კვირა, 28.04.2024, 23:44
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 23


რუსეთის საფეხბურთო კლუბ მახაჩყალის "ანჟის” ოფიციალური ვებგევრდის ინფორმაციით, დაღესტნურმა კლუბმა, მილანის "ინტერთან” სამულ ეტოოს შეძენის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

გარიგებამ 21 მილიონო ევრო შეადგინა – 15 მილიონს "ინტერი” მიმდინარე წელს მიიღებს, ხოლო 6 მილიონს 2012 წელს. ხვალ, ფეხბურთელი მახაჩყალურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ხუთშაბათს, კამერუნული თავდამსხმელი ახალ გუნდში გამოცხადდება და "როსტოვთან” მატჩისთვის მზადებას დაიწყებს.

"ანჟიში” ეტოოს ხელფასი, სხვადასხვა ბონუსების გამოკლებით, წელიწადში 10 მილიონ ევროს შეადგენს.
ნანახია: 649 | დაამატა: interista | თარიღი: 23.08.2011 | კომენტარი (33)



მილანის "ინტერი" გუნდის შეტევითი ხაზის ერთ-ერთმა ლიდერმა, სამუელ ეტო`ო - მ დატოვა, შესაბამისად "ლურჯ-შავები" ცდილობენ მოძებნონ კამერუნელის შემცვლელი, ერთ-ერთ ვარიანტად კი მადრიდის "რეალის" 23 წლის ფორვარდი გონსალო ჰიგუაინი განიხილება.

"ინტერი" აპირებს "პიპიტას" სანაცვლოდ "რეალს" 35 მილიონი გადაუხადოს, თავად მას კი ხელფასის სახით 5 მილიონი ევროს მისცეს.
ნანახია: 589 | დაამატა: interista | თარიღი: 23.08.2011 | კომენტარი (11)



"ლივერპულის" ნახევარმცველმა დირკ კიუიტმა "ინტერში" გადასვლაზე უარი თქვა. ჰოლანდიელი ინგლისში დარჩენას და ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას გეგმავს.

კიუიტს მერსისაიდულ კლუბში კონკურნციის ზრდა არ აწუხებს.

შეგახსენებთ, რომ კიუიტით "ინტერის" დაინტერესების და მისთვის შესაბამისი წინადადების შეთავაზების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე ხნის წინ გაჩნდა.
ნანახია: 587 | დაამატა: interista | თარიღი: 23.08.2011 | კომენტარი (6)



მილანის "ინტერი" "შალკეს" ნახევარმცველით ხოსე მანუელ ხურადოთი დაინტერესდა.

იტალიელებს "შალკეს" ხელმძღვანელობისთვის ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ, თუმცა ცნობილია, რომ მილანელები აპირებენ ფეხბურთელი იჯარის წესით გადაიბირონ შემდეგი გამოსყიდვის შესაძლებლობით.

არსებობს ინფორმაცია, რომ ხურადოთი თვით ჟან პიერო გასპერინი დაინტერესდა, რომელიც "ინტერის" მთავარი მწვრთნელია. მისი თქმით, ეს ფეხბურთელი "ინტერის" შუა ხაზს გააძლიერებს.
ნანახია: 584 | დაამატა: interista | თარიღი: 23.08.2011 | კომენტარი (4)



დღეს საღამოს "ინტერის" თავდამსხმელი სამუელ ეტოო "ანჟის" მოთამაშე გახდება.

მახაჭყალის გუნდის წარმომადგენლები მილანში ჩავიდნენ და საღამოს კამერუნელი მოთამაშის ტრანსფერის ბოლო ნიუანსები უნდა მოაგვარონ.

შეგახსენებთ, რომ "ანჟიში" გადასვლის შემთხვევაში ეტო’ო ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ის წელიწადში 20.5 მილიონ ევროს მიიღებს.
ნანახია: 597 | დაამატა: interista | თარიღი: 23.08.2011 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter