სამშაბათი, 14.05.2024, 18:28
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 29 » "ინტერმა" პანდევიც გაუშვა
14:44
"ინტერმა" პანდევიც გაუშვა


"ინტერის" სატრანსფერო პოლიტიკა მართლაც გაოცებას იწვევს, სამუელ ეტოოსთან განშორების შემდეგ, მასიმო მორატი კიდევ ერთ თავდამსხმელს, გორან პანდევს შეელია და მაკედონიელი "ნაპოლიში" გაუშვა.

როგორც ჩანს, "ნერაძურის" მესვეურებს დიდი სიურპრიზი აქვთ მომზადებული ტიფოზებისთვის, თორემ ასეთი შემადგენლობით და კონკრეტულად შეტევით, წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდებათ. ანუ, გამოდის, რომ ჯანპიერო გასპერინის განკარგულებაში მხოლოდ ორი მაღალი კლასის ფორვარდია: ჯამპაოლო პაცინი და დიეგო მილიტო. ამ უკანასკნელის მიმართ ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ასაკიდან გამომდინარე, დიდად ვერც მის იმედზე იქნება მთავარი მწვრთნელი.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ინტერის" პრეზიდენტი დიეგო ფორლანის ტრანსფერზე მადრიდის "ატლეტიკოს" მესვეურებს გაურიგდა, მაგრამ ეს ცნობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა. მოკლედ, მორატიმ ან მთლიანად ჩააგდო სატრანსფერო ფანჯარა, ან რაღაც ძალიან საინტერესოს გვიმზადებს და ამის შესახებ უახლოეს მომავალში შევიტყობთ. სანამ მორატის ამბავს გავიგებდეთ, "ნაპოლის" პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს მოვუსმინოთ:

"გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - ერთ მშვენიერ დილას გორან პანდევის გადაბირების შესახებ ვალტერ მაძაროს ვესაუბრე, საღამოს კი საქმე უკვე მოგვარებული იყო. მასიმო მორატის პირადად ველაპარაკე ტელეფონზე, რის შემდეგაც თვითონ ფეხბურთელს დავუკავშირდით და რადგან ყველა მხარე თანახმა იყო ამ გარიგების, ხელშეკრულებას ხელი ოპერატიულად მოეწერა. კონტრაქტი საიჯარო იქნება, მაგრამ თუ თანამშრომლობის გახანგრძლივების სურვილი გაგვიჩნდა, მომავალ ზაფხულს სრულფასოვან ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ. ვერ გეტყვით რატომ გამოუშვა მორატიმ პანდევი, მაგრამ ჩემი განზრახვა ვგონებ ყველასთვის ადვილი მისახვედრია - წინ ურთულესი სეზონი გველის და რაც მეტი მაღალი კლასის ფეხბურთელი გვყოლება, მით უფრო გაგვიადვილდება მიზნების მიღწევა".

გუშინ გვიან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ინტერმა" 21 წლის ნახევარმცველი: ანდრეა პოლი დაიმატა, რომელმაც გასული სეზონი გენუის "სამპდორიაში" გაატარა, იქამდე კი "ტრევიზოში" აპარეზობდა. პოლი პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება და მისი გადაბირება სხვა გუნდებსაც სურდათ.

ანდრეას ტრანსფერთან დაკავშირებით, "ნერაძურის" სპორტულმა დირექორმა მარკო ბრანკამ საგანგებო კომენტარიც კი გააკეთა, რასაც იტალიურ პრესაში კრიტიკა მოჰყვა. მაშინ, როდესაც ბოლო დღეებში "ინტერი" ორი მაღალი კლასის თავდამსხმელს შეელია, პოლის ტრანსფერით აპელირება ჟურნალისტებმა არ მოიწონეს.
ნანახია: 562 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
1 nerazuri  
1
midi morati midi dzan gagvaxare interis gulshematkivrdebi flag3

2 interelia  
1
don masimo ar miyvars siurprizebi da tu vinmes yidulob iyide normaluri.. goran warmatebebi

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter