სამშაბათი, 14.05.2024, 10:29
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 25 » ჩემპიონთა ლიგის წილისყრა
22:06
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა





რამდენიმე წუთის წინათ დასრულებულმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ფეხბურთის გულშემატკივრებს საინტერესო თამაშების ხილვის გარანტია მისცა. ცნობილი გახდა, რომ ევროპული ფეხბურთის გრანდები, "ბარსელონა" და "მილანი" ერთმანეთს უკვე ჯგუფურ ეტაპზე შეხვდებიან. საინტერესო იქნება "რეალისა" და "ლიონის" შეხვედრები. ბოლო 6 წლის განმავლობაში, ეს გუნდები ერთმანეთს მეხუთედ გადაეყარნენ.

ზედიზედ მესამედ მოხდა, რომ კატალონიის "ბარსელონა" მოხვდა ჯგუფში, რომლის ოთხივე წარმომადგენელიც საკუთარი ქვეყნის ჩემპიონია. ეჭვგარეშეა, H ჯგუფის ფავორიტები "ბარსელონა" და "მილანი" არიან, ხოლო "ბატე" და "პლზენი" ევროპის ლიგაზე მოსახვედრად იბრძოლებენ.

ზედიზედ მე-3 გათამაშებაში შეხვდნენ ერთმანეთს "რეალი" და "ლიონი", ხოლო მადრიდელებს ზედიზედ მეორედ მოუწევთ ჯგუფში "აიაქსთან" დაპირისპირება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "რეალი" ჯგუფის ფავორიტია, ხოლო "ლიონი" და "აიაქსი" მე-2 ადგილისთვის იბრძოლებენ.

ძალიან საინტერესო თამაშები გველის A ჯგუფში, სადაც ნებისმიერ გუნდს შეუძლია 1/8-ფინალის საგზურისთვის ბრძოლა. ფავორიტებად შეგვიძლია "ბაიერნი" და "სიტი" მივიჩნიოთ, მაგრამ არც "ვილიარეალისა" და "ნაპოლის" ჩამოწერა ივარგებს.

B ჯგუფის ფავორიტი "ინტერია", ხოლო აუტსაიდერად შეგვიძლია ჯგუფურ ეტაპზე "ფენერბაჰჩეს" ნაცვლად მოხვედრილი "ტრაბზონსპორი" მივიჩნიოთ. მე-2 ადგილისთვის სავარაუდოდ ცსკა და საფრანგეთის ჩემპიონი "ლილი" იბრძოლებენ.

C ჯგუფის ფავორიტი ინგლისის ჩემპიონი და გასული გათამაშების ფინალისტი "მანჩესტერ იუნაიტედია". მე-2 ადგილის დაკავების უმთავრესი პრეტედენტი "ბენფიკაა", რომელსაც შესაძლოა "ბაზელმა" გაუწიოს კონკურენცია, ხოლო "ოცელული", დღევანდელი გადმოსახედიდან უშანსოდაა.

ყოფილ კლუბთან, "ვალენსიასთან დაპირისპირება მოუწევს "ჩელსის" ახალწვეულს, ხუან მატას. ინგლისური და ესპანური გუნდების გარდა, E ჯგუფში "ლევერკუზენი" და "გენკი" მოხვდნენ, მაგრამ მე-2 ადგილისთვის ბრძოლას მათგან მხოლოდ გერმანელები თუ მოახერხებენ.

ფავორიტის დასახელება ძნელია F ჯგუფში, სადაც ბოლო დროს ბრწყინვალედ ათამაშებული "დორტმუნდი" საუკეთესო ორ გუნდში მოსახვედრად "არსენალსა" და "მარსელს" დაუპირისპირდება. ამ სამ გუნდს შორის, აუტსაიდერად შეგვიძლია "მარსელი" მივიჩნიოთ, რომელსაც შესაძლოა "ოლიმპიაკოსთან" მე-2 პოზიციის დასაკავებლად ბრძოლა მოუხდეს.

G ჯგუფს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე სუსტი, რადგან მასში არცერთი გრანდი არაა და გარდა ამისა, ჯგუფში მოხვედრილ ვერცერთ გუნდს ვერ ვუწოდებთ ანგარიშგასაწევ ძალას. ასეთად მივიჩნევდით "პორტუს", მისი რიგები ვილაშ-ბოაშსა და რადამელ ფალკაოს რომ არ დეტოვებინათ. მიუხედავად ამისა, პორტუგალიელებს ჯგუფის ფავორიტები მაინც შეგვიძლია ვუწოდოთ.




A ჯგუფი
ბაიერნი
ვილიარეალი
 სიტი
ნაპოლი

B ჯგუფი
ინტერი
ცსკა
 ლილი
ტრაბზონსპორი


C ჯგუფი
მანჩესტერი
ბენფიკა
 ბაზელი
ოცელული

D ჯგუფი
რეალი
ლიონი
 აიაქსი
დინამო ზაგ.

E ჯგუფი
ჩელსი
ვალენსია
 ლევერკუზენი
გენკი

F ჯგუფი
არსენალი
მარსელი
ოლიმპიაკოსი
დორტმუნდი

G ჯგუფი
პორტუ
შახტარი
 ზენიტი
აპოელი

H ჯგუფი
ბარსელონა
მილანი
 ბატე
პლზენი

ნანახია: 645 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
1 hannibal  
2
au kai bedi gvaq :D

3 interinio  
1
xO bedi gvak--- Magram MartO bedi Ara SakmarisI..

2 interista  
2
exla mainc gavidet jgupshi pirvel adgilze amis dedac :D isev lioni-reali chemiii :D milani-barsa milaniskne var :) da yvelaze magari jgupi A jgupia :)

4 interinio  
1
B ჯგუფი
ინტერი --------14
ცსკა -----------8
ლილი ---------8
ტრაბზონსპორი--7

5 interelia  
1
gasperin amaze meti advili jgufi ra ginda? hoda miaweqi 1 adgilit flag3

6 hannibal  
1
exlaa jgufshi magari razgoni unda avigot ro ver gagvacheros veraviiiiin au ra gamiswordaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa ....

INTERISTA shenc chemsavit gdzuls albat barsaa organulaad xoo:D

au rodis daiwyeba erti suli maqqqqqqq

7 pavlena  
1
au exla uechveli 1 adgilzee maincc gavaltt magari gamisworda... flag3 flag3

8 inter  
0
flag3 1 li adgili gvinda , ro mere me2 adgils shevxdet.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter