ოთხშაბათი, 15.05.2024, 10:04
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 7 » ეტოომ კონფლიქტი უარყო
16:33
ეტოომ კონფლიქტი უარყო


იტალიური სპორტული გაზეთები წალეკა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ სამუელ ეტოოსა და ჯანპიერო გასპერინის შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა და არ არის გამორიცხული, კამერუნელმა სხვა გუნდში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღოს.

"La Gazzetta Dello Sport-ის" ცნობით, გასპერინი ეტოოს გარემარბის პოზიციაზე გამწესებას უპირებს, კამერუნელს კი როგორც ყოველთვის ცენტრფორვარდობა ურჩევნია. 

შეგახსენებთ, რომ ეტოო თავდამსმელის პოზიციაზე ლეონარდომ გადაიყვანა და შედეგად, გასულ სეზონში ორ ათეულზე მეტი გოლი გაიტანა.

გასპერინისთან მომდარ კონფლიქტს აფრიკელი უარყოფს:
"გასპერინისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და კონფლიქტი კი არა, შელაპარაკება რაა, ისიც კი არ მოგვსვლია - ახალ მთავარ მწვრთნელს შესანიშნავად შევეწყვე და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთად კიდევ დიდ ხანს მოგვიწევს მუშაობა. რატომ დაირხა ეს ხმები? - ალბათ იმიტომ, რომ ერთ-ერთ ვარჯიშზე ჟურნსალისტების თანდასწრებით გუნდის ტაქტიკურ სქემას მწვრთნელთან ერთად ვარჩევდი და საკმაოდ ემოციურად ვსაუბრობდი. როგორც ჩანს, მედიის წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ ჩვენ შორის გაუგებრობა მოხდა და კონფლიქტი წარმოიშვა. მიკვირს, რადგან ჩვენ ყველასთვის გასაგებ ენაზე, იტალიურად ვსაუბრიბდით".
ნანახია: 617 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 interinio  
0
eh ...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter