ხუთშაბათი, 16.05.2024, 06:14
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 16 » ეტოო ჯერ არ წასულა, მორატი ფორლანზე გადაერთო
12:31
ეტოო ჯერ არ წასულა, მორატი ფორლანზე გადაერთო


დაახლოებით ერთი კვირის წინ გამცნეთ, რომ სამუელ ეტოოს "ინტერიდან” "ანჟიში” გადაბარგების ამბავი პრაქტიკულად გადაწყვეტილი გახლდათ. ეს ინფორმაცია მილანური გრანდის ტექნიკურმა დირექტორმაც კი დაადასტურა, მაგრამ დრო გადის და ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არ გაჩარხულა. მეტიც, ეტოომ არ გამორიცხა, რომ მოლაპარაკებები შეიძლება ჩიხში შევიდეს და მას "ინტერში” მოუწიოს დარჩენა. აი, რა განაცხადა კამერუნელმა:

"რუსულ კლუბთან მოლაპარაკების აქტიურ ფაზაში ვართ ჩაბმულნი და მართლაც დიდია იმის შანსი, რომ ტრანსფერი შედგეს. თუმცა, იმას ვერაფრით დავეთანხმებით, რომ შეთანხმება შედგა და მე უკვე "ანჟის” ფეხბურთელი ვარ. ასე ნამდვილად არ არის და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ გუნდის მაისური არასდროს მოვირგო. მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემით ინგლისური გუნდებიც არიან დაინტერესებულნი და შესაძლოა, ალბიონზეც კი მომიწიოს გადაბარგება. დღეს რაიმეზე კონკრეტულად საუბარი გამიჭირდება, ყველაფერი კი დაახლოებით ერთ კვირაში გადაწყდება”.

ნებისმიერ შემთხვევაში, დიდია იმის შანსი, რომ ეტოომ "ინტერი” დატოვოს და კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს. შესაბამისად, მილანური გრანდის მესვეურები მისი შემცვლელის ძიებით არიან დაკავებულნი. ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული მასიმო მორატიმ დიეგო ფორლანის გადაბირება შეძლოს, რადგან ამ მიმართულებით თურმე უკვე აქტიურად მუშაობს.

"Gazzetta dello Sport-ის” ცნობით, "ნერაძურის” პრეზიდენტმა ურუგვაელი ფორვარდის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გადადო და მზადაა ნებისმიერ დროს მადრიდის "ატლეტიკოს” ბიუჯეტში გადარიცხოს. ამ საკითხზე კომენტარს "ინტერის” სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა აკეთებს:

"არ აქვს მნიშვნელობა წავა თუ არა გუნდიდან სამუელ ეტოო, დიეგო ფორლანი ნებისმიერ შემთხვევაში სასურველი ფეხბურთელია და თუ მისი გადაბირების შანსი მოგვეცა, ამას აუცილებლად გამოვიყენებთ. ჯერჯერობით, მადრიდული კლუბის მესვეურებისთვის ოფიციალური წინადადებით არ მოგვიმართავს, მაგრამ სავარაუდოდ, ამას უკვე უახლოეს დღეებში გავაკეთებთ. თანხაზე საუბარი გამიჭირდება, რადგან ეს საკითხი ჯერ კიდევ განსახილველია”.

ბრანკას თქმით, მორატის ჯერ არ გაუკეთებია შეთავაზება მადრიდელი კოლეგისთვის და 18 მილიონი ევროს თემასაც მონაჩმახი უწოდა, მაგრამ "გაძეტა” თავისას არ იშლის და გვიმტკიცებს, რომ "ინტერი” სწორედ ამ თანხის სანაცლოდ შეეცდება ფორლანის გადაბირებას.


ნანახია: 581 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
1 interista  
2
au branka she si...... ara aqvs mnishvneloba wava tu ara etooo,shenii me :@:@:@ forlans rac sheexeba memgoni bvria 17 limoni :)

2 hannibal  
2
intermilano.ru ze weria ro 5 milionad treuloben forlans.. 17 martla bevria da 5 milioni dz kai fasia

3 inter  
0
mec vici ro Galatasaraic treulobda 5-6 milionat da ara 17 ti ..

4 inter  
0
:zang: zang zang zang zang zang zang zang


Rac Sheexeba etos ukve unda gadasvla Russetshi tu ara inglishi cava Jobia rusetshi radgan bevrs ixdian tO 35 - 40 ingliselebi ki 23-25 mets ar ixtian.

5 La GazzettO DellO Sporti  
1
Age Eg statiA

По данным редакции Sky , Диего Форлан близок к "Интеру". Нерадзурри активно рассматривают возможность приобретения форварда "Атлетико", особенно учитывая низкую трансферную стоимость голеадора.

"Завтра Бранка встречается с агентом Форлана Даниэлем Болотникофым. "Интер" фаворит в борьбе за уругвайца. Сделка может составить около пять млн. евро", - сообщает спутниковый телеканал.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter