდათ.
ნანახია: 604 | დაამატა: interista | თარიღი: 15.09.2011 | კომენტარი (9)



"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ "ტრაბზონსფორთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის შემდეგ, რომელიც მისი გუნდის დამარცხებით 0:1 დასრულდა, აღნიშნა, რომ მილანელებს, პირველ რიგში, იღბალმა უმტყუნათ.

"რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. მაგრამ "ინტერს" ცუდად არ უთამაშია, მოთამაშეთა უმეტესობას საბრძოლო განწყობა ჰქონდათ. ასე რომ, უახლოეს მომავალში შედეგები გამოსწორდება.

რაც შეეხება მორატისთან ჩემ დამოკიდებულებას - სრულიად ნორმალურია. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ის მხარს მიჭერს. ყოველთვის არ დაიჯეროთ, რაც ითქმება და დაიწერება", - თქვა გასპერინიმ.
ნანახია: 596 | დაამატა: interista | თარიღი: 15.09.2011 | კომენტარი (11)



"ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ჩემპიონთა ლიგაზე"ტრაბზონსფორთან" (0:1) მარცხის გამო იმედგაცრუება არ დამალა.

"რა თქმა უნდა, წაგებით იმედგაცრუებული ვარ. მეტოქეს ხელი თამაშის არცთუ სწრაფმა ტემპმაც შეუწყო. ამასთან, მთელი რიგი მომენტები ვერ გამოვიყენეთ, "ტრაბზონსფორმა" კი პირველივე შანსით ისარგებლა.

ეს გასამართლებელი საბუთი არ არის, უფრო პირიქით. გასპერინისთან ჯერჯერობით არ მისაუბრია. დამარცხებაში მწვრთნელის დადანაშაულებას არ ვაპირებ", - განაცხადა მორატიმ.
ნანახია: 556 | დაამატა: interista | თარიღი: 15.09.2011 | კომენტარი (2)



ხავიერ ძანეტი აცხადებს, რომ გუნდი საკმაოდ მძიმე სიტუაციაშია, თუმცა ერთად დგომის შემთხვევაში ყველაფერი მოგვარებად საკითხად მიაჩნია.

შეგახსენებთ, რომ ინტერმა გუშინ ღამით შოკისმომგვრელი მარცხი განიცადა თურქულ ტრაბზონსპორთან. ნერაძურიმ სან სიროზე 0-1 მარცხი იწვნია. იქამდე კი სერია ა-ს პირველ შეხვედრაში დამარცხდა გასვლაზე პალერმოსთან 4-3.

სიცილიაში წაგებული მატჩის გამო, ჯან პიერო გასპერინი ისედაც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ახლა კი ჯუზეპე მეაცას სახელობის მოედანზე გოლის ვერ გატანა ისეთ ოპონენტთან როგორიც ტრაბზონსპორია, თანაც წაგება, იტალიურმა პრესამ კატასტროფად გამოაცხადა.

ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი აცხადებს, რომ გუნდი ნამდვილად მძიმე სიტუაციაშია, თუმცა საჭიროა გაერთიანება და პრობლემების აღმოფხვრა.

"ფეხბურთი ეპიზოდებისგან შედგება. სამწუხაროდ ჩვენ ე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 578 | დაამატა: interista | თარიღი: 15.09.2011 | კომენტარი (4)




ზედიზედ მე-2 სეზონია, რაც ჩემპიონთა ლიგის უმთავრესი სენსაციის მონაწილე მილანის ინტერია (გემახსოვრებათ, გასულ სეზონში, მილანელები საკუთარ კედლებში შალკესთან 2:5 განადგურდნენ). მართალია, მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან ჯერ მხოლოდ ერთი ტურია გასული, მაგრამ გასაკვირი არ იქნება, თუ სეზონის ბოლომდე, ინტერი-ტრაბზონსპორის შეხვედრაზე უფრო სენსაციური შედეგი არ დაფიქსირდება. ფეხბურთში, სუსტ გუნდს ძლიერისთვის არაერთხელ მოუგია და ასეთი რამე კიდევ ბევრჯერ მოხდება, მაგრამ როდესაც ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი გუნდი, რომელიც ფინალურ ეტაპზე შემთხვევითობის წყალობით უფრო მოხვდა, ვიდრე დამსახურებით, გასვლაზე უგებს გრანდს, რომელიც სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციას აპირებს, ეს გან ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 642 | დაამატა: inter | თარიღი: 15.09.2011 | კომენტარი (5)

საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter