ორშაბათი, 29.04.2024, 07:58
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 09


მილანის "ინტერის” ტექნიკური დირექტორი, მარკო ბრანკა ადასტურებს, რომ მისი კლუბი მახაჩყალის "ანჟისთან” სამუელ ეტოოს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.
 დღეს, La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ანჟის” წარმომადგენლები მილანში არიან ჩასულები და "ინტერთან” მოლაპარაკებებს მართავენ. მახაჩყალელები მზად არიან კამერუნელი ვარსკვლავის სანაცვლოდ მილანელებს 30 მილიონი ევრო, თავად ფეხბურთელს კი წელიწადში 20 მილიონი ევრო გადაუხადონ.

"ინტერის” წარმომადგენელი, მარკო ბრანკა ადასტურებს, რომ "ანჟისთან” მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ იგი უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ეტოო დაღესტანში უახლოესი 48 საათის განმავლობაში გადაბარგდება.

"მახაჩყალელთა შემოთავაზება მოვისმინეთ, მაგრამ ეტოო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ვერ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 582 | დაამატა: interista | თარიღი: 09.08.2011 | კომენტარი (11)



იტალიურ სპორტულ პრესას თუ დავუჯერებთ, "ჯენოა” თანახმაა იურაი კუცკა "ინტერში” გაუშვას.

მილანელები თანახმანი არიან, რომ სლოვაკ ფეხბურთელზე უფლებების 50% გამოისყიდონ 8 მილიონ ევროდ, თუმცა მხარეები ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან, თუ რომელ გუნდში დაიწყებს მოთამაშე ახალ სეზონს.

გენუელთა პრეზიდენტს ენრიკო პრეციოზის სურს, რომ კუცკა კიდევ ერთი წლით დარჩეს მის გუნდში, თუმცა არც "ნერაძურისთვის” იქნება ეს ფეხბურთელი ზედმეტი.
ნანახია: 608 | დაამატა: interista | თარიღი: 09.08.2011 | კომენტარი (2)



27 წლის ჰოლანდიელ გამთამაშებელ ვესლი სნეიდერს მისი ტრანსფერის შესახებ დაუსრულებელი ლაპარაკი მობეზრდა და მანჩესტერულ კლუბებს შეუთვალა, ბოლოს და ბოლოს რომელიმემ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგითო.

"ინტერის" ვარსკვლავმა აღარ დამალა, რომ "ნერაძურის" ის გასაყიდთა სიაში ჰყავს შეყვანილი. სნეიდერმა თქვა:

"მე გასაყიდთა სიაში ვარ, რადგან "ინტერს" ფული სჭირდება, ოღონდ ამისათვის აუცილებელია მყიდველმა გუნდმა ადექვატური თანხა გადაიხადოს. კერძოდ რამდენი? ამას მე ნუ მეკითხებით, ტრანსფერების სპეციალისტი არ გახლავართ".

მოგეხსენებათ, ზაფხულის ორმა თვემ ისე ჩაიარა, რომ სნეიდერის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე ლაპარაკი არ შეწყვეტილა. შემდეგ, საქმე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 589 | დაამატა: interista | თარიღი: 09.08.2011 | კომენტარი (2)



კამერუნის ნაკრებისა და მილანის "ინტერის" თავდამსხმელი სამუელ ეტო'ო შესაძლოა "ანჟიში" უახლოეს 48 საათში გადავიდეს.

დღეს რუსული კლუბის ხელმძღვანელები მილანში ჩასვლას და იტალიელებთან მოლაპარაკების დაწყებას აპირებენ. ფეხბურთელის ტრანსფერის ფასი 30 მილიონ ევროს წარმოადგენს, ხოლო კამერუნელის ხელფასი ახალ კლუბში გადასვლის შემთხვევაში წელიწადში 20 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ "ანჟის" ადრეც უნდოდა ეტო'ოს შეძენა, თუმცა თავდამსხმელმა მახაჩყალელებს უარი უთხრა.
ნანახია: 612 | დაამატა: interista | თარიღი: 09.08.2011 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter