ხუთშაბათი, 16.05.2024, 06:03
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » და აი, ისიც - სამუელ ეტოომ მილანი დაღესტანზე გაცვალა
12:06
და აი, ისიც - სამუელ ეტოომ მილანი დაღესტანზე გაცვალა


გუშინ მახაჭყალის "ანჟის" ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა, რომ კლუბი საბოლოოდ შეუთანხმდა მილანის "ინტერს" კამერუნელი ფორვარდის, სამუელ ეტოოს ტრანსფერზე.

"დღეს მილანის "ინტერთან" თავდამსხმელ სამუელ ეტოოს ტრანსფერზე შეთანხმებას მივაღწიეთ. ტრანსფერის ოდენობა ორივე გუნდს აწყობს. "ანჟი" მადლობას უხდის "ინტერის" ხელმძღვანელობას კონსტრუქციული პოზიციის დაკავებისთვის. ხვალ ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ხუთშაბათიდან კი სამუელი გუნდთან ერთად "როსტოვთან" მატჩისთვის მოემზადება", - ვკითხულობთ დაღესტანელთა ოფიციალურ საიტზე.

მაშ ასე, საქართველოს ნაკრების გოლკიპერ ნუკრი რევიშვილს კიდევ ერთი სახელოვანი თანაგუნდელი ჰყავს - 30 წლის სამუელ ეტოო, რომელიც, როგორც ევროპული მედია ამტკიცებს, წელიწადში 28,8 მილიონ ევროს მიიღებს გასამრჯელოს სახით, ეს კი პლანეტაზე ყველაზე დიდი ხელფასია ფეხბურთელთა შორის. შეგახსენებთ, რომ "ანჟიში" უკვე ირიცხებიან ბრაზილიელები რობერტო კარლოსი და დიეგო ტარდელი, უნგრელი ბალაშ ჟუჟაკი, რუსი იური ჟირკოვი, ჰოლანდიელი მბარკ ბუსუფა. ახლა უკვე დანი ალვეშის ყიდვაზე ლაპარაკობენ. მოკლედ, დაღესტანში ფეხბურთის არნახული ბუმია.

ეტოო 16 წლიდან მადრიდის "რეალში" იყო, იჯარით რამდენიმე ესპანურ კლუბში თამაშის შემდეგ კამერუნელი "მალიორკაში" გადავიდა, 2004 წელს კი "ბარსელონამ" ის 24 მილიონ ევროდ იყიდა. 2009 წელს "ბარსასა" და "ინტერს" შორის დიდი გარიგება შედგა, რომლის შემდეგაც აფრიკელი მილანში აღმოჩნდა. კამერუნის ნაკრებში მას 105 მატჩში 51 გოლი გაიტანა. ეტოო 3-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 2-ჯერ თასი მოიგო, 2-ჯერაც სუპერთასი, სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, მოიგო სკუდეტო, ორჯერ იტალიის თასი, ერთხელ სუპერთასი, ფიფას საკლუბო ჩემპიონატი. მის ინდივიდუალურ ტიტულებს კი თვლა არ უჩანს. სამუელ 4-ჯერ აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ნანახია: 597 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
1 interista  
2
gushin ro vlaparakobdit 10 milions miigebs weliwadshiio 10s ki ara 28.8milions chemiiiiii

2 intereli  
2
ara ra 28 eg afsurdia... amas ubralod fifa da uefa ar daushvebs da arc sxva gundebi.... etoos amdeni rom miscen sxva fexburtelebic moitxoven da mere naxe shen gaficvebi da mitingebi... 28 ashkarad gadacharbebulia, ai 10 ze meti unda iyos logikit

6 inter  
0
28 aramgonia to 15 an maximum 20 miigebs .

3 interista  
3
am wams wavikitxe 10 da bonusebio ravi ukve agar mainteresebs chveni fexburteli agaraa da :|

4 intereli  
3
me mkidia ukve ramdens aigebs, nurc augia saertod nuraferi ))))))

5 pazzini  
2
obolaze ro izaxda maxachkalis quchebshi iseirnebso :D :D

7 interinio  
0
zang zang zang zang zang zang

CAdi EtO R,Carlostan Ertad Bananebi came Stadionze Tamashebis dros :D :D: D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter