ორშაბათი, 29.04.2024, 07:49
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 21



"მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი "ინტერის ნახევარმცველ ვესლი სნეიდერის შეძენას ბოლოჯერ ეცდება.

ეს ნაბიჯი ინგლისურმა კლუბმა მას შემდეგ გადადგა, რაც ცნობილი გახდა რომ სნეიდერი "ნერაძურის" ვარჯიშებში პირადი მიზეზების გამო არ მონაწილეობს.

ადრე მანჩესტერელებმა 27 წლის სნეიდერთან "ოლდ ტრაფორდული" ხელფასის თაობაზე მოლაპარაკება ვერ შეძლეს. ფეხბურთელი კვირაში 200 ათას ევროს ითხოვდა, რაც "მანჩესტერელთა" ხელმძღვანელობას არ აწყობს.
ნანახია: 585 | დაამატა: interista | თარიღი: 21.08.2011 | კომენტარი (2)



მილანის "ინტერმა" მახაჩყალის "ანჟიში" სამუელ ეტო"ოს გაყიდვით კლუბის ბიუჯეტს 72 მილიონი ევროს ეკონომია მოიუტანა.

კამერუნელი ფეხბურთელის კონტრაქტი "ინტერთან" 2014 წლამდე გრძელდებოდა, რომლის მიხედვით სამუელი სეზონში 12 მილიონ ევროს იღებდა. ყველა გადასახადის ჩათვლით იტალიელებს ეტო"ოსთვის ხელფასის გადახდა 24 მილიონი ევრო უჯდებოდა. ამიტომ თავდამსხმელის წასვლის შემდეგ "ინტერი" 72 მილიონ ევროს დაზოგავს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი საბოლოოდ ორშაბათს, 22 აგვისტოს გაფორმდება.
ნანახია: 608 | დაამატა: interista | თარიღი: 21.08.2011 | კომენტარი (2)



"ინტერის" კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტო'ო მილანურ გუნდში თავის პარტნიორებს უკვე დაემშვიდობა. 30 წლის ფეხბურთელის მახაჭყალის "ანჟიში" ტრანსფერი საბოლოოდ ორშაბათს, 22 აგვისტოს უნდა გაფორმდეს.

"ყველას დიდი მადლობა. "ინტერს" ყოველთვის მხარს დავუჭერ და იმედი მაქვს, რომ გუნდი ჩემს გარეშეც გაიმარჯვებს", - უთხრა ეტო'ომ გუნდში თავის პარტნიორებს.

იტალიური პრესის ინფორმაციით "ანჟი" და "ინტერი" 25 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ და კიდევ 4 მილიონი "ნერაძურიმ" შესაძლოა ბონუსის სახით მიიღოს, რაც ფორვარდის წარმატებულ გამოსვლაზე იქნება დამოკიდებული.
ნანახია: 600 | დაამატა: interista | თარიღი: 21.08.2011 | კომენტარი (0)



"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილანო ალეგრიმ განაცხადა, რომ "ინტერი" კვლავაც დარჩება კონკურენტუნარიანად და სკუდეტოს მოპოვების ერთერთ მთავარ პრედენდენტად, მიუხედავად იმისა, წავა თუ არა მისი რიგებიდან სამუელ ეტო"ო.

43 წლის სპეციალისტის აზრით, ასეთი ძლიერი ფორვარდის დაკარგვა უკვალოდ არ ჩაივლის, თუმცა ალეგრის სჯერა, რომ "ნერაძურის" ხელმძღვანელობა კამერუნელის დონის სხვა ფეხბურთელის შეძენაზე იზრუნებს.

"ეტო'ო – უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ის ქარიზმატული მოთამაშეა, რომელსაც საკუთარ თავზე ინიციატივის აღება მძიმე წუთებში შეუძლია.

ეჭვგარეშეა, მისი წასვლით "ინტერი" დაზარალდება და ეს ლოგიკურიცაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მის ადგილს სხვა მაღალი კლასის ფეხბურთელი დაიკავებს. გუნდში ალბათ დარჩება ვესლი სნეიდერიც და ეჭვები იმაზე, რომ ამ გუნდს იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა გ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 557 | დაამატა: interista | თარიღი: 21.08.2011 | კომენტარი (3)



"ატლეტიკოს” ურუგვაელი ფორვარდი დიეგო ფორლანი შესაძლოა "ინტერის” ფეხბურთელი გახდეს.

ფორლანის აგენტის, დანიელ ბოლოტნიკოფის თქმით ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული გაყიდის თუ არა მილანური კლუბი სამუელ ეტო'ოს.

"ჯერჯერობით "ინტერს” რაიმე ოფიციალური შემოთავაზება ჩემი კლიენტისადმი არ ჰქონია, თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული გადავა თუ არა კლუბიდან სამულ ეტო'ო. სწორედ ამის შემდეგ უნდა ველოდოთ გუნდის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს”.
ნანახია: 584 | დაამატა: interista | თარიღი: 21.08.2011 | კომენტარი (0)



Sportitalia–ს ინფორმაციით, "ინტერი” მზად არის მიიღოს რომის "ლაციოს” ფეხბურთელი მაურო ზარატე იჯარის წესით საკუთარ გუნდში.

როგორც გაირკვა ფეხბურთელის იჯარიი წესით თამაში იმან განაპირობა, რომ ის ვერ მოხვდა ევროპის ლიგის ფლეი–ოპის მატჩის ძირითად შემადგენლობაში მაკედონიური კლუბის წინააღმდეგ. სწორედ ამის შემდეგ არგენტინელის აგენტმა კლუბის შეცვლის სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ზარატეს შეძენით ლონდონის "არსენალი” და მოსკოვის "სპარტაკი” იყო დაინტერესებული.
ნანახია: 586 | დაამატა: interista | თარიღი: 21.08.2011 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter