ოთხშაბათი, 15.05.2024, 07:45
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 8 » "სკუადრა აძურა" დაბრუნდა!
13:01
"სკუადრა აძურა" დაბრუნდა!


მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი კრახიდან ერთი წლის შემდეგ, იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური აბსოლუტურად უპრობლემოდ მოიპოვა და საფეხბურთო იტალიაში შვებით ამოისუნთქეს - საქმე არცისე ცუდად ყოფილა, როგორც ეს შარშან ამ დროს ეგონათ.

მართალია, "სკუადრა აძურამ" ფარერებთან მინიმალური ანგარიშით გამარჯვების შემდეგ, ვერც სლოვენიის ნაკრებთან შეძლო ერთზე მეტი გოლის გატანა, მაგრამ რაც მთავარია, ჩეზარე პრანდელის გუნდმა კარი ისევ მშრალად შეინახა.

მოკლედ, იტალიამ ისევ თავისი საყვარელი ანგარიშით მოიგო და მერე რა, რომ აპენინელებმა გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს - მთავარი შედეგია, "აძურიმ" კი ევრო 2012-ის საგზური რვა მატჩის შემდეგ, შვიდი მოგებითა და ერთი ფრით მოიპოვა.

"ერთი წლის წინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ზუსტად ერთ წელიწადში იტალიის ნაკრებს ასეთი პროგრესი ექნებოდა. რვიდან შვიდი თამაში მოვიგეთ და არცერთი არ წაგვიგია - ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შედეგია. თანაც, რაც მთავარია, წარმატებას საკმაოდ ახალგაზრდული გუნდით მივაღწიეთ, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, დიდი პერსპექტივა აქვს," - აცხადებს "სკუადრა აძურას" მცველი ჯორჯო კიელინი.

ამრიგად, იტალიამ ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური - ტურნირისა, რომელიც იტალიელებს 1968 წლის შემდეგ აღარ მოუგიათ. ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი "აძურის" ასე შედეგიანად მანამდე არასდროს ჩაუტარებია.

"როგორც წესი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოლო ტურამდე ვნერვიულობდით ხოლმე. ახლა კი ყველაფერი ნაადრევად გადაწყდა, რაც თითოეულ ჩვენთაგანს ახარებს," - ეს იტალიელთა კარის დარაჯის, ჯანლუიჯი ბუფონის სიტყვებია.

ჯიჯი შარშან ამ დროს ძალიან პესიმისტურად იყო განწყობილი, ახლა კი თამამად საუბრობს იტალიის ნაკრების საჩემპიონო შანსებზე: "ვფიქრობ, არავისი არ უნდა გვეშინოდეს. საკვალიფიკაციო მატჩები ისე დამაჯერებლად ჩავატარეთ, რომ საშიში არაფერია. ჩემი აზრით, იტალიას ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია. მართალია, მატჩები დიდი ანგარიშებით ვერ მოვიგეთ, მაგრამ "სკუადრა აძურა" დიდი ანგარიშებით არც არასდროს იგებდა ხოლმე."

იტალიაში ყველა აღიარებს, რომ მუნდიალზე შერცხვენილი გუნდის პროგრესი მეტწილად პრანდელის დამსახურებაა. ჩეზარემ მარჩელო ლიპის დაბერებული გუნდი თამამად გაახალგაზრდავა, ძველ ვარსკვლავებს "აძურის" კარი მიუხურა და ფაქტობრივად ახალი გუნდის ფორმირება შეძლო.

სწორედ პრანდელიმ მისცა კიდევ ერთი შანსი ანტონიო კასანოს, რომელიც იმდენადვე ექსცენტრული და არაპროგნოზირებადია, რამდენადაც გენიალური ფეხბურთელი შეუძლია იყოს. 54 წლის პრანდელიმ ყველაზე მოუთვინიერებელი მარიო ბალოტელის მოთვინირებაც შეძლო - შესაძლოა, არა ასი პროცენტით, მაგრამ იმ დონეზე მაინც, რომ ეს უკანასკნელი იტალიის ნაკრებს გარკვეულწილად გამოადგეს.

სლოვენიასთან კასანო ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმის შუაში შეცვალეს, ბალოტელი კი მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების გოლი ჯამპაოლო პაცინიმ გაიტანა (სწორედ ამ უკანასკნელმა შეცვალა კასანო) და მატჩის შემდეგ ფანები და ჟურნალისტები სწორედ პაცინის აქებდნენ, უნდა ვთქვათ, რომ კასანომ და ბალოტელიმ მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს.

"პაცინიმ ევროპის ჩემპიონატი გვაჩუქა!" - როგორც ყოველთვის, ცოტათი გადაჭარბებული და ხმამაღალი იყო "Corriere Dello Sport-
ს" სათაური. თავად პრანდელი კი აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს აქებდა და ამბობდა, თუ ასე გავაგრძელებთ, ხალხს სტადიონისკენ მოვაბრუნებთო.

"ყველაზე კარგი ის არის, რომ ფარერებთან და სლოვენიასთან ფაქტობრივად უთამაშებელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდით მოვიგეთ. იმის გამო, რომ იტალიის ჩემპიონატის სტარტი ცნობილი დაპირისპირების გამო გადაიდო, ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ და მიუხედავად ამისა, სლოვენიაც დავამარცხეთ, რის გამოც ჩემი გუნდი პატივისცემას იმსახურებს," - აღნიშნა პრანდელიმ.

ზოგადად, ჩეზარეს ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს: მის ხელში "აძურიმ" 14 მატჩიდან 9 მოიგო, სამი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ორში დამარცხდა.

თანაც, ორივე წაგება ამხანაგურ მატჩებზე მოდის. გამარჯვებებს შორის იყო მოგებული ტესტ-მატჩი ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან (2:1) და დამსახურებული ფრე გერმანიასთან (1:1 დორტმუნდში). გულახდილი და თავდაჯერებული სტილით პრანდელიმ "აძურის" მენტალიტეტი შეუცვალა და ის ფაქტი, რომ იტალიამ ევრო 2012-ის საგზური ნაადრევად მოიპოვა, პირველ რიგში სწორედ ჩეზარეს დამსახურებაა. მანვე მიაღწია იმასაც, რომ იტალიელებს "სკუადრა აძურა" ისევ უყვართ.

პაცინი: როცა იტალიას ვჭირდები...
სლოვენიის კარში გატანილი გამარჯვების გოლის ავტორი ცხადია, ამით ძალიან ამაყობს - ლოგიკურია, რადგან ეს პაცინის კარიერაში ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გოლი იყო.

"იტალიის ნაკრებში ბევრი გოლი ვერ გამქონდა და ახლა ორმაგად მიხარია, ის, რომ "აძურიმ" ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება სწორედ ჩემი გოლის შემდეგ მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ სლოვენიასთან ძირითად შემადგენლობაში არ ვიყავი გამწესებული, ზუსტად ვიცი, რომ პრანდელი ნაკრების ერთ-ერთ უმთავრეს ფიგურად განმიხილავს. ამიტომაცაა, რომ როცა სასტარტოში არ მაყენებს, არ ვბრაზდები ხოლმე. ვითამაშებ და ბოლომდე დავიხარჯები მაშინ, როცა იტალიას ვჭირდები და როდის ვჭირდები იტალიას, ეს ყველაზე უკეთ სწორედ ჩეზარე პრანდელიმ იცის," - ამბობს პაცინი.
ნანახია: 719 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
1 inter  
0
flagitaly flagitaly flagitaly flagitaly flagitaly

Skuadradzura magari mkidia meBrasiliispani xar :D


flagbrazil flagbrazil flagbrazil flagbrazil

2 nerazuri  
0
italias arc me ar vbaleshikob,holandiis fani var:D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter