ორშაბათი, 29.04.2024, 00:07
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 25





რამდენიმე წუთის წინათ დასრულებულმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ფეხბურთის გულშემატკივრებს საინტერესო თამაშების ხილვის გარანტია მისცა. ცნობილი გახდა, რომ ევროპული ფეხბურთის გრანდები, "ბარსელონა" და "მილანი" ერთმანეთს უკვე ჯგუფურ ეტაპზე შეხვდებიან. საინტერესო იქნება "რეალისა" და "ლიონის" შეხვედრები. ბოლო 6 წლის განმავლობაში, ეს გუნდები ერთმანეთს მეხუთედ გადაეყარნენ.

ზედიზედ მესამედ მოხდა, რომ კატალონიის "ბარსელონა" მო ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 643 | დაამატა: inter | თარიღი: 25.08.2011 | კომენტარი (8)



The Guardian-ის ცნობით, ინგლისურმა "ნიუკასლმა” იტალიურ "ინტერს” ოფიციალური წინადადება გაუგზავნა, ნახევარმცველის, სალი მუნტარის შეძენის თაობაზე.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 26 წლის ფეხბურთელისგან პასუხი 48 საათის განმავლობაში უნდა გახდეს ცნობილი.

შეგახსენებთ, ინგლისურ პრემიერ-ლიგაზე მუნტარი უკვე გამოდიოდა "პორთსმუთისა” და "სანდერლენდის” შემადგენლობებში, ხოლო მილანში სათამაშოდ ის 2008 წელს გადავიდა.


ნანახია: 586 | დაამატა: interista | თარიღი: 25.08.2011 | კომენტარი (2)



ბუნებრივია, სამუელ ეტოოს შემცვლელის მოძებნა იყო საჭირო და როგორც ჩანს, მასიმო მორატიმ ამ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ახალი სეზონიდან "ნერაძურის” ღირსებას დიეგო ფორლანი დაიცავს.

ურუგვაის ნაკრების თვდამსხმელი მადრიდის "ატლეტიკოს” ღირსებას იცავს და დიდი ხანია დადის ხმები იმის შესახებ, რომ ესპანეთიდან აბარგებას აპირებს. "Gazzetta”-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში უჩვეულო მხოლოდ თანხაა, რომელიც მილანური გრანდის მესვეურებმა პირენეელებს უნდა გადაუხადონ - ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ ხუთ მილიონ ევროზე. როგორც "Gazzetta”-ს ჟურნალისტი ამტკიცებს, ფორლანი წინააღმდეგია კარიერა "ატლეტიკ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 606 | დაამატა: interista | თარიღი: 25.08.2011 | კომენტარი (2)


"დორტმუნდისა" და გერმანიის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი მარიო გიოტცე ტრავმირებულია,ინდუვუდუალური პროგრამით ვარჯიშობს და შეიძლება ბუნდესლიგის მომავალი ტურის მატჩი "ბაიერთან" ვერ ითამაშოს. მარიოს ყიდვა "ინტერს" უკვე გადაწყვეტილი აქვს და "დორტმუნდთან" მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს

ნანახია: 587 | დაამატა: interelia | თარიღი: 25.08.2011 | კომენტარი (4)





მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მილანის ინტერმა ერთი მეტად საინტერესო ფეხბურთელი დაიმატა,რომლის სახელიც რიკარდო გაბრიელე ალვარესი გახლავთ.ეს ბიჭი 23 წლისაა,პროფესიონალურ დონეზე აქამდე მხოლოდ "ველესში"ასპარეზობდა და თამაშის მანერით ბევრი თანამემამულე ხავიერ პასტორეს ადარებს,რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. ძალიან რომ არ გამიგრძელდეს,პირდაპირ ინტერვიუზე გადავალ,რომელიც "sky italias" ჟურნალისტმა ალვარსესს ნერიაძურაში მისვლიდან ორი თვის თავზე ჩამოართვა.

-პირველ ყოვლი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ინტერნაციონალე | ნანახია: 625 | დაამატა: interelia | თარიღი: 25.08.2011 | კომენტარი (3)



ხვალ მონაკოში გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა. გთავაზობთ იმ 22 გუნდის სიას , რომლებმაც უკვე მოიპოვეს აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება. შეგახსენებთ, რომ 22 გუნდი ავტომატურად (კოეფიციენტების შესაბამისად) მოხვდნენ გათამაშებაში, ხოლო დარჩენილი 10 გუნდი ჯერ კიდევ გადის საკვაიფიკაციო ეტაპს.

32 გუნდი 8 ჯგუფში გადანაწილდება, შესაბამისად თითო ჯგუფში ოთხი გუნდი იქნება. ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან ერთი ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილე გუნდები (მაგალითად "ინტერი" და "მილანი", "ბარსელონა" და "რეალი" და ა.შ.).


პოზიცია კლუბი კოეფიციენტი
1 FC Barcelona (ESP) 141.465
2 Manchester United FC (ENG) 151.157
3 Chelsea FC (ENG) 129.157
4 Real Madrid CF (ESP) 1 ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 611 | დაამატა: interista | თარიღი: 25.08.2011 | კომენტარი (2)



L’Equipe–ს ინფორმაციით, მილანის "ინტერის” თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ უარი განაცხადა ფრანგულ "პსჟ”–ში გადასვლაზე.

როგორც გაირკვა სამშაბათს მილიტო "პსჟ”ს მთავარ მწვრთნელს ესაუბრა ტელეფონით და ლეონარდო ბევრს ეცადა დაეყოლიებინა ფეხბურთელი პარიზში გადაბარგებაზე.

არგენტინელმა კი ლეონარდოს უარი განუცხადა და ამის მთავარ მიზეზად გუნდიდან სამუელ ეტოოს წასვლა დაასახელა. ფეხბურთელის აზრით, ახლა "ინტერის” ნომერ პირველი თავდამსხმელი სწორედ ის გახდება.
ნანახია: 605 | დაამატა: interista | თარიღი: 25.08.2011 | კომენტარი (4)



La Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, "ინტერმა” საბოლოოდ მიაღწია შეთანხმებას ესპანუე "ატლეტიკოსთან” დიეგო ფორლანის ტრანსფერთან დაკავშირებით.

როგორც გაირკვა ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროა, რომლის გადახდაც 48 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს.

მოსალოდნელია, რომ ურუგვაელმა მხოლოდ 2 სეზონის განმავლობაში ითამაშოს "ინტერში”, სადაც ის წელიწადში გასამრჯელოს სახით 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.

დიეგო ფორლანს სამუელ ეტოს საუკეთესო შემცვლელად მიიჩნევენ მილანში.
ნანახია: 581 | დაამატა: interista | თარიღი: 25.08.2011 | კომენტარი (3)



"ანჟისთან” სამუელ ეტოოს ტრანსფერის წარმატებით განხორციელების შემდეგ, "ინტერის” ხელმძღვანელობა ახალი ფეხბურთელების შეძენით არის დაინტერესებული.

გუნდის ამჟამინდელი სამიზნე მოგეხსენებათ დიეგო ფორლანია, რომლის გადასვლა-არგადასვლის საკითხი ზუსტად 48 საათში უნდა გადაწყდეს.

გარდა ფორლანისა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯანპიერო გასპერინი "ჯენოას” იმ ორი ფეხბურთელის შეძენასაც გეგმავს, რომლებთანაც მას უკვე ნამუშევარი აქვს.

Football Italia-ს ცნობით, "ინტერის” ახალწვეული "ჯენოას” ნახევარმცველი იურაი კუცკა გახდება, თუმცა კი მის ტრანსფერს ის ფაქტი ართულებს, რომ ენრიკო პრეციოზის მისი კიდევ ერთი წლით დატოვება სურს გუნდში.

რაც შეეხება როდრიგო პალასიოს, მისი ტრანსფერი "ინტერიდან” გორან პანდე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 601 | დაამატა: interista | თარიღი: 25.08.2011 | კომენტარი (3)



"ლივერპულის" ჰოლანდიელმა შემტევმა დირკ კიუიტმა "ინტერის" შემოთავაზება უარყო და განაცხადა, რომ "ლივერპულში" ბედნიერია, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

ფეხბურთელის აგენტი, რობ იანსენი აცხადებს, რომ "ინტერს" სურს ეტოოდან მიღებული თანხა გამოიყენოს და დირკ კიუიტი სათამაშოდ იტალიაში წაიყვანოს.

თავად დირკ კიუიტი კი ყველაფერს უარყოფს და აცხადებს, რომ ის ბედნიერია "ლივერპულში" თამაშით და არსად წასვლას არ აპირებს.

"მე სამი თვის წინ გუნდთან 2 წლიანი კონტრაქტი ტყუილად არ გამიფორმებია. თუ მე ამ კონტრაქტს გავწყვიტავ და გუნდს დავტოვებ კონტრაქტი არაფერს არ ნიშნავდეს იქნება” – განაცხადა დირკმა.

მართალია კიუიტმა "არსენალთან" შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ გახნით მატჩში ის სათადარიგო სკამზე იჯდა.

"შეიძლება ხალხი ფიქრობს, რომ მე ამის გამო შეიძლება გუნდი დ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 720 | დაამატა: interista | თარიღი: 25.08.2011 | კომენტარი (2)

საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter