კვირა, 28.04.2024, 23:02
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 18


ესპანური "მალაგას” ყატარელმა შეიხმა აბდულა ალ-ტანიმ AS-თან საუბარში კლუბის სამომავლო გეგმები გაამხილა. ანდალუსიელებმა ისედაც მრავლად იყიდეს ცნობილი ფეხბურთელები, მაგრამ შეიხი რისი შეიხია, ამაზე გაჩერდეს.

"ჩვენი მიზანი "მალაგას” სუპერგუნდად გადაქცევაა. კლუბი ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესო უნდა გახდეს და პლუს, ჩემპიონთა ლიგის, ან ევროპის ლიგის მოგება უნდა შეეძლოს. მაინცდამაინც არ ვღელავ ტრანსფერში დახარჯულ ფულზე. შეგვიძლია, 60 მილიონი ევრო ათ ფეხბურთელში გადავიხადოთ, ხოლო 60 მილიონზე მეტი – ერთ ფეხბურთელში. სამომავლოდ სამუელ ეტოოს, ვესლი სნეიდერისა და რაულის გადმოყვანას ვაპირებთ. აქვე გეტყვით, ჩვენი მოსვლის შემდეგ, ”მალაგას” მაისურები ცხრაჯერ მეტი იყიდება” – განაცხადა ალ-ტანიმ.



ნანახია: 607 | დაამატა: interista | თარიღი: 18.08.2011 | კომენტარი (3)



"ინტერის" თავდამსხმელის სამუელ ეტო'ოს სამედიცინო გამოკვლევა, რომლითაც ის "ანჟიში" უნდა გადასულიყო, კვლავ გადაიდო.

კამერუნელი სამედიცინო გამოკვლევას მას შემდეგ გაივლის, რაც კლუბები ტრანსფერის დეტალებს საბოლოოდ შეათანხმებენ.

შეგახსნებთ, რომ გუშინ გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს"ანჟი" ეტო'ოს სანაცვლოდ 22 მილიონ ევროზე მეტის გადახდას გეგმავს, მაშინ როდესაც "ინტერი" ფორვარდის გაყიდვიდან დაახლოებით 30 მილიონი ევროს გამომუშავებას აპირებს.
ნანახია: 578 | დაამატა: interista | თარიღი: 18.08.2011 | კომენტარი (1)



მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ პირობა დადო, რომ მეტოქის კარში გოლებს ისევ გაიტანს, როგორც ამას 2009\2010 წლების სეზონში აკეთებდა.

"კლუბის გულშემატკივრებს ნერვიულობის საბაბი არ უნდა ჰქონდეთ. მე ისევ გავიტან გოლებს და გუნდს გამარჯვებებს მოვუტან", - განაცხადა მილიტომ.

მილიტომ ასევე დაამატა, რომ ახალ სეზონში "მილანს" და "იუვენტუსს" უნდა უფრთხოდნენ, რადგან სწორედ ეს გუნდები იქნებიან "ინტერის" მთავარი კონკურენტები სკუდეტოსთვის ბრძოლაში.

"მილანს" პატივს ვცემ, მაგრამ მაინც შევეცდებით ვაჯობოთ. რაც შეეხება "იუვენტუსს", არ ვიცი ამ გუნდისგან რას უნდა ველოდოთ, თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ ტურინელებთან სიფრთხილე გვმართებს. "ბებერმა ქალბატონმა" აგუეროს გადაბირება ვერ მოახერხა, რომელიც გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლაშ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 586 | დაამატა: interista | თარიღი: 18.08.2011 | კომენტარი (4)



საფეხბურთო იტალია სატრანსფერო ციებ-ცხელებაშია ჩართული და სპორტულ პრესაში მეტწილად შემდგარი თუ შესაძლო გარიგებების შესახებ იწერება. უკვე არაერთი მსუყე ტრანსფერი გაიჩარხა და დიდია შანსი, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო საინტერესო ტრანსფერების შესახებ შევიტყოთ.

გუშინაც აღვნიშნეთ, რომ სამუელ ეტოოს "ინტერიდან” "ანჟიში” გადაბარგების ამბავი ყურადღების ცენტრშია მოქცეული და ამასთან დაკავშირებით, ყოველდღიურად ახალ-ახალი ცნობები ვრცელდება. ბოლო ინფორმაციით, "ანჟის” მესვეურები უკვე მილანში არიან და მასიმო მორატისთან უშუალოდ აწარმოებენ მოლაპარაკებებს. თუ "La Gazzetta dello Sport”-ს დავუჯერებთ, მაქსიმუმ ორ დღეში ეტოოს მახაჩკალურ გუნდში გადაბარგების ამბავი ოფიციალურად დადასტურდება. ეს ერთი, ყველაზე ხმაურიანი გარიგების ამბავი, ქ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 593 | დაამატა: interista | თარიღი: 18.08.2011 | კომენტარი (2)

საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter