ოთხშაბათი, 15.05.2024, 15:50
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 7 » ჯანპიერო გასპერინი: მეორე ტაიმში დაცვაში უარესად ვითამაშეთ
16:26
ჯანპიერო გასპერინი: მეორე ტაიმში დაცვაში უარესად ვითამაშეთ


"ინტერის" მთავარი მწვრთნელი ჯანპიერო გასპერინი იტალიის სუპერთასის შეხვედრაში "მილანთან" (1:2) დამარცხების მიუხედავად თავისი გუნდის თამაშით მაინც კმაყოფილი დარჩა.

"მეორე ტაიმში დაცვაში პირველზე უფრო ცუდად ვითამაშეთ. საწყენია, რომ ვიგებდით და საბოლოო ჯამში დავმარცხდით. რომ გვცოდნოდა, მეორე ტაიმის დასაწყისში შეხვედრის ტემპი როგორ გვეკონტროლებინა... ნებისმიერ შემთხვევაში შესანიშნავი გამოცდილება მივიღეთ, მოხარული ვართ იმ მხარდაჭერის გამო, რომელიც ჩინეთში ჩამოსულმა ჩვენმა გულშემატკივრებმა გაგვიწიეს. საერთო ჯამში კარგი მატჩი ჩავატარეთ, განსაკუთრებით პირველი ტაიმი, მაგრამ მოგება ვერ შევძელით", -განაცხადა გასპერინიმ.

გასპერინიმ იმ ინფორმაციის შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმადაც სნეიდერი კარიერას ინგლისში გააგრძელებს. "ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია, მოდით მომავალ კვირას დაველოდოთ", აღნიშნა "ნერაძურის" თავკაცმა.
ნანახია: 575 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
1 interista  
1
araushavs kargi igra chavataret cota gagvmartleboda ra :| araushavs daviviwyot es wageba da am sezonshi yvelas deda vutirot :)

2 inter  
0
Mezizgeba ra Eg milani

3 inter  
0

4 BALKAN  
0
ISE TU DAAKVIRDIT 2009-2010 CELSHIC ASE DAVICKET SEZONI, SUPER TASIS FINALI CAVAGET 2-1 DA IM CELS MOVIGET KVELA TITULI RISI MOGEBAC SHEIDZLEBODA DA IKNEB AXLAC GAGVIMARTLOS:d:d:d:d:d:d:d

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter