კვირა, 28.04.2024, 22:52
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 29


21 წლის იტალიელი ნახევარმცველი ანდრეა პოლი ინტერის ფეხბურთელი გახდა.

ანდრეა 1989 წლის 29 სექტემბერსაა დაბადებული და იტალიური ფეხბურთის ახალგაზრდა თაობის იმედისმომცემი წარმომადგენელია. მალე ყველა საკითხი მოგვარდება  ინტერსა და  სამპდორიას შორის და ფეხბურთელი არენდის წესით და გამოსყიდვის უფლებით ოფიციალურად გახდება ნერაძურის ფეხბურთელი.

თავად ფეხბურთელის პირველი კომენტარი ასეთია:

   ეს ნაბიჯი დიდი შანსია ჩემს ცხოვრებაში. მიხარია,რომ ჩემს კუმირთან, ხავიერ ძანეტისთან ერთად ვითამაშებ, ერთ გუნდში. იგი პროფესიონალიზმის განსახიერებაა და მინდა მას დავემსგავსო.
ნანახია: 688 | დაამატა: interista | თარიღი: 29.08.2011 | კომენტარი (12)



ჯერ კიდევ მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელმა დიეგო ფორლანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მალე იგი ინტერის მაისურს მოირგებს.

"მე უკვე ველაპარაკე ინტერში ჩემს მეგობრებს ესტებან კამბიასოსა და დიეგო მილიტოს. დიახ, ნამდვილად გადავდივარ ამ კლუბში.

სერია ა-ს, ტელევიზორში ნანახი მატჩებიდან ვიცნობ. მოხარული ვარ, რომ საკუთარი თავის გამოცდა ახალ ჩემპიონატშიც შემეძლება. პერმიერლიგისა და პრიმერა დივიზიონის შემდეგ იტალიაში წამოსვლა უკან გადადგმული ნაბიჯი ნამდვილად არაა.

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ინტერის პრეზიდენტს მასიმო მორატას, რომლის მეშვეობითაც აღმოვჩნდი აქ. დამიჯერეთ, დიდი გუნდები დღეს 32 წლის ფორვარდებს იშვიათად ყიდულობენ”-განაცხადა ფორლანმა.
ნანახია: 639 | დაამატა: interista | თარიღი: 29.08.2011 | კომენტარი (8)



"ინტერი" "კიევოსთან" ამხანაგურ მატჩში 2:3 დამარცხდა. მილანელთა მხრიდან თავი მილიტომ და პაცინიმ გამოიჩინეს.მატჩის შემდეგ ჯან პიერო გასპერინიმ ასეთი კომენტარი გააკეთა:

"კარგი მატჩი იყო, შედეგი არ ასახავს იმას რაც მოედანზე ხდებოდა. ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს. შედეგი ცოტა დამაბნეველია, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილი ვარ.

პროგრესი ნამდვილად იგრძნობა. გუნდმა კარგი ტემპით და სიზუსტით ითამაშა. მეორე ნახევარში უბრალოდ არ გაგვიმართლა, შედეგისთვის ბოდიშს ვიხდი,მაგრამ თამაშით კმაყოფილი ვარ. ტრანსფერები? სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამი დღე დრჩა, მე არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ " ინტერი" ამჟამად ძლიერია და ყოველთვის შეიძლება უფრო გაძლიერებაც, თავდასხმის ხაზი უნდა გაძლიერდეს.რათქმაუნდა მენეჯერები ძალას არ დაზოგავენ. იმედი გვაქვს, რომ " ინტერი" წელს გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე შარშან იყ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 677 | დაამატა: interista | თარიღი: 29.08.2011 | კომენტარი (6)



მოგეხსენებათ,რომ რომან აბრამოვიჩს სურს შეიძინოს ჰოლანდიელი ნახევარმცველი -ვესლი სნეიდერი. ასევე ვესლი სნეიდერის შეძენა უნდა "ჩელსის" დაუძინებელ მტერს-"მანჩესტერ იუნაიტედს" და "სიტის".

ცნობილმა გაზეთმა, The Mail-მა დღევანდელ ნომერში დაწერა, რომ "ინტერის" ხელმძღვანელობა იმ შემთხვევაში გაყიდის სნეიდერს თუ ლონდონის "ჩელსი" მათ მისცემს ფლორენტინ მალუდას და 27,5 მილიონს.

"ჩელსის" სურდა ლუკა მოდრიჩი ,მაგრამ მოლაპარაკებები სამწუხაროდ ჩაიშალა. ბოაშს ახლა ორი იმედიღა დაღჩა.იყიდოს მოუტინიო ან სნეიდერი!
ნანახია: 641 | დაამატა: interista | თარიღი: 29.08.2011 | კომენტარი (9)



"ინტერის" ინტერესთა სფეროში "პალერმოს" 32 წლის თავდამსხმელი ფაბრიციო მიკოლი მოხვდა. მილანელები სამუელ ეტო'ოს "ანჟიში" გადასვლის შემდეგ შემტევი ხაზის გაძლიერებას გეგმავენ.

პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით თავდამსხმელ დიეგო ფორლანის შეძენა იქნება, რომელიც "ატლეტიკოს" კონტრაქტის შეწყვეტაზე უკვე შეუთანხმდა.

მიკოლი სიცილიურ კლუბში 2007 წლიდან გამოდის, მაგრამ ბოლო დროს არაერთხელ გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სამუშაო ადგილის შეცვლის წინააღმდეგი არაა.
ნანახია: 665 | დაამატა: interista | თარიღი: 29.08.2011 | კომენტარი (6)



Marca-ს ცნობით, მადრიდის "ატლეტიკოს” თავდამსხმელი დიეგო ფორლანი კლუბს კონტრაქტის გაწყვეტაზე შეუთანხმდა და ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. გეცოდინებათ, ურუგვაელი მეგოლე მილანის "ინტერში” ჩარიცხვასთან ძალიან ახლოსაა. იტალიელები სამუელ ეტო’ოს შემცვლელად სწორედ ფორლანს მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, რომ "ნერაძურის” ხელმძღვანელები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბრუთელში 5 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ ფორლანი "ატლეტიკოს” შეუთანხმდა და იგი ყოველგვარი საფასურის გარეშე შეძლებს "ინტერში” გადასვლას.

სამხრეთამერიკელი თავდამსხმელი მადრიდულ კლუბში 2007 წელს 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ვილიარეალიდან” გადავიდა.
ნანახია: 661 | დაამატა: interista | თარიღი: 29.08.2011 | კომენტარი (3)



"ატლეტიკოს" თავდამსხმელი დიეგო ფორლანი უახლოეს ხანში მადრიდს დატოვებს, რათა "ინტერთან" მოლაპარაკებები დაასრულოს და სამედიცინო გამოკვლევა გაიაროს.

გუნდებმა შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს, "ინტერს" მხოლოდ ზოგიერთი ფინანსური საკითხის მოგვარება დარჩა. მის მომავალ კონტრაქტში სხვადასხვა ბონუსები იქნება გათვალისწინებული.

ხელშეკრულება ხუთწლიანი იქნება და ფორლანი წელიწადში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.
ნანახია: 604 | დაამატა: interista | თარიღი: 29.08.2011 | კომენტარი (5)



"ინტერის" სატრანსფერო პოლიტიკა მართლაც გაოცებას იწვევს, სამუელ ეტოოსთან განშორების შემდეგ, მასიმო მორატი კიდევ ერთ თავდამსხმელს, გორან პანდევს შეელია და მაკედონიელი "ნაპოლიში" გაუშვა.

როგორც ჩანს, "ნერაძურის" მესვეურებს დიდი სიურპრიზი აქვთ მომზადებული ტიფოზებისთვის, თორემ ასეთი შემადგენლობით და კონკრეტულად შეტევით, წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდებათ. ანუ, გამოდის, რომ ჯანპიერო გასპერინის განკარგულებაში მხოლოდ ორი მაღალი კლასის ფორვარდია: ჯამპაოლო პაცინი და დიეგო მილიტო. ამ უკანასკნელის მიმართ ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ასაკიდან გამომდინარე, დიდად ვერც მის იმედზე იქნება მთავარი მწვრთნელი.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ინტერის" პრეზიდენტი დიეგო ფორლანის ტრანსფერზე მადრიდის "ატლეტიკოს" მესვეურებს გაურიგდა, მაგრამ ეს ცნობა ჯერჯერობით არ დადასტურე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 561 | დაამატა: interista | თარიღი: 29.08.2011 | კომენტარი (2)

საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter