ორშაბათი, 29.04.2024, 07:54
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 10


მადრიდის "რეალი” ელოდება "ლივერპულისა” და მილანის "ინტერის” შემოთავაზებას არგენტინელის შეძენასთან დაკავშირებით.

ფერნანდო გაგო სულ ახლახან დაუბრუნდა მადრიდის "რეალს”. ფეხბურთელი მის მშობლიურ ქვეყანაში, არგენტინაში იმყოფებოდა.

ესპანური გამოცემა "მარკას” თქმით "ლივერპული” და მილანის "ინტერი” აგვისტოს თვეში შეეცდებიან არგენტინელის შეძენას.

ფერნანდოს ძალიან უნდა მის მშობლიურ "ბოკა ხუნიორსში” დაბრუნება, თუმცა ნახევარმცველი აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ რეალურად 7 მილიონი საკმაოდ ძვირია არგენტინული გრანდისათვის.
ნანახია: 557 | დაამატა: interista | თარიღი: 10.08.2011 | კომენტარი (4)



როგორც ჩანს ინტერის არგენტინელი ცენტრ ფორვარდი, დიეგო მილიტო ახალი მწვრთნელით კმაყოფილია.

დიეგოს ადრეც უწევდა მასთან მუშაობა როდესაც ის ჯენოას ღირსებას იცავდა, სადაც მათ ერთად მიაღწიეს ევროპა ლიგის გათამაშებამდე. "მე ძალიან კარგად ვიცნობ გასპერინის – ციტირებს მის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი. – ბედნიერი ვარ, რომ ის ახლა ინტერის მწვრთნელია, მან ნამდვილად დაიმსახურა დიდ კლუბში მუშაობა. სადაც კი უმუშავია, ყველგან ყველაფერი გამოსდიოდა. ის უმაღლესი დონის სპეციალისტია და მე და ჩემი თანაგუნდელები ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად.”
ნანახია: 619 | დაამატა: interista | თარიღი: 10.08.2011 | კომენტარი (7)



მილანის "ინტერი" ამ ზაფხულს არგენტინელი თავდამსხმელის დიეგო მილიტოს გაყიდვას აპირებს.

32 წლის ფორვარდით "გალათასარაის" გარდა ყაზანის "რუბინიც" ინტერესდება.

შეგახსენებთ, რომ "ინტერის" მეორე თავდამსხმელი სამუელ ეტო'ო შესაძლოა მახაჩყალის "ანჟიში" გადავიდეს.
ნანახია: 601 | დაამატა: interista | თარიღი: 10.08.2011 | კომენტარი (6)



მილანის "ინტერი" "ნაპოლის" თავდამსხმელით ესეკილ ლავესით დაინტერესდა. მილანელები ეტო'ოს შემცვლელად სწორედ 26 წლის არგენტინელს მიიჩნევენ. შეგახსენებთ, რომ კამერუნელი შესაძლოა მახაჩყალის "ანჟიში" გადავიდეს.

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები "ნაპოლის" პრეზიდენტთან აურელიო დე ლაურენტისთან.
მოსალოდნელია, რომ ტრანსფერის ფასი 31 მილიონი ევრო იქნება.

ასევე შესაძლებელია გარიგებაში "ინტერის" ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი ჩართონ, კერძოდ კი გორან პანდევი, მაკდონალდ მარიგა ან დავიდ სანტონი.
ნანახია: 641 | დაამატა: interista | თარიღი: 10.08.2011 | კომენტარი (4)



ვესლი სნეიდერის ტრანსფერი ოლდ ტრაფორდზე ალბათ ამ საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის ერთერთი უმთავრესი მოვლენა იყო.არ ყოფილა გამოცემა,რაიმე ჭორი არ შეეთღზა ამის შესახებ და საბოლოოდ დაუსრულებელი მოთხრობა მივიღეთ.ამჯერად სნეიდერის ტრანსფერს უკვე ინგლისის ნომერ პირველი გამოცემა - SkySport ავრცელებს.მინდა შეგახსენოთ,რომ ამ გამოცემამ ასევე იწინასწარმეტყველა ეშლი იანგის,ფილ ჯონსის და დავიდ დე ჰეას ტრანსფერი მანჩესტერ იუნაიტედში და რამოდენიმე დღეში გამართლდა კიდევაც.

27 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი,არცაა გასაკვირი და მანჩესტერ სიტის ერთერთი უმთავრესი სამიზნეც იყო.სნეიდერი კი არჩევანის წინაშე დადგა - გადასულიყო გუნდში რომელიც თანაქალაქელებთან სუპერთასის ფინალში აგებს,თუ იუნაიტედში,რომელიც წელს არ ტოვებს ტიტულის გარეშე.სნეიდერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ფულს ტიტულები ამჯობინა.

... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 719 | დაამატა: interista | თარიღი: 10.08.2011 | კომენტარი (7)



საოცარი ინფორმაცია გაავრცელეს გუშინ იტალიურმა სპორტულმა სააგენტოებმა, რომლის მიხედვითაც პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ სამუელ ეტოო კარიერას მახაჩკალის "ანჟიში" გააგრძელებს.

დიახ, არ მოგესმათ, თურმე ბოლო ორი კვირის განმავლობაში "ინტერისა" და "ანჟის" მესვეურები მოლაპარაკების აქტიურ ფაზაში არიან ჩაბმულნი და შეთანხმებმდეც აღარაფერი უკლიათ. რაც მთავარია, რუსული კლუბის მესვეურები უკვე შეუთანხმდნენ თავად ფეხბურთელს და ამას ეტოოს პირადი აგენტი კლაუდიო ვიგორელი ადასტურებს:

"დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ "ანჟისა" და "ინტერის" მესვეურებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული. რუსული კლუბი ჩემი კლიენტის გადაბირებითაა დაინტერესებული და მათი წინადადება სიამოვნებით განვიხილეთ. რა ვუპასუხეთ? – დასამალია არაფერია, სულ მცირე დეტალებს ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 654 | დაამატა: interista | თარიღი: 10.08.2011 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter