ორშაბათი, 29.04.2024, 07:56
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 24




ინტერს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და შესაბამისად, ძალიან რთულია იმის პროგნოზირება თუ როგორ ფეხბურთს ითამაშებს ნერაძური. გულშემატკივართა დიდი ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი, რასაც აქვს თავისი ლოგიკური ახსნა - ერთი, რომ ჯანპიერო გასპერინი არ არის ტოპმწვრთნელთა კატეგორიაში და მეორე, მასიმო მორატის შემადგენლობის გაძლიერებაზე დიდად არ უზრუნია. პირიქით, წუთი წუთზე გუნდს სამუელ ეტოო დატოვებს, გადაჭარბების გარეშე - საუკეთესო თავდამსხმელი. თანაც, ჯერჯერობით არაფერი ისმის იმის შესახებ თუ ვინ უნდა შეცვალოს კამერუნელი… უფრო სწორად, ისმის, მაგრამ სიტყვას საქმე არ მოჰყოლია. 

მოკლედ, ტიფოზების პესიმიზმი სადღაც გასაგებია და ლოგიკური. გასპერინი ცდილობს, რომ დაამშვიდოს ქომაგი და შემდეგს აცხადებს: ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ ინტერი ყველა შემთხვევაში ძლიერი იქნება, ეტოოსთან ერთად და ე ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 577 | დაამატა: aleksandre | თარიღი: 24.08.2011 | კომენტარი (3)




სილვიო ბერლუსკონი ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელის და მიაჩნია, რომ მილანი ყველა ფრონტზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს. როსონერის პრეზიდენტმა კონკურენტებზე ისაუბრა და საინტერესო მოსაზრებები დააფიქსირა. დონ სილვიოსა და კორიერე დელო სპორტის” ჟურნალისტის საუბრის ყველაზე საინტერესო ნაწილს აქვე გთავაზობთ:

მიმაჩნია, რომ თუ მილანი შესაძლებლობებს სრულად გამოასვლენს, ვერც ერთი კონკურენტი წინ ვეღარ გადაგვეღობება. სერია ა-ში ისევ და ისევ ინტერთან მოგვიწევს ჭიდილი და ეს მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდის სატრანსფერო პოლიტიკას ამ ზაფხულს ვერაფერი გავუგე

ძლიერი იქნება იუვენტუსიც, რადგან ტურინულ გრანდში ძალიან მაგარმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი. ანდრეა პირლო და მირკო ვუჩინიჩი იუვეს’ განდსაკუთ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 616 | დაამატა: aleksandre | თარიღი: 24.08.2011 | კომენტარი (4)



მილანის "ინტერმა" დიეგო ფორლანის ტრანსფერთან დაკავშირებით "ატლეტიკოსთან" შეთანხმებას მიაღწია.

ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 5 მილიონ ევროს შეადგენს და მხარეებს შორის ხელშეკრულება უახლოეს ორ დღეში უნდა დაიდოს.

მოსალოდნელია, რომ 32 წლის ურუგვაიელი ფეხბურთელი მილანელებთან კონტრაქტის მიხედვით ორი სეზონი იქნება, ხოლო წელიწადში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.

"ინტერში" ფორლანს სამუელ ეტო'ოს შემცვლელად მიიჩნევენ, რომელიც მახაჩყალის "ანჟიში" გადავიდა.
ნანახია: 630 | დაამატა: interista | თარიღი: 24.08.2011 | კომენტარი (6)



გუშინ მახაჭყალის "ანჟის" ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა, რომ კლუბი საბოლოოდ შეუთანხმდა მილანის "ინტერს" კამერუნელი ფორვარდის, სამუელ ეტოოს ტრანსფერზე.

"დღეს მილანის "ინტერთან" თავდამსხმელ სამუელ ეტოოს ტრანსფერზე შეთანხმებას მივაღწიეთ. ტრანსფერის ოდენობა ორივე გუნდს აწყობს. "ანჟი" მადლობას უხდის "ინტერის" ხელმძღვანელობას კონსტრუქციული პოზიციის დაკავებისთვის. ხვალ ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ხუთშაბათიდან კი სამუელი გუნდთან ერთად "როსტოვთან" მატჩისთვის მოემზადება", - ვკითხულობთ დაღესტანელთა ოფიციალურ საიტზე.

მაშ ასე, საქართველოს ნაკრების გოლკიპერ ნუკრი რევიშვილს კიდევ ერთი სახელოვანი თანაგუნდელი ჰყავს - 30 წლის სამუელ ეტოო, რომელიც, როგორც ევროპული მედია ამტკიცებს, წელიწადში 28,8 მილიონ ევროს მიიღებს ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 595 | დაამატა: interista | თარიღი: 24.08.2011 | კომენტარი (7)

საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter