ოთხშაბათი, 15.05.2024, 03:39
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 2 » სნეიდერი: თავი უკვე იუნაიტედში მეგონა
13:30
სნეიდერი: თავი უკვე იუნაიტედში მეგონა


ჰოლანდიელი ვარსკვლავი ვესლი სნედერი აღიარებს, რომ ეგონა, ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდოდა. 

მეორე მხრივ მას ინტერში დარჩენაც ძალიან ახარებს - მას მერე, რაც სამუელ ეტო’ო მახაჩყალის ანჟიში გადავიდა, ნათელი გახდა, რომ მილანელებს ფული აღარ სჭირდებათ. არადა, მანჩესტერ იუნაიტედის თავკაც სერ ალექს ფერგიუსონსაც უნდოდა 27 წლის შემტევი ნახევარმცველის გადაბირება. 

მოკლედ, ჩაიხლართა და ჩაიხლართა ყველაფერი, საბოლოოდ კი ინტერის უფროსობამ გამოაცხადა, რომ ანჟის გვარიანი თანხა გამოართვა და სხვა საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვაზე ხელი აიღო. 

არ დაგიმალავთ, აშკარად მეგონა, რომ მანჩესტერ იუნაიტედის კონტრაქტი არ ამცდებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ოლდ ტრეფორდზე უნდა გადავსულიყავი. ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობდა. ინტერს უნდოდა ორიდან ერთი გაეყიდა, მე ან სამუელ ეტო’ო. უფრო მომზადებული ჩემი ტრანსფერი ჩანდა, მაგრამ საბოლოოდ ისეთი კომბინაცია დაჯდა, რომ ეტო’ო გაუშვეს, მე კი მილანში დავრჩი.

 მანჩესტერ იუნაიტედი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და, რასაკვირველია, იქ გადასვლა კარიერის შესანიშნავი გაგრძელება იქნებოდა, მაგრამ ინტერში დარჩენა კიდევ უფრო გამეხარდა, რადგან იტალიაში ცხოვრებას დავეჩვიე და აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. 

სწორად გამიგეთ, სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ მანჩესტერ იუნაიტედში თავს შესანიშნავად ვერ ვიგრძნობდი, უბრალოდ, ჩემთვის კლუბის გამოცვლა აუცილებელი სულაც არ იყო".

მოგეხსენებათ, რამდენჯერაც კი პრესასა თუ ტელევიზიაში ამ თემას შეეხებოდნენ, იმდენი ახსენებდნენ ჰოლანდიელის ვეებერთელა ხელფასს. ამბობდნენ, რომ ჰოლანდიელის ინტერიდან მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის მთავარი დაბრკოლება სწორედ მისი გასამრჯელო გახლდათ. თანხა, რომელსაც იხდიდა ინტერი იუნაიტედისთვის თითქოსდა ძნელი გადასახდელი იყო.

სნეიდერმა თქვა, რომ ხელფასი სულაც არ იყო ის, რამაც მისი პრემიერლიგაში გადასვლა ჩაშალა: პირადად ჩემს დამოკიდებულებას მოგახსენებთ. ჩემთვის ეს ფინანსური საკითხი სულაც არ იყო. მითუმეტეს არ ვცდილობდი გასამრჯელოს გაზრდას. ერთი სიტყვით, აქ, იტალიაში ყველაფერი მაკმაყოფილებს. იტალიურ ცხოვრების წესსა და საყოფაცხოვრებო კულტურას შესანიშნავად შევეგუე. ყველაფერი კარგად არის.
ნანახია: 856 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
1 interista  
2
sagol wesley moswons am kacs italiashi cxovreba davsio!

2 interinio  
1
xO dzma magram erti periodi amasac undoda casvla

3 inter  
0
hm hm hm hm hm hm hm hm

Esec rO casuliyO uecveli gadagvivlidnen seria a shi---

4 interinio  
1
Getnxmebi dzma 100%tit---Zarates Mosvla Magari gamiscorda ra imedia gundis ert-erti lideri gaxdeba ..

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter