კვირა, 28.04.2024, 23:41
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 19



იტალიაში ყოველწლიური ტიტულის (Trofeo Tim) გათამაშება შედგა. შეგახსენებთ, რომ ამხანაგურ ტურნირში მონაწილეობას ინტერი, იუვენტუსი და მილანი იღებენ. გუნდები ერთმანეთს 45 წუთიან შეხვედრებში ეთამაშებიან.

ინტერი 1-1 იუვენტუსი (პენალტები 6:5)
გოლები: 0:1 ვუჩინიჩი (9 წთ)
... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 624 | დაამატა: interista | თარიღი: 19.08.2011 | კომენტარი (13)




პეტერბურგის ზენიტი ურუგვაელი თავდამსხმელის დიეგო ფორლანის შეძენით დაინტერესდა, რომელმაც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო. 

ატლეტიკოს ფეხბურთელის შეძენას მილანის ინტერი გეგმავს, რომელიც ურუგვაელს მახაჭყალის ანჟიში მიმავალი სამუელ ეტოოს შემცვლელად განიხილავს.

32 წლის ფორლანის აგენტმა ინტერთან წინასწარი მოლაპარაკებები უკვე ჩაატარა. ინტერში გადასვლის ვარიანტს ფორლანმა ოცნება უწოდა. 

ურუგვაელმა ასევე განცხადა, რომ მის მიმართ ინტერესს სტამბულის გალათასარაი იჩენს და ხაზი გაუსვა, რომ ოდესმე თურქეთში თამაში სურს.
ნანახია: 581 | დაამატა: interista | თარიღი: 19.08.2011 | კომენტარი (4)




    ნაპოლი მზადაა ლავესი ინტერში 31 მილიონ ევროდ გაყიდოს. დღეისთვის არგენტინელის შესყიდვის მთავარ პრეტენდენტად "ინტერი" მიიჩნევა. თუმცა მილანური კლუბი ნეაპოლელთა მოთხოვნების სრულად მიღებას არ აპირებს.

ინტერის ხელმძღვანელობას ლავესის თავდამსხმელ გორან პანდევში გაცვლა სურს, თუმცა ეს ვარიანტი "ნაპოლის" არ ხიბლავს.

ადრე ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ დაადასტურა, რომ კლუბი ლავესის შეძენით დაინტერესებული იყო.
ნანახია: 604 | დაამატა: interista | თარიღი: 19.08.2011 | კომენტარი (6)




პარასკევს ინტერსა და ანჟის შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება, რომელიც კამერუნელი თავდამსხმელის სამუელ ეტო'ოს ტრანსფერს ეხება. მხარეები ჯერეჯერობით ვერ შეთანხმდნენ ფეხბურთელის ფასზე.

ხუთშაბათს მახაჩყალელებმა შეთავაზებული თანხა 24 მილიონ ევრომდე გაზარდეს, თუმცა იტალიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 29 მილიონ ევროს ითხოვენ.

ეს ჩვენი საბოლოო ფასია, - განაცხადა ინტერის ტექნიკურმა დირექტორმა მარკო ბრანკამ.
ნანახია: 591 | დაამატა: interista | თარიღი: 19.08.2011 | კომენტარი (4)

საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter