ხუთშაბათი, 16.05.2024, 00:36
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 10


უკვე ერთი კვირა გავიდა სატრანსფერო ბაზრის დასრულებიდან, თუმცა იტალიაში უკვე დაიწყეს ჭორების შეთხზა მომავალი სეზონისა, ამის შესახებ საფეხბურთო პორტალი, "ახალი ფეხბურთი" იტყობინება: მილანის "ინტერს" სურს შეიძინოს მადრიდის "რეალის" ორი ვარსკვლავი - ანხელ დი მარია და გონსალო იგუაინი, იტალიელები 45 მილიონ ევროს იხდიან.


სატრანსფერო ბაზრის დასრულების მიუხედავად, ჭორების გავრცელება მაინც არ წყდება, უკანასკნელი ჭორის თანახმად "ინტერი" 45 მილიონ ევროს იხდის "რეალის" არგენტინული დუეტის (გონსალო იგუაინი და ანხელ დი მარია) შესაძენად.
ნანახია: 702 | დაამატა: interista | თარიღი: 10.09.2011 | კომენტარი (28)



ჯან პიერო გასპერინიმ დაასახელა ნერაძურის 22 კაციანი შემადგენლობა 2011-2012 წლის სერია ა-ს მეორე ტურში "პალერმოსთან" შესახვედრად. თამაში კვირას 11 სექტემბერს სტადიონ რენცო ბარბერაზე გაიმართება 22:45.

მეკარეები: 1 ჯული სეზარი, 21 პაოლო ორლანდონი, 70 პაოლო ტორნაგი;

მცველები: 4 ხავიერ ძანეტი, 6 ლუსიო, 23 ანდრეა რანოკია, 25 ვალტერ სამუელი, 37 დავიდე ფარაონი, 42 ჯონათანი, 44 მატეო ბიანკეტი, 55 იუტო ნაგატომო;

ნახევარმცველები: 5 დეიან სტანკოვიჩი, 10 ვესლი სნეიდერი, 11 რiკარდო ალვარესი, 19 ესტებან კამბიასო, 20 ჟოელ ობი, 29 კოუტინიო;

თავდამსხმელები: 7 ჯამპაოლო პაცინი, 9 დიეგო ფორლანი, 22 დიეგო მილიტო, 28 მაურო ზარატე, 30 ლუკ
... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 607 | დაამატა: interista | თარიღი: 10.09.2011 | კომენტარი (10)



"იუვენტუსის" იურისტებმა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების გათამაშებიდან "ინტერის" მოკვეთა მოთხოვეს.

ტურინული კლუბი კვლავაც ჯიქურად ესწრაფვის სკუდეტოს დაბრუნებას, რომელიც 2006 წელს მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, არ ჩამოართვას მილანის "ინტერს" ჩემპიონის ტიტული, რომელიც კლუბმა "იუვენტუსისა" და "მილანის" საჯარიმო სანქციებით დაისაკუთრა.

"Tuttosport-ის" ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ იტალიის ოლიმპიური კომიტეტი "ინტერთან" დაკავშირებით საქმეს წამოიწყებს, მილანურ კლუბმა შესაძლოა "ფენერბახჩეს" ბედი გაიზიაროს. თურქული კლუბი, რომელიც გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის ამხილეს, ჩემპიონთა ლიგიდან მოიკვეთა.
ნანახია: 616 | დაამატა: interista | თარიღი: 10.09.2011 | კომენტარი (13)




 ინტერის ნახევარმცველმა, დეჟან სტანკოვიჩმა განაცხადა: მე ვიმუშავე და ვივარჯიშე ძალიან ბევრი, რადგან მომესწრო გამოჯანმრთელება "პალერმოსთან" მატჩამდე და ამის გაკეთება შევძელი. ახლა მე საუცხოო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვარ. მე მინდა ამ მატჩში ვითამაშო დიდი ხანი და ასეც მოხდება, რადგან გუნდის მთავარ მწვრთნელს სურს ასე. რაც შეეხება ახალ სეზონის იტალიის ჩემპიონატს, მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ის იქნება ძალიან საინტერესო. დიახ, მართალია, რომ გასული სეზონის ჩემპიონს აქვს მცირე უპირატესობა კვლავ გამარჯვებისა, მაგრამ ბევრია გუნდი, რომლებსაც შეუძლიათ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ყველამ იცის, რომ პირველ ჩემპიონატში დარჩენაა ყველაზე რთული, და არა მისი მოგება". - განაცხადა სტანკოვიჩმა.

ნანახია: 596 | დაამატა: inter | თარიღი: 10.09.2011 | კომენტარი (3)



ხვალ

პალერმო-ინტერი 22:45
ტრავმა: "პალერმო" - სიმონი, მატეო;
"ინტერი" - ვივიანო, კორდობა, მაიკონი, ტიაგო მოტა, კივუ.

ინტერი და 3-4-3
უაღრესად დიდ ინტერესს იწვევს კვირის ღამის თამაში, რომელშიც ერთმანეთს „პალერმო" და „ინტერი" დაუპირისპირდებიან. მილანური გრანდი ოფიციალურ შეხვედრაში პირველად ითამაშებს ახალი ტაქტიკით: როგორც იცით, ჯან პიერო გასპერინიმ თავისი საყვარელი 3-4-3 „ინტერშიც" გადაიტანა და დაამკვიდრა. ფაქტია, რომ „ნერაძურის" თავდასხმაში სარატეს, ფორლანისა და პაცინის ტრიოს ვიხილავთ. საინტერესოა, როგორ და სად ათამაშებს გასპერინი ვესლი სნეიდერს - ჰოლანდიელ გამთამაშებელს სავარაუდოდ ისევ ნახევარდაცვის ცენტრში ვიხილავთ, მაგრამ მ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 604 | დაამატა: interista | თარიღი: 10.09.2011 | კომენტარი (4)




ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველი უესლი სნეიდერი მიიჩნევს, რომ თუ ნიდერლანდებს რაიმეს მოგება სურთ, მაშინ მათი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო უნდა გახდეს. შეგახსენებთ, რომ ნარინჯისფერთა ამჟამინდელ დამრიგებელს ბერტ ვან მაარვიკს კონტრაკტი 2012 წელს ეწურება.
   თუ გვსურს, რომ ჰოლანდიამ მწვერვალებს მიაღწიოს, მაშინ მას საუკეთესო მწვრთნელი სჭირდება. ასეთი კი ჟოზე მოურინიოა. მას ყველაფერი გააჩნია იმისთვის, რომ გუნდს ტონუსი შეუნარჩუნოს, არა მარტო ძირითად შემადგენლობას, არამედ ყველა ფეხბურთელს.
ჩემთვის ის ყოველთვის უდავოდ პირველი მწვრთნელი იქნება მსოფლიოში. მაქვს იმის განცდა, რომ მალე მასთან ერთად კვლავ მომიწევს თანამშრომლობა,''-განაცხადა უესლი სნეიდერმა.

ნანახია: 694 | დაამატა: interinio | თარიღი: 10.09.2011 | კომენტარი (5)

საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter