ხუთშაბათი, 16.05.2024, 02:00
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 25
ნანახია: 594 | დაამატა: inter | თარიღი: 25.09.2011 | კომენტარი (0)



"აი ამას ვუწოდებ მე გუნდურ სულისკვეთებას" – განაცხადა რანიერიმ "ინტერის" ამ სეზონში პირველი გამარჯვების შემდეგ, ამ მატჩში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავდაჯერებულობის შესაძენად, მე ვუთხარი ბიჭებს, არ არის მნიშვნელოვანი კარგად ითამაშებთ თუ ცუდად, მთავარია იბრძოლოთ ყველა ბურთისთვის.ბიჭებმა აჩვენეს,რომ გამარჯვება სწყუროდათ.

ძალიან მომეწონა ფორლანი,პაცინი და კოუტინიო, დანარჩენებიც ძალიან კომპაქტურად თამაშობდნენ.
სნეიდერი მოსკოვში ვერ წამოვა, მისი ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა ვიდრე გვეგონა.
"ინტერი" მაღალი დონის გუნდია. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ მწვერვალზე და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ."
ნანახია: 588 | დაამატა: interista | თარიღი: 25.09.2011 | კომენტარი (2)



"ინტერის" ჰოლანდიელი ლიდერი უესლი სნეიდერი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რომელიც 27 სექტემბერს ჩატარდება, სადაც იტალიელები ცსკა-ს შეხვდებიან.

გუნდის მთავარი მწვრთნელის კლაუდიო რანიერის თქმით, სნეიდერი შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს.

"უესლი მოსკოვში არ გაემგზავრება. მისი ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა", - განაცხადა რანიერიმ.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სნეიდერმა მიკროტრავმა მიიღო, კლუბის საწვრთნელო ბაზაზე, როცა პეხით კარი შეაღო.

შეგახსენებთ, რომ "ინტერმა" გუშინ კლაუდიო რანიერის თავკაცობით პირველი გამარჯვება იზეიმა. მილანელებმა იტალიის ჩემპიონატში "ბოლონია" 3:1 დაამარცხეს.


ნანახია: 651 | დაამატა: interista | თარიღი: 25.09.2011 | კომენტარი (2)



„ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული დებიუტი ჰქონდა კლაუდიო რანიერის, რომელმაც ორ დღეში იმდენი მოახერხა, რომ აქამდე გამარჯვების უნახავ „ინტერს" ბოლონიადან 3 ქულა წამოაღებინა. მილანელებმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს, როდესაც პაცინიმ საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა. 66-ე წუთზე, არბიტრმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რაც პორტანოვასთან ორთაბრძოლაში ვალტერ სამუელის საპენალტედ დაჯარიმებაში გამოიხატა. სტანდარტი გოლად დიამანტიმ აქცია და რანიერის წარმატებულ დებიუტს საფრთხე შეუქმნა, მაგრამ პირველივე მატჩში 3 ქულის აღებაზე იტალიელმა სპეციალისტმა თავად იზრუნა, როდესაც ფორლანის ნაცვლად მოედანზე მილიტო შეუშვა. 81-ე წუთზე, არგენტინელმა შემტევმა თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და იგი გოლად თავადვე გარდასახა. შეხვედრას წერტილი 87-ე წუთზე დაესვა, როდესაც უკვე 10 კაცით მოთამაშე მასპინ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 626 | დაამატა: interista | თარიღი: 25.09.2011 | კომენტარი (4)

საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter