ორშაბათი, 29.04.2024, 09:26
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 11


როგორც უკვე იცით, სამუელ ეტო’ო მახაჩყალის "ანჟიში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. მან აღიარა, რომ ამ რუსულ კლუბზე თითქმის არაფერი იცის. შეგახსენებთ, რომ "ანჟი” კამერუნელში ოცდაათ მილიონ ევროს იხდის. თავად ეტო’ო ხელფასის სახით წელიწადში 17-დან ოც მილიონ ევრომდე მიიღებს. ეს ტრანსფერი კამერუნელ ფორვარდს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს მიანიჭებს.

"ასეთ მდიდარ კლუბში გადასვლა ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ჯერ არ ვიცი, სად მივდივარ. ჩინეთი? აიდაჰო? სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის სულერთია. იმ თანხის სანაცვლოდ, რასაც "ანჟი” მთავაზობს, მზეზეც გავფრინდებოდი. მე ამ კლუბის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი. მის სახელს სწორადაც კი ვერ ვწერ”.
მახაჩყალის "ანჟის” შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც რობერტო კარლოსი, იური ჟირკოვი, დიეგო ტარდელი, ჟოაო კარლოსი, ჟუსილეი, ჯუჯაკი და მუბ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 641 | დაამატა: interista | თარიღი: 11.08.2011 | კომენტარი (4)



მილანის ინტერის ერთ-ერთი ლიდერი უესლი სნეიდერი აცხადებს, რომ იგი მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის წინააღმდეგი არაა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ წითელ ეშმაკებს იტალიური კლუბისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.

 კითხვაზე, უნდა თუ არა მას მანჩესტერში გადასვლა, სნეიდერი შემდეგნაირად პასუხობს: "კი, მაგრამ ინგლისელებს ოფიციალური წინადადება არ გაუკეთებიათ. არაოფიციალურ დონეზე საუბრები იყო.

 დღესდღეობით ინტერის ფეხბურთელი ვარ და სავარაუდოდ, 31 აგვისტოს შემდეგაც ასე იქნება. თუმცა, ჩემი წასვლის შანსი კვლავ არის. ჩემზე ძალიან ცოტა რამაა დამოკიდებული. ინტერის წარმომადგენლებმა გასაგებად განაცხადეს - თუ იქნება კარგი შემოთავაზება, ისინი ჩემს გაყიდვას დასთანხმდე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 621 | დაამატა: interista | თარიღი: 11.08.2011 | კომენტარი (3)



მილანის ინტერის კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ სანაკრებო პაუზის დროს ჟურნალისტებისთვის მოიცალა და კარიერის განვლილ მონაკვეთზე ესაუბრა.

რამდენიმე წლის წინ ძალიან რეალური შანსი მქონდა რეალში ან ბარსელონაში გადავსულიყავი, თანაც არაერთხელ, მაგრამ გადაწყვეტილებას მუდამ ინტერის სასარგებლოდ ვიღებდი, მჯეროდა, რომ ჩვენი დროც დადგებოდა და მიხარია, რომ ჩემმა არჩევანმა გაამართლა”.

შეგახსენებთ, რომ ძანეტი ინტერში 1995 წელს, 22 წლის ასაკში ბანფილდიდან გადავიდა და საერთო ჯამში ნერაძურის მაისურით 753 მატჩი აქვს ჩატარებული. ამ დროის განმავლობაში მან 5 სკუდეტო, 4 იტალიის თასი და ამდენივე სუპერთასი მოიგო, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგის, უეფას თასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ნანახია: 577 | დაამატა: interista | თარიღი: 11.08.2011 | კომენტარი (2)



გუშინდელ ნომერში გამცნეთ სამუელ ეტოოს მახაჩკალის "ანჟიში" შესაძლო გადაბარგების შესახებ. მართალია, ოფიციალურად ტრანსფერი ჯერ არ შემდგარა, მაგრამ თუ გუშინ გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია.

საქმე იმაშია, რომ "ინტერის" გენერალურმა დირექტორმა ერნესტო პაოლილომ კამერუნელი ფორვარდის რუსეთის პრემიერლიგაში გადაბარგების ამბავი დაადასტურა და შემდეგი განაცხადა:

"ეტოომ რუსული კლუბისგან ფანტასტიკური წინადადება მიიღო და გადაწყვიტა, რომ კარიერა "ანჟიში" უნდა გააგრძელოს. ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია და იმედია, გულშემატკივრები სამუელის არჩევანს გაგებით მოეკიდებიან. ფაქტია, რომ მისი გასხვისება ჩვენი ინიციატივა არ იყო, რადგან მახაჩკალური კლუბისგან მხოლოდ 30 მილიონ ევროს მივიღებთ. დაგვეთანხმებით, ეს არ არის ის თანხა, რომლის გამოც ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს გავასხვი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 631 | დაამატა: interista | თარიღი: 11.08.2011 | კომენტარი (6)

საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter