ოთხშაბათი, 15.05.2024, 11:10
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 21 » ალეგრი: ეტო'ოს წასვლა "ინტერის" საჩემპიონო შანსებს ვერ დააკნინებს
12:28
ალეგრი: ეტო'ოს წასვლა "ინტერის" საჩემპიონო შანსებს ვერ დააკნინებს


"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილანო ალეგრიმ განაცხადა, რომ "ინტერი" კვლავაც დარჩება კონკურენტუნარიანად და სკუდეტოს მოპოვების ერთერთ მთავარ პრედენდენტად, მიუხედავად იმისა, წავა თუ არა მისი რიგებიდან სამუელ ეტო"ო.

43 წლის სპეციალისტის აზრით, ასეთი ძლიერი ფორვარდის დაკარგვა უკვალოდ არ ჩაივლის, თუმცა ალეგრის სჯერა, რომ "ნერაძურის" ხელმძღვანელობა კამერუნელის დონის სხვა ფეხბურთელის შეძენაზე იზრუნებს.

"ეტო'ო – უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ის ქარიზმატული მოთამაშეა, რომელსაც საკუთარ თავზე ინიციატივის აღება მძიმე წუთებში შეუძლია.

ეჭვგარეშეა, მისი წასვლით "ინტერი" დაზარალდება და ეს ლოგიკურიცაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მის ადგილს სხვა მაღალი კლასის ფეხბურთელი დაიკავებს. გუნდში ალბათ დარჩება ვესლი სნეიდერიც და ეჭვები იმაზე, რომ ამ გუნდს იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაუჭირდება, უსაფუძვლოა", - განაცხადა ალეგრიმ.
ნანახია: 558 | დაამატა: interista | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
1 inter  
0

2 inter  
0
no coments

3 inter  
0

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter