ოთხშაბათი, 15.05.2024, 11:46
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 15 » მილანის ინტერმა 0-1 დათმო ჯუზეპე მეაცაზე (+სურათები)
10:40
მილანის ინტერმა 0-1 დათმო ჯუზეპე მეაცაზე (+სურათები)




ზედიზედ მე-2 სეზონია, რაც ჩემპიონთა ლიგის უმთავრესი სენსაციის მონაწილე მილანის ინტერია (გემახსოვრებათ, გასულ სეზონში, მილანელები საკუთარ კედლებში შალკესთან 2:5 განადგურდნენ). მართალია, მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან ჯერ მხოლოდ ერთი ტურია გასული, მაგრამ გასაკვირი არ იქნება, თუ სეზონის ბოლომდე, ინტერი-ტრაბზონსპორის შეხვედრაზე უფრო სენსაციური შედეგი არ დაფიქსირდება. ფეხბურთში, სუსტ გუნდს ძლიერისთვის არაერთხელ მოუგია და ასეთი რამე კიდევ ბევრჯერ მოხდება, მაგრამ როდესაც ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი გუნდი, რომელიც ფინალურ ეტაპზე შემთხვევითობის წყალობით უფრო მოხვდა, ვიდრე დამსახურებით, გასვლაზე უგებს გრანდს, რომელიც სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციას აპირებს, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა.
  ჯუზეპე მეაცაზე გამართულ მატჩში რომ სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, ეს გასაკვირი არ ყოფილა. მილანელებმა გოლის გატანის რამდენიმე ძალიან რეალური მომენტი შექმნეს, მაგრამ სტუმართა კიპერი მთელი შეხვედრის განმავლობაში უშეცდომოდ მოქმედებდა. რაც შეეხება შეხვედრის ერთადერთ გოლს, იგი 76-ე წუთზე გავიდა, როდესაც ალტინტოპის დარტყმისა და ხარიხის შემდეგ, ჩელუსტკამ ინტერის საჯარიმოში გაისეირნა და მახვილი კუთხიდან დარტყმით, ტურის უდავოდ ყველაზე სენსაციური ანგარიში დააფიქსირა.

სურათები



   

აღვნიშნავთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში, ინტერმა ზედიზედ მე-3 თამაში წააგო...

ინტერი 0:1 ტრაბზონსპორი 
 მილანი, ჯუზეპე მეაცა


ინტერი (4-3-1-2): სეზარი, ჟონათანი, ლუსიო, რანოკია, ნაგატომო, ძანეტი, კამბიასო, ობი (ალვარესი 55), სნეიდერი, სარატე (სარატე 77), პაცინი (მილიტო 55).
მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.


ტრაბზონსპორი (4-4-2): ძენგინი, ჩელუსტკა, გლოვსკი, კაჩარი, ჩეხი, ბალცი, კოლმანი, ზოკორა, ალანზინიო (საპარა 64), ალტინტოპი (აკგუნი 87), ენრიკე (ვიტეკი 74).
მწვრთნელი: იუნალ კარამანი.


გოლი: 0:1 ჩელუსტკა (76).


გაფრთხილებები: ნაგატომო 21, სარატე 42 – კაჩარი 29, ალანზინიო 54, ალტინტოპი 66, ჩეხი 66.


მსაჯი: სტეფან იოჰანსონი (შვედეთი).


ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 12 (6)-5 (2), კუთხური: 9-2, თამაშგარე: 5-4, სეივი: 0-6, ჯარიმა: 14-15.



 ჩემპიონთა ლიგა ფორუმი

http://internazionale.ucoz.com/forum/2-6-1



ნანახია: 642 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
1 inter  
0
flag3 flag3 flag3 flag3 flag3

ძმებო თქვენი არ ვიცი მაგრამ მე გუშინდელი თამაში მომეცონა და დადებითათ ვაფასებ იმ თამაშს--- ძან ბევრი მომენტები შევქმენით მაგრამ ვერ გამოვიყენეთ-ტრაბზინმა კი ერთადერთი შანსი გამოიყენა-არაუშავს ყველაფერი წინააა:

2 nerazuri  
1
kai too trabzons rogor ver movuget,es ukve sircxvilia,sakutar moedanze wavaget vigac turqul gundta,imedia gamoasworeben am shecdomas...vabshe gasperini moxsnsn magis@:

3 Intereliiii  
1
magari cudad gvaq saqme: )) kide kai dzlieri gundi iseti aravin moxvda chven jgupshi tore gadagvivlian raa.....ese mtlad rogor daasira gundi too

4 Intereliiii  
1
tamashis mowonebas rac sheexeba bolo bolo trabzonsporpts vetamashebodit da bolo bolo interia gundi da ravici raaa magdeni gamouynebel moments ar gvapatiebs upro dzleri gundi dzlieri gundi ki ara trabzosportma ar gvapatia da da au ra nervebi meshleba vin moiyvanes es mwvrtneli ase tu mtlad dagvaqcevs es

5 levani  
0
zaneti shen raga gemarteba bijo ar ici rom ylea tqeni treneri

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter