უეფა-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი დარწმუნებულია, რომ იტალიური ფეხბურთი კრიზისში არაა. თქვენ კრიზისზე ლაპარაკობთ, მაგრამ მე ვერ დაგეთანხმებით. რაზეა საუბარი, როცა სულ ახლო წარსულში ინტერმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო? ხშირად, ფეხბურთში კლუბები აღმასვლას ან დაღმასვლას განიცდიან, მაგრამ არიან ისეთი გუნდებიც, რომლებიც მუდმივად მოწინავე პოზიციებზე იმყოფებიან. ასეთები არიან: რეალი, ბენფიკა, "ინტერი”, მილანი, მანჩესტერ იუნაიტედი. ეს გუნდები ჩემ სიტყვებს შესანიშნავად ადასტურებენ. დარწმუნებული ვარ, წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე მილანი, ინტერი და ნაპოლითავიანთ მაღალ კლასს დაამტკიცებენ, - განაცხადა 56 წლის ფრანგმა Corriere dello Sport-თან საუბარში. შეგახსენებთ, რომ მიშელ პლატინი იუვენტუსის ღირსებას 1982-1987 წლების სეზონში იცავდა. მან ბებერი სინიორას” მაისურით 147 მატჩი ჩაატარა და 68 გოლის ავტორი გახდა.
|