ოთხშაბათი, 15.05.2024, 14:51
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 04


მილანის "ინტერი” 2012 წლის ზაფხულში "ვილიარეალისგან” ჯუზეპე როსის შეძენას აპირებს. გასული ზაფხულის განმავლობაში, იტალიელი ფორვარდის დამატებით "იუვენტუსი”, "ნაპოლი” და "ბარსელონა” იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ მათ "ყვითელი წყალქვეშა ნავის” ხელმძღვანელებთან მოლაპარაკება ვერ შეძლეს.

Football Italia-ს ცნობით, როსის თვალი "ინტერმაც” დაადგა, მაგრამ მილანელები იტალიელის შეძენას არ ჩქარობენ. "ნერაძური” მის შეძენას ერთი წლის შემდეგ ეცდება. "ინტერი” როსის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაიხდის.

 ცნობისთვის, 24 წლის ფორვარდის ანგარიშზე "ვილიარეალის” მაისურით ჩატარებული 128 მატჩი და 51 გოლია.
ნანახია: 638 | დაამატა: interista | თარიღი: 04.09.2011 | კომენტარი (4)




დიდი შანსია, რომ მილანის ინტერის ნახევარმცველი სალი მუნტარი, რომელიც ბოლო დროს, იჯარის წესით, სანდერლენდში ასპარეზობდა, გალათასარაიში გადაბარგდეს.


 NTV Sports -ის ცნობით, ნერაძური სტამბოლურ კლუბს განელი ფეხბურთელის ტრანსფერზე შეუთანხმდა. ევროპის ბევრ ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, მაგრამ თურქეთში ხუთ სექტემბრამდე ღიაა. ასე რომ, 27 წლის ნახევარმცველის ბედი უახლოეს დღეებში გაირკვევა. აღსანიშნავია, რომ გალათასარაი მუნტარის შეძენას ორი თვის წინაც ცდილობდა, მაგრამ მაშინ კლუბებს შორის შეთანხმება არ შედგა.
< ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 591 | დაამატა: interinio | თარიღი: 04.09.2011 | კომენტარი (5)



ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ინტერში" დარჩენა ურჩია. მიუხედავად "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის ვარიანტის არსებობისა.

"მოურინიომ დამირეკა და დარჩენა მირჩია. ჟოზეს გულში "ინტერი" სამუდამოდ დარჩება. მსგავსი რჩევა ალბათ სწორედ ამიტომ მომცა.

მართლაც მიხარია, რომ დავრჩი, წასვლის სურვილი არასდროს მქონია და "მანჩესტერ იუნაიტედზე" მეტი საუბარი არ მსურს", - თქვა სნეიდერმა.

2009/10 წლის სეზონში მოურინიომ "ინტერთან" ერთად იტალიის ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.


ნანახია: 620 | დაამატა: interista | თარიღი: 04.09.2011 | კომენტარი (6)



გასულ სეზონში იტალიის სერია А-ს მატჩების დროს სტადიონის ტრიბუნები მხოლოდ 60 %-ით შეივსო. ეს ევროპის ეროვნული ჩემპიონატების "დიდ ხუთეულს" შორის უარესი მაჩვენებელია.

ხსენებული მაჩვენებლით ლიდერები ინგლისის და გერმანიის ჩემპიონატებია - ამ ქვეყნების სტადიონების ტრიბუნები საშუალოდ 92 %-ით ივსება.
ნანახია: 611 | დაამატა: interista | თარიღი: 04.09.2011 | კომენტარი (4)




ნანახია: 556 | დაამატა: inter | თარიღი: 04.09.2011 | კომენტარი (2)

საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter