ხუთშაბათი, 16.05.2024, 05:03
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 10 » დიდი იტალიური სპექტაკლი იწყება
12:17
დიდი იტალიური სპექტაკლი იწყება


ხვალ

პალერმო-ინტერი 22:45
ტრავმა: "პალერმო" - სიმონი, მატეო;
"ინტერი" - ვივიანო, კორდობა, მაიკონი, ტიაგო მოტა, კივუ.

ინტერი და 3-4-3
უაღრესად დიდ ინტერესს იწვევს კვირის ღამის თამაში, რომელშიც ერთმანეთს „პალერმო" და „ინტერი" დაუპირისპირდებიან. მილანური გრანდი ოფიციალურ შეხვედრაში პირველად ითამაშებს ახალი ტაქტიკით: როგორც იცით, ჯან პიერო გასპერინიმ თავისი საყვარელი 3-4-3 „ინტერშიც" გადაიტანა და დაამკვიდრა. ფაქტია, რომ „ნერაძურის" თავდასხმაში სარატეს, ფორლანისა და პაცინის ტრიოს ვიხილავთ. საინტერესოა, როგორ და სად ათამაშებს გასპერინი ვესლი სნეიდერს - ჰოლანდიელ გამთამაშებელს სავარაუდოდ ისევ ნახევარდაცვის ცენტრში ვიხილავთ, მაგრამ მას ჩამშლელობა არ ეხერხება, რაც იმას ნიშნავს, რომ დეიან სტანკოვიჩს ან ესტებან კამბიასოს ძალიან უნდა გაუჭირდეთ. გამორიცხული არაა, რომ გასპერინიმ სნეიდერი სულაც სკამზე დასვას. დაცვის ცენტრში აუცილებლად რანოკიას, სამუელისა და ლუსიოს ტრიოს ვიხილავთ, რომლებსაც ნახევარდაცვიდან მარჯვნივ ნაგატომო მიეხმარება, მარცხნივ კი ხავიერ ძანეტი.

ტიაგო მოტა და მაიკონი ტრავმირებულები არიან. კითხვის ნიშნის ქვეშაა ნაგატომოს თამაშიც და თუ ვერ იასპარეზა, „ინტერის" მარჯვენა ფლანგზე ახალწვეულ ჯონათანს ვიხილავთ.

„პალერმომ" ზაფხულში ძირითადი შემადგენლობის ხუთი ფეხბურთელი დაკარგა, წინა კვირაში კი სიცილიელთა ექსცენტრულმა ბოსმა მაურიციო ძამპარინიმ ცოტა ხნის წინ დანიშნული მწვრთნელი სტეფანო პიოლი ისევ გაათავისუფლა. „პალერმოს" კაპიტანი ფაბრიციო მიკოლი ამიტომაც ამბობს, ამ სეზონში მაგრად გაგვიჭირდებაო. მისი აზრით, „პალერმოს" მთავარი მიზანი სერია A-ში ადგილის შენარჩუნება იქნება.


ნანახია: 605 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
1 nerazuri  
1
es tamashi udna movigot aucileblad,maiconi didi danaklisia mara midi shemcvleli ki gvyolia nagamoti,wesit udna moigon pirveli tamashi bichebma flag3 milanmac ver moigo kaia too

2 inter  
1
flag3 xo da es tamashi uecveli unda movigot----

3 pavlena  
1
martaliaa bichebo unda movigot sadaa palermoss mosagebii flag3 flag3 flag3

4 intereli  
1
ise ar momwons es 3-4-3 taqtika mag r am imedia gaumartlebs gasperinis eg taqtika.....arada palermos sul vugebt da kvirasac imedia moigeben

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter