ორშაბათი, 29.04.2024, 08:33
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 07


იტალიური სპორტული გაზეთები წალეკა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ სამუელ ეტოოსა და ჯანპიერო გასპერინის შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა და არ არის გამორიცხული, კამერუნელმა სხვა გუნდში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღოს.

"La Gazzetta Dello Sport-ის" ცნობით, გასპერინი ეტოოს გარემარბის პოზიციაზე გამწესებას უპირებს, კამერუნელს კი როგორც ყოველთვის ცენტრფორვარდობა ურჩევნია. 

შეგახსენებთ, რომ ეტოო თავდამსმელის პოზიციაზე ლეონარდომ გადაიყვანა და შედეგად, გასულ სეზონში ორ ათეულზე მეტი გოლი გაიტანა.

გასპერინისთან მომდარ კონფლიქტს აფრიკელი უარყოფს:
"გასპერინისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და კონფლიქტი კი არა, შელაპარაკება რაა, ისიც კი არ მოგვსვლია - ახალ მთავარ მწვრთნელს შესანიშნავად შევეწყვე და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთად კიდევ დიდ ხანს მოგვიწევს მუშაობა. რატომ დაირხა ეს ხმები? - ალბათ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 615 | დაამატა: interista | თარიღი: 07.08.2011 | კომენტარი (1)



"ინტერის" ტექნიკურმა დირექტორმა მარკო ბრანკამ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.

"სნეიდერის თაობაზე "მანჩესტერ სიტი" დაგვიკავშირდა თუ არა? გასაგებია, რომ როდესაც მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მოთამაშე ხარ, კლუბების მხრიდან შემოთავაზებები მუდმივად არის.

იმ თანხაზე საუბარი, რომლის მიღებაც მის სანაცვლოდ გვსურს, არ ღირს. "ინტერი" უესლის გულშია, ასე რომ, ალბათ ის და ეტოოც დარჩებიან.

როგორც უნდა იყოს, "ინტერი" არავის დაიჭერს. ამასთან, არც იმ ფეხბურთელებს გავყიდით, რომლებიც კლუბში თავს შესანიშნავად გრძნობენ", - განაცხადა ინტერის ტექნიკურმა დირექტორმა.
ნანახია: 585 | დაამატა: interista | თარიღი: 07.08.2011 | კომენტარი (4)



"ინტერის" მთავარი მწვრთნელი ჯანპიერო გასპერინი იტალიის სუპერთასის შეხვედრაში "მილანთან" (1:2) დამარცხების მიუხედავად თავისი გუნდის თამაშით მაინც კმაყოფილი დარჩა.

"მეორე ტაიმში დაცვაში პირველზე უფრო ცუდად ვითამაშეთ. საწყენია, რომ ვიგებდით და საბოლოო ჯამში დავმარცხდით. რომ გვცოდნოდა, მეორე ტაიმის დასაწყისში შეხვედრის ტემპი როგორ გვეკონტროლებინა... ნებისმიერ შემთხვევაში შესანიშნავი გამოცდილება მივიღეთ, მოხარული ვართ იმ მხარდაჭერის გამო, რომელიც ჩინეთში ჩამოსულმა ჩვენმა გულშემატკივრებმა გაგვიწიეს. საერთო ჯამში კარგი მატჩი ჩავატარეთ, განსაკუთრებით პირველი ტაიმი, მაგრამ მოგება ვერ შევძელით", -განაცხადა გასპერინიმ.

გასპერინიმ იმ ინფორმაციის შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმადაც სნეიდერი კარიერას ინგლისში გააგრძელებს. "ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 573 | დაამატა: interista | თარიღი: 07.08.2011 | კომენტარი (4)



Sky Sports-ის ცნობით, "ინტერის" ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი "მანჩესტერ სიტიში" არ გადავა, მიუხედავად იმისა, რომ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, იტალიის სუპერთასზე "მილანთან" მატჩი ნერაძურიში ჰოლანდიელისთვის უკანასკნელი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ La Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტიმ" სნეიდერის ტრანსფერთან დაკავშირებით "ინტერთან" შეთანხმებას მიაღწია და გარიგება 36 მილიონ ევროს შეადგენს. გაზეთის თანახმად, თავად ფეხბურთელი, რომლის მომავალსაც დიდი ხნის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედსაც" უკავშირებდნენ, კონტრაქტით წლიურ 6 მლნ ევროს მიიღებს.


ნანახია: 556 | დაამატა: interista | თარიღი: 07.08.2011 | კომენტარი (1)



კვლავ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ქვეყნდება ჰოლანდიელი უესლი სნეიდერის შესახებ. როგორც Sky Sports-ი იუწყება, მილანის "ინტერის” მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ განაცხადა, რომ სნეიდერის ბედი შემდეგ კვირას გადაწყდება, იტალიურ გუნდში მოთამაშე ფეხბურთელი კი, "მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლითაა დაინტერესებული (ინგლისური კლუბი მასში 35 მილიონ ევროს იხდის და სნეიდერი პოლ სქოულზის ჩასანაცვლებლად უნდა).
27 წლის ფეხბურთელი მომავალი ტრასფერის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, ფერგიუსონი კი, ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
სნეიდერმა გუშინ გამართულ იტალიის სუპერთასზე, რომელიც "ინტერმა” "მილანთან” 1:2 წააგო, ანგარიში გახსნა. მატჩის ბოლოს 53 წლის გასპერინიმ ასეთი რამ თქვა: "...რაც შეეხება ჭორებს სნეიდერის წასვლის შესახებ, ამაზე მომავალ კვირას ვისა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 667 | დაამატა: interista | თარიღი: 07.08.2011 | კომენტარი (1)

საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter