ოთხშაბათი, 15.05.2024, 03:58
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 9 » სერია ა იწყება!
13:42
სერია ა იწყება!


დღეიდან იტალიაში ბურთიც გაგორდება, იტალიაში ყველაფერი ბოლო წუთს, ბოლო წამს ან უმეტესად დაგვიანებით ხდება - ეს არც კარგია და არც ცუდი, იტალია ასეთია და მორჩა! 

მხოლოდ იტალიაში, თასის ფინალის დროს, ხალხი მთელი 90 წუთის განმავლობაში იმაზე ბჭობს, რომელი გუნდის პრეზიდენტმა უფრო მეტი ფული გადაიხადა იმისათვის, რომ ფინალი მოიგოს... მხოლოდ იტალიაში, სეზონი არასდროს იწყება, გრძელდება და მთავრდება სკანდალის გარეშე.

იტალიაში ზოგადად ცხოვრება დუღს და შესაბამისად, დუღს ფეხბურთიც. მთავარი ის არის, რომ დაპირისპირება მორჩა: ფეხბურთელებმა, კლუბებმა და საფეხბურთო ლიგამ ბევრი იდავეს, თუ ცოტა, რაღაც-რაღაცებზე შეთანხმდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლოს და ბოლოს ბურთიც გაგორდება. სერია A დღეს "მილანისა" და "ლაციოს" მატჩით იწყება, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, სეზონის წინ ყველა გრანდში არსებული ვითარება მიმოვიხილოთ და განვიხილოთ, რა შეიძლება შემოგვთავაზოს ახალმა იტალიურმა სეზონმა.

პირველი, რაც აუცილებლად უნდა ითქვას, ისაა, რომ იტალიაში ფავორიტების როლები ისე გარკვევით არ არის განაწილებული, როგორც მაგალითად ესპანეთში. ზოგადად კი, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა (გაუთვალისწინებელს კი სწორედ იტალიაში უნდა ელოდო), "სკუდეტოს" მოპოვების მთავარი კანდიდატები ისევ მილანური გრანდები იქნებიან, თუმცა ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლიათ "ნაპოლის", "იუვენტუსს", რომას და "ლაციოსაც".

"ინტერი": საეჭვო მწვრთნელი და რევოლუციური ტაქტიკა
ჯანპიერო გასპერინის "ინტერის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნა, "ნერაძურის" ბოს მასიმო მორატის თავიდანვე უდიდეს ექსპერიმენტად შეურაცხეს. რაც არ უნდა იყოს, მან გასპერინი მას მერე დანიშნა, რაც არაერთი სასურველი კანდიდატისგან უარი მიიღო.

თუმცა ეს არის სპეციალისტი, რომელიც თავის სამწვრთნელო კარიერაში გარკვეული წარმატებებით ნაღდად დაიკვეხნის. მაგალითად, 2006-დან 2010 წლამდე გასპერინი "ჯენოას" წვრთნიდა და ეს გუნდი იტალიური ფეხბურთის ელიტაში დააბრუნა. ახლა კი, მისი მიზანი "ინტერის" წარმატებულ გზაზე დაბრუნებაა - ზედიზედ ხუთი ჩემპიონობის შემდეგ "ნერაძურის" "სკუდეტო" ხომ "მილანმა" წაართვა.

გასპერინის რევოლუციური ტაქტიკური სქემა კი "ინტერისთვის" ფაქტობრივად ყველაფრის თავიდან დაწყებას ნიშნავს. თუკი გასპერინიმდე "ინტერის" სავიზიტო ბარათი ფიზიკური სიძლიერე და კონტრშეტევები იყო (განსაკუთრებით მოურინიოს დროს), გასპერინის ხელში "ინტერი" მთავარ აქცენტს ტექნიკასა და ტაქტიკაზე გააკეთებს.

3-4-3 რთულად სათამაშო ტაქტიკაა, რომელსაც უაღრესად ზუსტპასიანი, ერთმანეთში კარგად ჰარმონირებადი ფეხბურთელები სჭირდება. არავინ იცის, სად გაამწესებს ამ სქემაში გასპერინი ვესლი სნეიდერს - საყრდენი ნახევარმცველის პოზიციისთვის ჰოლანდიელი არასაკმარისად რობუსტულია, ფლეიმეიქერისთვის ამ სქემაში ადგილი არ მოიძებნება.

"ინტერის" ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა მახაჭკალის "ანჟიში" გადასული სამუელ ეტო’ოს კომპენსირება იქნება. ამისათვის გასპერინის საკმაოდ კარგი ახალწვეულები, ფორლანი და სარატე ჰყავს.

"მილანი": მაგარი თავდასხმა, საეჭვო ნახევარდაცვა
"როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ უძველეს წესს არ გადაუხვია და მოქმედი ჩემპიონი გუნდი ზაფხულში მხოლოდ მცირედით შეცვალა. რაც მთავარია, ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობა "მილანში" დარჩა.

ალეგრის არაფერი უჭირს დაცვის ცენტრში, სადაც ტიაგო სილვა და ალესანდრო ნესტა შესანიშნავ ტანდემს ქმნიან, ნახევარდაცვაში მშვენივრად დამკვიდრდა კევინ-პრინს ბოატენგი (თანაც, სადებიუტო სეზონში), კრისტიან აბიატის სახით კი "როსონერის" გამოცდილი მეკარე ჰყავს.

ორი აზრი არ არსებობს, ალეგრის საქმე ყველაზე კარგად თავდასხმაში აქვს, სადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ანტონიო კასანო, რობინიო და ალეშანდრე პატო ჰყავს (არც ფილიპო ინძაგი უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ არის, იტალიის ჩემპიონატში კი ითამაშებს), თუმცა "მილანის" მწვრთნელისთვის, შესაძლოა, დიდი არჩევანი უფრო წარმოადგენდეს პრობლემას.

აი, ნახევარდაცვას კი, ექსპერტები ეჭვის თვალით უყურებენ, რადგან ბოატენგთან ერთად, ცენტრისთვის მილანს მარკ ვან ბომელის, ჯენარო გატუზოს, მასიმო ამბროზინისა და კლარენს ზეედორფის სახით გადაბერებული მოთამაშეები ჰყავს, ანდრეა პირლო კი "იუვენტუსში" გადავიდა.

ფლამინის სერიოზული ტრავმა ალეგრისთვის ასევე პრობლემაა. მართალია, "მილანმა" ნოჩერინო და აკვილანი გადაიბირა, მაგრამ მათგან სასწაულებს არ უნდა ველოდოთ. ერთი სიტყვით, "მილანის" ნახევარდაცვაში სახეზეა რაოდენობა და არა ხარისხი. სხვამხრივ, "როსონერიმ" შეიძინა ცენტრალური მცველი მექსე (რომადან) და მარცხენა მცველი ტაივო (მარსელიდან). წესით, მოქმედ ჩემპიონებს "სკუდეტოს" შენარჩუნება უნდა გაუჭირდეთ.

"იუვე": გაახალგაზრდავებული ბებერი ქალბატონი
ახალი მწვრთნელი, ახალი სტადიონი, ახალი ფეხბურთელები: "ბებერ ქალბატონს" გასულ სეზონში მეშვიდე ადგილის დაკავების დავიწყება და ახალგაზრდული შემადგენლობით, ისტორიაში ახალი ეტაპის დაწყება უნდა.

ამისათვის "იუვემ" არა მარტო ახალი სტადიონი ააშენა, არამედ ტრანსფერებშიც ძალიან ბევრი ფული დახარჯა. ტურინელთა ახალმა, 42 წლის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, რომელიც "ბებერ ქალბატონთან" იდეალურადაა იდენტიფიცირებული, განსაკუთრებით ნახევარდაცვა გააძლიერა, სადაც ანდრეა პირლო, არტურო ვიდალი და ელჯერო ელია შეიძინა. კონტეს "რომადან" ნაყიდი მონტენეგროელი თავდამსხმელის, მირკო ვუჩინიჩისაც დიდად ეიმედება.

"იუვეს" დაცვის ცენტრი არ გაუძლიერებია, არადა, გასულ სეზონში ჯორჯო კიელინის, ლეონარდო ბონუჩისა და ანდრეა ბარძალის ძალიან უჭირდათ - ტურინელებმა ხომ 47 გოლი გაუშვეს. სამაგიეროდ, "იუვემ" ლიხტშტაინერის სახით (ლაციოდან) საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე მარჯვენა მცველი გადაიბირა.

"ახალი იუვენტუსის" ერთ-ერთი მთავარი პლუსი ის იქნება, რომ გუნდი ევროსარბიელზე არ თამაშობს და შესაბამისად, კონტეს გუნდი ორმაგი წნეხის ქვეშ არ მოექცევა. ტურინში ახალი სეზონის წინ ყველაზე მეტად ახალი არენით ამაყობენ - "იუვე" პირველი და ერთადერთი იტალიური კლუბია, რომელსაც 100 პროცენტით საკუთარი სტადიონი აქვს.

"რომა": ყველაფერი თავიდან, მცდელობა მეორე
ახალი მწვრთნელი, ახალი პრეზიდენტი, ახალი შემადგენლობა - ერთადერთი, რაც სიახლეებში "რომას" "იუვენტუსთან" შედარებით დააკლდა, ახალი საკუთარი სტადიონი იყო. სამაგიეროდ, "ჯალოროსის" ახალი პრეზიდენტი ჰყავს. გასული სეზონი "რომამაც" ჩააგდო და დედაქალაქელები ყველაფერს თავიდან იწყებენ. "ჯალოროსიმ" ახალ ფეხბურთელებში საერთო ჯამში დაახლოებით 58 მილიონი ევრო დახარჯა.

გუნდის ახალი ბოსი თომას დი ბენედეტო ამერიკელი ინვესტორია, რომელიც "რომას" 67-პროცენტიან პაკეტს ფლობს. ახალი მწვრთნელი კი ესპანელი ლუის ენრიკე გახლავთ, რომელიც მანამდე "ბარსელონას" მეორე გუნდს წვრთნიდა და რომელსაც რომში დიდი გეგმები აქვს. თუმცა მას უკვე შეექმნა პრობლემა "რომას" სავიზიტო ბარათ ფრანჩესკო ტოტისთან, მერე კი "ჯალოროსი" ევროპის ლიგიდანაც გავარდა.

რომაელებს ძალიან საინტერესო ახალწვეულები ჰყავთ: მეკარე სტეკელენბურგი (აიაქსიდან), მცველები კიაერი (ვოლფსბურგიდან) და ჰაინცე (მარსელიდან), ნახევარმცველი პიანიჩი (ლიონიდან), უნიჭიერესი თავდამსხმელები კრკიჩი (ბარსელონადან) და ლამელა (რივერ პლეიტიდან).

"ლაციო": კლოზე და კომპანია
ტრანსფერებში ფული "ლაციომაც" ბლომად ხარჯა და ამით მეორე რომაული კლუბის ბოსებიც ამაყობენ. ლაციალეს პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო ამბობს, მწვრთნელს ისეთი ფეხბურთელები ვუყიდე, მანქანების მოყვარულს "ფერარი" რომ აჩუქოო.

ორი აზრი არ არსებობს: "ლაციოს" მთავარი შენაძენი გამოცდილი გერმანელი თავდამსხმელი მიროსლავ კლოზეა, რომლითაც რომაელთა თავკაცი ედუარდო რეია განსაკუთრებით ამაყობს.

მირომ მისგან ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია მიიღო და ჯერჯერობით იმედებსაც ამართლებს - ამხანაგურ მატჩებში გერმანელი გოლეადორი ძალიან შედეგიანი იყო. მასთან ერთად, "ლაციოს" თავდასხმაში ფრანგი ჯიბრილ სისე გამწესდება, რომელიც რომაელებმა "პანათინაიკოსიდან" გადაიბირეს და იმედი აქვთ, რომ "მეორედ დაიბადება". კლოზეს და სისეს აქტიურად მიეხმარებიან ხოლმე მაური და ერნანესი.

ახალ სეზონში "ლაციოსგან" ყველაფერია მოსალოდნელი: გამორიცხული არაა, რომ რეიას გუნდმა იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძოლოს და არც ის უნდა გაუკვირდეს ვინმეს, კლოზე და კომპანია მხოლოდ ევროპის ლიგის საგზურს რომ დასჯერდნენ.

"ნაპოლი" და მისი ვუნდერ-ტრიო
"ნაპოლის" გასულ სეზონში ძალიან ცოტა დააკლდა იქამდე, რაც მთელ ნეაპოლს დღემდე ახსოვს იმ დროიდან, როცა ამ კლუბში დიეგო მარადონა თამაშობდა.

"ნაპოლიმ" იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძოლა და საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურს დასჯერდა, რაც ამ გუნდისთვის ასევე შესანიშნავი მიღწევაა - ნეაპოლელები ევროპის ელიტაში 21-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაერივნენ.

"ნაპოლის" მთავარი იმედი პუბლიკის უსაყვარლესი ფეხბურთელი, თავდამსხმელი ედინსონ კავანია. ეს უკანასკნელი ლავეცისთან და ჰამშიკთან ერთად წინა ხაზზე იდეალურ სამკუთხედს ქმნის. გასულმა სეზონმა ნეაპოლურ კლუბს თავდაჯერება შემატა და წესით, კავანიმ და კომპანიამ ამ სეზონშიც მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის უნდა იბრძოლონ.

და... "ატალანტა" მინუს ექვსით
აბა, ისე როგორ იქნებოდა, რომ იტალიის ჩემპიონატი რომელიმე კლუბის დაუსჯელად დაწყებულიყო? ამჯერად ბერგამოს "ატალანტას" არ გაუმართლა. კლუბს, რომელმაც ელიტაში დაბრუნება ერთ სეზონში მოახერხა, ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობისთვის ექვსი ქულა ჩამოაკლეს. ასე რომ, ბერგამოელები ახალ სეზონს მინუს ექვსი ქულით იწყებენ.
ნანახია: 675 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
1 interista  
2
chaedo milans :) kaia : ))

2 internazionale  
2
sagol interista kai statiaa momewona dzma flag3 flag3 flag3

3 interista  
2
sps : )) flag3 flag3

4 inter  
1
arada 0-2 agebda to milani...

5 interinio  
1
პალერმო-ინტერი

პალერმო - ტრავმირებულნი: სიმონი, დი მატეო.

ინტერი- ტრავმირებულნი: ვივიანო, კორდობა, მაიკონი, მოტა, კივუ.

6 nerazuri  
1

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter