ხუთშაბათი, 16.05.2024, 05:13
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 18 » ლუსიო: “სტეკელენბურგის დაზიანება არ მინდოდა”
19:46
ლუსიო: “სტეკელენბურგის დაზიანება არ მინდოდა”


მილანის "ინტერის” მცველმა, ლუსიომ განაცხადა, რომ "რომას” გოლკიპერ მარტენ სტეკელენბურგისთვის ტრავმის მიყენება არ სურდა.

"ეს ეპიზოდი ტელევიზორში ვნახე და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ერთ წამში მოხდა. სტეკელენბურგს ვერ ვხედავდი, რადგან ბურთს ვუყურებდი. შესვენების დროს, "რომას” ექიმებს ვესაუბრე. მათ მითხრეს, რომ მარტენი მწყობრში მალე ჩადგებოდა. ცხოვრებაში არასდროს მდომებია ჩემი კოლეგისთვის ტრავმის მიყენება. ვწუხვარ, რომ ასე მოხდა”, - განაცხადა ლუსიომ.

თავის მხრივ, კომენტარი "რომას” მეკარემაც გააკეთა: "სიმართლე გითხრათ, არაფერი მახსოვს. დავინახე, რომ ლუსიო ჩემსკენ მორბოდა, შემდეგ კი, თვალებში დამიბნელდა. იმედია, რაც შეიძლება მოკლე დროში დავუბრუნდები მოედანს”.

იტალიის სერია A-ს მე-3 ტურის მატჩში, სადაც ერთმანეთს "ინტერი” და "რომა” დაუპირისპირდნენ (0:0), ჰოლანდიელმა მეკარემ სერიოზული დარტყმა მიიღო. შეხვედრის მე-16 წუთზე, ლუსიოს მოქნეული ფეხი სტეკელენბურგს სახეში მოხვდა, რის გამოც გონი დაკარგა და შესაცვლელი გახდა.
ნანახია: 563 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
1 nerazuri  
1
magari akcia dzan lusio,es burtze tamashi iyo da dzalit ar undoda...ise dacvashi kargad tamahobs luscio,winac kargad midis:D

2 inter  
0
loveinter loveinter loveinter loveinter

DacviS Lideria ImenA

3 admin95  
1
ტიპს სახე ააძრო იმენა

4 interista  
1
magari kacia lucio naxevardacvashi unda gadaviyvanot :D

5 Intereliiii  
1
:D:D:D:D naxevardacvashii :D ise martla shedzlebs es mad tamashs rogor midis xolme shetevashi da tan ro atyuebs xolme :D:D magari kacia :D

6 interista  
1
magari driblingi aq roca burti misdis 1-2 fexburtels koka-kolaze ushvebs :D:D

7 inter  
0
xO magram Dacvashi problemebia eg ro gadis cin ver xedavt---

8 internazionale  
0
ara eg naxevardacvashi ver itamashebs magram dacvis lideri namdvilad aris .. dacvidan martla kargad agorebs da iwyebs shetevebs

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter