ორშაბათი, 29.04.2024, 06:36
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 30


მილანის "ინტერის" ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა სამუელ ეტო'ოს მახაჩყალის "ანჟიში" გადასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"სამუელი უკვე 30 წლისაა. მან საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა და თან არაერთხელ. ჩემ ასაკში მე არ წავიდოდი რუსეთში, მაგრამ ეტო'ოსი კარგად მესმის", - განაცხადა სნეიდერმა.
ნანახია: 922 | დაამატა: interista | თარიღი: 30.08.2011 | კომენტარი (27)




დიეგო ფორლანი მილანის ინტერთან კონტრაქტის გასაფორმებლად იტალიაში ჩაფრინდა.

ეჭვგარეშეა, რომ ურუგვაელი ფორვარდის ტრანსფერი წარმატებით შედგება. ფორლანი უკვე გამოემშვიდობა ატლეტიკოს გულშემატკივრებს, დღეს საჭირო დეტალები მოგვარდება და ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება დიეგოს ნერაძურიში გადასვლასთან დაკავშირებით.

აქ ვარ, რათა ინტერთან ერთად გავაგრძელო გამარჯვებები. ჩემი მიზანია- ვითამაშო და გავიტანო რაც შეიძლება ბევრი. – საუბრობს ფორლანი.

 მინდა მადლობა გადავუხადო მასიმო მორატის და ინტერს, ჩემთვის ასეთი ბრწყინვალე შესაძლებლობის მოცემისთვის. ძალიან მიხარია, რომ ამ ფანტასტიკურ გუნდში ვითამაშებ”.

ნანახია: 614 | დაამატა: interinio | თარიღი: 30.08.2011 | კომენტარი (5)




იტალიური ინტერის ნახევარმცველი ვესლი სნეიდერის შესახებ ჭორები არ წყდება. ამ ტრანსფერით თავიდან მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდებოდა, თუმცა გარიგება ჩაიშალა. მიზეზი კი, სნეიდერის მოთხოვნაა ხელფასთან დაკავშირებით. იგი კვირაში 250 000 ფუნტს ითხოვდა, ამის გამო კი ტრანსფერი ჩაიშალა. შემდეგ სნეიდერით დაინტერესდა ლონდონის "ჩელსი", თუმცა ინტერის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სნეიდერი რჩებოდა კლუბში. მაგრამ როგორც ჩანს კიდევ ერთი ლონდონური კლუბი იბრძოლებს ჰოლანდიელი ნახევარმცველის შესაძენად და ეს გუნდი ლონდონის არსენალია.

 მანჩესტერ იუნაიტედთან წაგების შემდეგ(8-2) ლონდონის არსენალმა გადაწყვიტა გაძლიერება, ხოლო მათი აზრით კლუბს სნეიდერი დაეხმარება გაძლიე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 730 | დაამატა: interista | თარიღი: 30.08.2011 | კომენტარი (12)



"ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ ანდრეა პოლის და დიეგო ფორლანის შეძენით კლუბმა დახურა სატრანსფერო ფანჯარა.

"შესაძლოა ფორლანისა და პოლის შეძენა ბოლო იყოს ამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება.
პალასიო? მე არა მგონია, რომ ის ჩვენთან გადმოვიდეს. დიეგო ფორლანი ძალიან უხდება ჩვენი გუნდის თამაშის სტილს, ბოლო წლებში მან ძალიან ბევრს მიაღწია როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე".

ჯან პირო გასპერინის შესახებ:

"ახალ მწვრთნელს უბრალოდ სხვა მიდგომა აქვს საქმესთან, მაგრამ ჩვენ გვჯერა მისი. დაცვაში თამაში არ უნდა იყოს პრობლემა ჩვენთვის, ფეხბურთელებმა უნდა მიიღონ სიამოვნება თამაშისგან და ყველაფერი კარგად იქნება. მაშინაც თუ რამე არასწორად წავა, მწვრთნელი არ გადადგება", - განაცხადა მორატიმ.
ნანახია: 580 | დაამატა: interista | თარიღი: 30.08.2011 | კომენტარი (10)



სანტონს ერთი ნაბიჯიღა აკლია "ნიკუსლში" გადასასვლელად. დღეს იტალიელმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება ახალ კლუბში, რის შემდეგაც ფეხბურთელი 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მოსალოდნელია, რომ დღეს კლუბები ყველაფერზე შეთანხმდებიან. ამ ტრანსფერით "ინტერი" 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს (6 მილიონი ევრო) პლიუს ბონუსები.

FcInterNews შეეცადა ფეხბურთელის აგენტთან დაკავშირებას, მაგრამ აგენტი არ მდებარეობს იტალიაში და არ პასუხობს ტელეფონს.
ნანახია: 598 | დაამატა: interista | თარიღი: 30.08.2011 | კომენტარი (6)



"ინტერის" ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა გუნდის ყოფილი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს დაცვა გადაწყვიტა. 27 წლის ფეხბურთელის თქმით, ბევრ კრიტიკოსს უბრალოდ არ ესმის პორტუგალიელი სპეციალისტის იმიტომ, რომ მასთან არ უმუშავია.

"მოურინიოსნაირ ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ. მესმის უმრავლესობის აზრი ჟოზესთან დაკავშირებით, თუმცა ამას არ ვეთანახმები. ხალხი, რომელიც არასდროს არ მუშაობდა მოურინიოსთან მას ვერ გაუგებს.

ის ყოველთვის მართალია საკუთარ თავთან. დარწმუნებული ვარ ჟოზე წუხს იმის გამო, რაც გააკეთა "ბარსელონასთან" შეხვედრაში, მაგრამ ამას არასდროს არ აღიარებს. მოურინიო მართლაც კარგი ადამიანია. ჩემი აზრით მას ესმის, რომ ამჯერად შორს შეტოპა", - განაცხადა სნეიდერმა.
ნანახია: 808 | დაამატა: interista | თარიღი: 30.08.2011 | კომენტარი (6)



"ატლეტიკოს" თავდამსხმელი დიეგო ფორლანი, რომელიც უახლოეს ხანში "ინტერის" მოთამაშე გახდება, მილანურ კლუბში გადასვლაზე საუბრობს.

"მსურს "ინტერს" და პირადად მის პრეზიდენტს მასიმო მორატის მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ შანსი მომცეს. ძალიან მიხარია, რომ ისეთ ფანტასტიკურ გუნდში ვითამაშებ, როგორიც "ინტერია". ძანეტის და კამბიასოს უკვე ვესაუბრე და შემიძლია ვთქვა, რომ აქ ბედნიერი ვარ. რაც შეეხება ეტო'ოს, ის შესანიშნავი ყმაწვილი და ფეხბურთელია.

აქ იმისთვის მოვედი, რათა "ინტერთან" ერთად გამარჯვებები განვაგრძო. მსურს ამ გუნდთან ერთად რაც შეიძლება მეტი გავიტანო", - განუცხადა ფორლანმა "ინტერის" ოფიციალურ საიტს.

მოსალოდნელია, რომ დღეს ფორლანი და "ინტერი" მისი გადასვლის ბოლო ფორმალობებს შეათანხმებენ, რის შემდეგაც ურუგვაის ნაკრების მოთამაშე "ნერაძურის" ფეხბურთელის ამპლუაში ოფიციალურად წარდგე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 597 | დაამატა: interista | თარიღი: 30.08.2011 | კომენტარი (5)



"ინტერის” ჰოლანდიელი ნახევარმცველი უესლი სნეიდერი აცხადებს, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონის განმავლობაში არ აპირებს გუნდის დატოვებას.

"ჯერჯერობით არ მიმიღია გადაწყვეტილება "ინტერის” დატოვების შესახებ. ვფიქრობ, რომ კიდევ შეიძლება აქ დარჩენა და ძალების მოსინჯვა, დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს”.

შეგახსენებთ, სნეიდერის გუნდში დარჩენაზე, კლუბის პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმაც განაცხადა.
ნანახია: 569 | დაამატა: interista | თარიღი: 30.08.2011 | კომენტარი (5)

საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter