ორშაბათი, 29.04.2024, 04:34
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 01


"ინტერის" მცველმა მაიკონმა, შესაძლოა, ტევესის გადაბირებაში მიიღოს მონაწილეობა.
არგენტინელი თავდამსხმელის ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს. იტალიური კლუბი მზადაა ინგლისელებს მაიკონი შესთავაზოს, რომლის ფასი 20 მილიონი ევროა და დანარჩენი თანხა უკვე ნაღდი ანგარიშსწორებით გადაუხადოს. როგორც ცნობილია, "ინტერს" ეტო'ოს სანაცვლოდ უნდოდა ტევესის მიღება, თუმცა მილანური კლუბის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ეს გარიგება დაბლოკა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელის "მანჩესტერ სიტიდან" წასვლის მიზეზი ოჯახთან ახლოს ყოფნის სურვილია. ტევესის ოჯახი არგენტინაში ცხოვრობს.
ნანახია: 755 | დაამატა: interista | თარიღი: 01.08.2011 | კომენტარი (5)



მილანის "ინტერის” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, უესლი სნეიდერმა გუშინ დუბლინის ტურნირზე "მანჩესტერ სიტისთან” წაგებული მატჩის შემდეგ მასთან დაკავშირებული სატრანსფერო ჭორებისთვის წერტილის დასმა არ ისურვა და საკმაოდ ორაზროვანი განცხადება გააკეთა.
"რა მოხდება? მოდით ერთად დაველოდოთ, ყველაფერი შესაძლებელია. 10 წელია უმაღლეს დონეზე ვთამაშობ და მსგავსი ჭორები ყოველ წელს თან მსდევს, როგორც ხედავთ, ზოგიერთი მათგანი გამართლა.”, - ამბობს სნეიდერი.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელ ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია "მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონმა ცოტა ხნის წინ "ინტერთან” ყოველგვარი მოლაპარაკებების არსებობა უარყო.
"ბედნიერი ვარ თუ არა "ინტერში?”, მე ბედნიერი ადამიანი ვარ ყველგან და ყოველთვის. მიყვარს ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში და გულშემა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 564 | დაამატა: interista | თარიღი: 01.08.2011 | კომენტარი (2)



მილანის "ინტერის” უბერებელი კაპიტანი, ხავიერ ძანეტი იტალიის სუპერთასზე ითამაშებს. ასეთი გადაწყვეტილება "ნერაძურის” სამწვრთნელო შტაბმა მას შემდეგ მიიღო, რაც ტრავმის გამო გუნდს იაპონელი მარცხენა მცველი, იუტო ნაგატომო გამოაკლდა.
როგორც იცით, კოპა ამერიკაზე თამაშის გამო, ძანეტიმ დამატებითი შვებულება მიიღო და 37 წლის უნივერსალს სუპერთასის მატჩის გამოტოვება უწევდა, მაგრამ იაპონელი თანაგუნდელის ტრავმამ მისი შვებულება შეამცირა. Football Italia-ს ცნობით, ძანეტი ვარჯიშს უახლოეს მომავალში განაახლებს.
შეგახსენებთ, რომ "ინტერისთვის” წლევანდელი სუპერთასი რიგითი დაპირისპირება არ იქნება, რადგან მილანელები პრინციპულ მეტოქეს, თანაქალაქელ "მილანს” ხვდებიან, რაც სუპერთასის ისტორიაში პირველად მოხდება.
ნანახია: 615 | დაამატა: interista | თარიღი: 01.08.2011 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter