ორშაბათი, 29.04.2024, 00:14
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 26


"ინტერის” კაპიტანი ხავიერ ძანეტი კომენტარს აკეთებს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე და აცხადებს, რომ მის გუნდს ყველა ღირსეული მეტოქე ეყოლება.

38 წლის ფეხბურთელის აზრით, არცერთი მატჩი არ იქნება ადვილი. აქვე შეგახსენებთ, B ჯგუფში "ინტერის” გარდა "ლილი”, "ცსკა” და "ტრაპზონსპორი” მოხვდა.

"ჩვენ ამ ბოლო პერიოდში ხშირად გვიწევს რუსებთან მატჩები. რას ვიზავთ, ჯგუფი საკმაოდ მრავალფეროვანია და ვერ ვიტყვი რომ ადვილი გასავლელი იქნება. თითოეული გუნდი თავის მხრივ გაგვაკვირვებს.

მოგვიწევს თითოეული თამაშისთვის ინდივიდუალურად მომზადება. "ლილი” საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონია, თურქეთში გუნდებს შეუდარებლად გულშემატკივრობენ, ხოლო რუსეთთან ხუმრობა არ გაგვივა”.
ნანახია: 643 | დაამატა: interista | თარიღი: 26.08.2011 | კომენტარი (8)



La Gazetta Dello Sport-ის ცნობით, იტალიის ჩემპიონატის პირველი ტური, რომელიც 27-28 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო, გაურკვეველი ვადით გადადებულია. ამის მიზეზი ლიგის ხელმძღვანელებისა და ფეხბურთელთა ასოციაციის შეუთანხმებლობაა. ფეხბურთელებს შეთანხმების 2012 წლის ივნისამდე გახანგძლივება სურდათ, მაგრამ უარი მიიღეს. საბოლოოდ, მათ გაფიცვა გადაწყვიტეს და იტალიის სერია A-ს პირველი ტური გადაიდო.

სავარაუდოდ, ჩემპიონატი 10-11 სექტემბერს დაიწყება.
ნანახია: 609 | დაამატა: interista | თარიღი: 26.08.2011 | კომენტარი (6)



მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა დიეგო ფორლანმა "ინტერთან" პირადი ხელშეკრულების დეტალები შეათანახმა.

კლუბებს შორის მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულების შემთხვევაში ურუგვაიელი თავდამსხმელი ახალ კლუბში წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს.

ფორლანის ფიქსირებული ხელფასი 3.5 მილიონი ევრო იქნება, ხოლო დანარჩენ 500 ათას ევროს ურუგვაელი კარგი თამაშის შემთხვევაში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ადრე "ატლეტიკო" მზად იყო ფეხბურთელი "ინტერში" 5 მილიონ ევროდ გაეყიდა.

გასულ სეზონში ურუგვაელმა თავდამსხმელმა ესპანეთის ჩემპიონატში 32 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
ნანახია: 559 | დაამატა: interista | თარიღი: 26.08.2011 | კომენტარი (5)



როგორც ჩანს მილანის ინტერისთვის ეზეკიელ ლავეცის შეძენა ძვირი ფუფუნებაა.

სამუელ ეტო’ო-ს ანჟიში გაშვების შემდეგ ნერაძური ახალ თავდამსხმელს ეძებს. ერთ-ერთ კანდიდატად კი სწორედ ნაპოლის არგენტინელი ფორვარდი განიხილება.

"თუკი ინტერს ლავეცის შეძენა მართლაც სურს მაშინ მათ 32 მილიონის გადახმა მოუწევთ. მე ამის შესახებ უკვე ველაპარაკე მასიმო მორატის და მან განაცხადა, რომ ეს თანხა მათთვის ბევრია, ამიტომ ტრანსფერი არ შედგება”-განაცხადა ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა.
ნანახია: 653 | დაამატა: interista | თარიღი: 26.08.2011 | კომენტარი (5)


მილანის "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მილანში, ტრაბზონსპორს დაუპირისპირდება 14 სექტემბერს...

ეს კი "ინტერის" მთლიანი განრიგი:

ოთხშაბათი, 14 სექტემბერი: "ინტერი" - "ტრაბზონსპორი";

სამშაბათი, 27 სექტემბერი: "ცსკა" - "ინტერი";

სამშაბათი, 18 ოქტომბერი: "ლილი" - "ინტერი";

ოთხშაბათი, 2 ნოემბერი: "ინტერი" - "ლილი";

სამშაბათი, 22 ნოემბერი: "ტრაბზონსპორი" - "ინტერი";

... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 614 | დაამატა: interista | თარიღი: 26.08.2011 | კომენტარი (4)

 
ესპანეთში მოწყობილ ფეხბურთელების გაფიცვას,რომლის გამო გამოც პრიმერა დივიზიონის 1 ტური დეკემბრისთვის გადაიდო და ლა ლიგა სტარტს ამ უქმეებზე აიღებს,იტალიაშიც მიბაძეს. ოღონდ თუ ესპანეთში ფეხბურთელები გაიფიცნენ კლუბების წინააღმდეგ,აქ პირიქით,კლუბები დაუპირისპირდნენ მოთამაშეებს და გუშინწინ, სერია a_ს კლუბების ხელმძღვანელებმა გაფიცვა გამოაცხადეს. ამ ყველაფერში მხოლოდ ორი კლუბი,"სიენა" და "კალიარი" არ მონაწილეობს, 18 საფეხბურთო სუბიექტი კი კაბალურ საგადასახადო პირობებსა და საფეხბურთო პროფკავშირის მიერ დადგენილ რამდენიმე ნორმას აპროტესტებს. კერძოდ,იმ უფლებების ჩამორთმევაზე,რომელიც კლუბის ხელმძღვანელობას პრიორიტეტს ანიჭებდა ერთპიროვნული გადაწყ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 637 | დაამატა: interelia | თარიღი: 26.08.2011 | კომენტარი (2)

საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter