საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მაწვრთნელმა ექტორ რაულ კუპერმა ესპანურ AS-თან საუბარში თქვა, რომ სიამოვნებით დაბრუნდებოდა მილანის "ინტერში", თუმცა დიდი იმედი არ აქვს, რომ იქიდან შეეხმიანებიან.
"კარგი დრო გავატარე ამ კლუბში. მართალია, ტიტული ვერ მოვიგე, მაგრამ გუნდი ურიგოდ არ თამაშობდა. ორი წლის განმავლობაში კარგი ურთიერთობა მქონდა მასიმო მორატისთან და მან რომ დამირეკოს, სიამოვნებით დავთანხმდებოდი "ინტერის" მწვრთნელის პოსტს. თუმცა, არა მგონია, ეს მოხდეს. მეტიც, ძალიან გამიკვირდება. უბრალოდ, ეს ჩემთვის შესანიშნავი სიურპრიზი იქნებოდა". კუპერი 2001-2003 წლებში მუშაობდა "ინტერში" და პირველივე სეზონში ახლოს იყო ჩემპიონობასთან, მაგრამ ბოლო ტურში დაკარგა. ამჟამად კი, გეცოდინებათ, ჭაღარა არგენტინელი ესპანურ "რასინგს" თავკაცობს.
|