ორშაბათი, 29.04.2024, 07:19
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 16



 Rai Sport -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის ინტერი კატალონიის ბარსელონას ნახევარმცველის, ხავიერ მასკერანოს შეძენითაა დაინტერესებული.

 სესკ ფაბრეგასის ბარსელონაში დაბრუნებამ ევროპულ გუნდებს კატალონიელთა სხვა ნახევარმცველებზე ნადირობის საფუძველი მისცა. განსაკუთრებით აქტიურობენ იტალიელები. თუ რომასა და "მილანს” ტიაგო ალკანტარა სურთ, ინტერმა თვალი არგენტინელ საყრდენს, ხავიერ მასკერანოს დაადგა.

 ბარსას პრეზიდენტის, სანდრო როსელის ბიუჯეტის შევსებისკენ მიდრეკილების გათვალისწინებით, გამორიცხული არაა, სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, იგი მასკერანოს გაყიდვას დასთანხმდეს, მაგრამ სავარაუდოდ, ტრანსფერის დაბლოკავ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 522 | დაამატა: interista | თარიღი: 16.08.2011 | კომენტარი (2)




მილანის ინტერმა შეიძლება ფიორენტინას ფეხბურთელი რიკარდო მონტოლივო იყიდოს, ამ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. ნერიაძურის შეუძლია 26 წლის ფეხბურთელი როსონერის წაართვას, რომელსაც თავისმხრივ რიკარდოსთან მოლაპარაკებები ძალიან გაუგრძელდა. 

  აღსანიშნავია, რომ მონტოლივო იტალიური გამოცემების აზრით მილანში მონტოლივო ყველაზე რეალური კანდიდატია, რომელიც როსონერის აგვისტოს ბოლოს უნდა შეეძინა, თუმცა ინტერს აქვს შანსი თანაქალაქელ გუნდს გეგმები აურიოს.

  შეგახსენებთ, რომ 26 წლის რიკარდო მონტოლივოს კონტრაქტი იებთან მომავალ წელს ეწურება და ფლორენციული გუნდის მესვეურებს არ სურთ რიკარდოს უფასოდ გაშვება.

... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 550 | დაამატა: iri | თარიღი: 16.08.2011 | კომენტარი (1)



დიეგო ფორლანმა დაადასტურა, რომ ინტერისგან შეთავაზება აქვს. როგორც ჩანს, მილანური კლუბი შეეგუა იმ აზრს, რომ სამუელ ეტო’ო კლუბს ტოვებს და მის შემცვლელს აქტიურად ეძებს. თავის მხრივ, მადრიდის ატლეტიკოს სერხიო აგუეროსა და დიეგო ფორლანის კოლუმბიელი რადამელ ფალკაოთი შეცვლა სურს. შეგახსენებთ, რომ მადრიდელებმა უკვე გადაიბირეს "დეპორტივოს” ყოფილი თავდამსხმელი ადრიან ლოპესი.

 დიახ, ინტერის ხელმძღვანელობამ თავიანთ კლუბში გადასვლა შემომთავაზა. მილანში თამაში ჩემი ოცნებაა. არასდროს მქონია კონტაქტი გალათასარაისთან, "ბეშიქთაშთან” და ფენერბაჰჩესთან, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ გალათასარაი ბრწყინვალე გუნდია, - AS-თან საუბარში განაცხადა ურუგვაელმა.

 დიეგო ფორლანმა ატლეტიკოს შემადგენლობაში 134 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 74 გოლია.
ნანახია: 572 | დაამატა: interista | თარიღი: 16.08.2011 | კომენტარი (8)



ინტერს და ანჟის ამ დროისთვის თავდამსხმელ სამუელ ეტოოს სატრანსფერო თანხაზე ჯერ კიდევ არ მოულაპარაკებიათ. მხარეები ამ საკითხზე თათბირს აგრძელებენ.

გარიგების თანხამ შესაძლოა 30-35 მილიონი ევრო შეადგინოს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ეტოოს სამედიცინო გამოკვლევა დღევანდელიდან ხუთშაბათს გადაიტანეს.

ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ კამერუნელი "ანჟისთან" კონტრაქტს ხელს 20 მილიონ ევროდ აწერდა.
ნანახია: 618 | დაამატა: interista | თარიღი: 16.08.2011 | კომენტარი (2)



დაახლოებით ერთი კვირის წინ გამცნეთ, რომ სამუელ ეტოოს "ინტერიდან” "ანჟიში” გადაბარგების ამბავი პრაქტიკულად გადაწყვეტილი გახლდათ. ეს ინფორმაცია მილანური გრანდის ტექნიკურმა დირექტორმაც კი დაადასტურა, მაგრამ დრო გადის და ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არ გაჩარხულა. მეტიც, ეტოომ არ გამორიცხა, რომ მოლაპარაკებები შეიძლება ჩიხში შევიდეს და მას "ინტერში” მოუწიოს დარჩენა. აი, რა განაცხადა კამერუნელმა:

"რუსულ კლუბთან მოლაპარაკების აქტიურ ფაზაში ვართ ჩაბმულნი და მართლაც დიდია იმის შანსი, რომ ტრანსფერი შედგეს. თუმცა, იმას ვერაფრით დავეთანხმებით, რომ შეთანხმება შედგა და მე უკვე "ანჟის” ფეხბურთელი ვარ. ასე ნამდვილად არ არის და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ გუნდის მაისური არასდროს მოვირგო. მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემით ინგლისური გუნდებიც არიან დაინტერესებუ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 580 | დაამატა: interista | თარიღი: 16.08.2011 | კომენტარი (5)





ზლატან იბრაგიმოვიჩი: ინტერმა არ უნდა გაუშვას ეტო

ტევესს ინტერში გადასვლა სურს ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 627 | დაამატა: interinio | თარიღი: 16.08.2011 | კომენტარი (7)

საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter