ოთხშაბათი, 15.05.2024, 14:52
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 11 » დადასტურდა: ეტოო ანჟიში ითამაშებს
13:39
დადასტურდა: ეტოო ანჟიში ითამაშებს


გუშინდელ ნომერში გამცნეთ სამუელ ეტოოს მახაჩკალის "ანჟიში" შესაძლო გადაბარგების შესახებ. მართალია, ოფიციალურად ტრანსფერი ჯერ არ შემდგარა, მაგრამ თუ გუშინ გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია.

საქმე იმაშია, რომ "ინტერის" გენერალურმა დირექტორმა ერნესტო პაოლილომ კამერუნელი ფორვარდის რუსეთის პრემიერლიგაში გადაბარგების ამბავი დაადასტურა და შემდეგი განაცხადა:

"ეტოომ რუსული კლუბისგან ფანტასტიკური წინადადება მიიღო და გადაწყვიტა, რომ კარიერა "ანჟიში" უნდა გააგრძელოს. ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია და იმედია, გულშემატკივრები სამუელის არჩევანს გაგებით მოეკიდებიან. ფაქტია, რომ მისი გასხვისება ჩვენი ინიციატივა არ იყო, რადგან მახაჩკალური კლუბისგან მხოლოდ 30 მილიონ ევროს მივიღებთ. დაგვეთანხმებით, ეს არ არის ის თანხა, რომლის გამოც ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს გავასხვისებდით. წასვლა თავად ეტოომ მოისურვა და ძალით მისი გაჩერება გაუმართლებლად მივიჩნიეთ".

თუ რატომ მიიღო ეტოომ ასეთი გადაწყვეტილება, ამის მიზეზებზე გუშინდელ ნომერშიც ვისაუბრეთ – საქმე იმაშია, რომ მახაჩკალურ გუნდში კამერუნელი წელიწადში 20 მილიონ ევროს მიიღებს.

ამასობაში, "ინტერის" მესვეურები უკვე შეუდგნენ ეტოოს შემცვლელის ძებნას და თვალი ნეაპოლისკენ მიაპყრეს, სადაც ესეკილ ლავეცი ეგულებათ. "გაძეტას" მტკიცებით, მასიმო მორატიმ აურელიო დე ლასურენტისს პირადად დაურეკა და პირდაპირ თანხის დასახელება სთხოვა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო: 40 მილიონი ევრო. ამბობენ, რომ მორატი მზადაა ნეაპოლური კლუბის ბიუჯეტში 30 მილიონი ევრო გადარიცხოს, ზუსტად იმდენი, რამდენსაც ეტოოს სანაცვლოდ აიღებს. ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება ამ ისატორიას.
ნანახია: 632 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
1 interista  
2
kidev ertxel vityvi ro ver gavamtyuneb me am kacs to ) me ki mindoda darcheniliyo magram ras vizamt. yvelaferi moigo am kacma da vsio exla kaifobs :| mara chven ra gveshveleba to wels :(

3 inter  
0
aba dzma cven ra gveshveleba ega sakitxi

2 pavlena  
2
fexburtelebi tu ar viyidet martla araperi ar gveshvelebaa magari ukan daviwevttt

4 inter  
1
marto pexburtelebis yidva ara sakmarisi dzma .. etos donis pexburtelebi gvcirdebaaa

5 interinio  
1
lol Etos 30 yidian Da lavezzis 40 yiduloben aze xar .. Fu Mogityant satransperO politika tkveni lol

6 inter  
0
me tu mkitxav lavezzi etos naxevaric araaa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter