ორშაბათი, 29.04.2024, 06:36
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 22


"ინტერის" მცველ მაიკონს მარჯვენა მუხლის მენისკის ოპერაცია დროულად ჩაუტარდა. ბრაზილიელს ქრონიკული ტრავმა აწუხებდა და ოპერაცია რიო დე ჟანეიროში გაიკეთა.

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა ექიმმა ხოსე ლუის რანკომ, რომელიც სამედიცინო ბრიგადის მუშაობას ხელმძღვანელობდა, "ინტერის" სამედიცინო შტაბის უფროსს ფრანკო კომბის შეატყობინა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
ნანახია: 637 | დაამატა: interista | თარიღი: 22.08.2011 | კომენტარი (2)



მილანის "ინტერი" შეეცდება მადრიდის "რეალისგან" ბრაზილიელი ფეხბურთელი კაკა შეიძინოს.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მასიმო მორატი კაკას შეძენით იყო დაინტერესებული, თუმცა კლუბს მაშინ საკმარისი თანხა არ გააჩნდა. სამუელ ეტო'ოს გაყიდვის შემდეგ ეს პრობლემა აღარ იქნება.

ასევე მოსალოდნელია, რომ კაკას იტალიაში გადასვლის შემთხვევაში "ინტერი" სნეიდერის გაშვებას შეეცდება.


ნანახია: 745 | დაამატა: interista | თარიღი: 22.08.2011 | კომენტარი (27)



"ინტერის" ნახევარმცველმა ესტებან კამბიასომ ფორვარდ სამუელ ეტოოს მახაჭყალის "ანჟიში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

"ეტოო ჩვენს გუნდს ბოლო ორი წლის მანძილზე ძალიან დაეხმარა. მისი გადასვლა ჯერ ოფიციალურად არ არის გაფორმებული. თუმცა "ინტერის" ისტორიაში ბევრი დიდი ჩემპიონი იყო, რომელთა სხვა ლიგაში გადასვლის შემდეგაც "ინტერი" "ინტერად" რჩებოდა", - განაცხადა კამბიასომ.
ნანახია: 565 | დაამატა: interista | თარიღი: 22.08.2011 | კომენტარი (2)

საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter