ოთხშაბათი, 15.05.2024, 03:50
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 7 » ფლორესი: “ფორლანს თავი შეუცვლელი ჰგონია”
22:44
ფლორესი: “ფორლანს თავი შეუცვლელი ჰგონია”


მადრიდის "ატლეტიკოს” ყოფილმა მწვრთნელმა, კიკე სანჩეს ფლორესმა კომენტარი გააკეთა დიეგო ფორლანის მიერ მის გაკრიტიკებაზე და განაცხადა, რომ "ატლეტიკოში” თამაშის დროს, ურუგვაელს თავი შეუცვლელი ფეხბურთელი ეგონა.

როგორც იცით, ცოტა ხნის წინათ, ფორლანი ყოფილი დამრიგებლის კრიტიკას არ მოერიდა და მას კონფლიქტური ადამიანი უწოდა, რაზეც ფლორესმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ფორლანის სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება. არ არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ რომელიმე გუნდში მუშაობის დროს მოთამაშეებთან პრობლემები მქონდა. ყველა ფეხბურთელთან მქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. რა თქმა უნდა, მათგან ყოველთვის ვითხოვდი მაქსიმალურად დახარჯვას, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია გუნდმა დადებით შედეგს მიაღწიოს.

როგორც ფორლანის სიტყვებიდან გავიგე, ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესები და მიზნები გვქონდა. ჩემი სურვილი იყო, რომ "ატლეტიკოს” რაც შეიძლება მეტი ქულა მ
პოვებინა და ამიტომ, ფორლანზე წინ ზოგჯერ სხვა თავდამსხმელებს ვაყენებდი. იგი ფიქრობდა, რომ შეუცვლელი ფეხბურთელი იყო და ყველა მატჩში უნდა ეთამაშა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ შეექმნა მას შთაბეჭდილება, რომ მასთან პრობლემები მქონდა.

ფორლანი ერთადერთი ვარსკვლავი არაა, რომელთან ერთადაც მიმუშავია და ყველა დანარჩენთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა” – აცხადებს ფლორესი Radio Marca-სთან საუბრისას.
ნანახია: 568 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
1 inter  
0
flag3 flag3 flag3 flag3 flag3

eg ara cudi mcvrtneli to -- forlans ki rac sheexebe egetebi r gauva intershi tu martalia eg---

2 nerazuri  
1
atletikos vin yasv exla iseti ro forlani shecvalos too,ert-erti sauketeso iyo gundshi aguero da forlani,sxva vin unda daeyenebina amat magivrad kai raa..

3 inter  
0
Exla Falcao da Arda Turani Yavs -- 2 ve dzan kai pexburtelebi ariaN

4 interista  
1
falkaoooooooooooooooooooooooooooo

5 nerazuri  
0
exla yasv mara mashin ar yavda egeni..

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter